Connect with us

თავის მოვლა

მანდარინის ქერქის თბილი ზეთი ჩამოწელილი და ასაკოვანი ხელის კანისთვის

ცოტა ხნის წინ იმ დასკვნამდე მივედი, რომ მანდარინი ზამთრის ვაშლია. კილოგრამობით ვჭამ და ვერ ვჩერდები! ვერც კი წარმოიდგენთ, თუ რამდენი ქერქი დამიგროვდა. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის მანდარინის ქერქს უბრალოდ ნაგავში ვყრიდი! შემდეგ ჩაიში დამატება, ცუკატების და შინაურული არომატიზატორების დამზადება დავიწყე. ახალი წლისთვის რამდენიმე სანთლის გაკეთებაც მოვახერხე! თუმცა ამ წლის პირველი (და ჯერჯერობით საუკეთესო) აღმოჩენა მანდარინის ზეთი გახდა!

საახალწლო სიგიჟე დასრულდა, რომელმაც ჯადოსნური განწყობა და მთელი მთა მანდარინის ქერქი დაგვიტოვა. გადაგდება მენანება. არადა ამდენ ციტრუსის ჩაის ვერ დავლევ. სრულიად შემთხვევით იმ კოსმეტიკური საშუალების რეცეპტი გავიგე, რომლის გარეშეც სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია.

მანდარინის ზეთი ხელებისთვის

ცოტა ხნის წინ ბავშვობის მეგობარი მესტუმრა და ფანჯრის რაფაზე ჩემი მანდარინის ქერქის მარაგმა აღაფრთოვანა. სწორედ მაშინ გათბობის ბატარეაზე ქერქებს ვაწყობდი და ვფიქრობდი, თუ რა გამეკეთებინა.

ტატიანამ მას თვალი დაადგა და თავაზიანად გაზიარება მთხოვა. ამან მხოლოდ გამახარა, მაინც არ ვიცოდი, ამდენი სად წამეღო. როგორც ტატიანამ მითხრა, მანდარინის ქერქი შინაურული კოსმეტიკური საშუალების მოსამზადებლად სჭირდებოდა. აი, ნახევარი მანდარინის ქერქის სანაცვლოდ ხელისთვის ოქროს ზეთის რეცეპტი მოვიპოვე.

ზამთარში ხელი კატასტროფულად მიშრება. ხელთათმანებიც არ მშველის! ადრე სხვადასხვა კრემს რეგულარულად ვიყენებდი, მაგრამ მათი წასმის შემდეგ სასიამოვნო შეგრძნება არ მქონდა. ვერაფერს ვერ შეეხები. ახლა ცხიმიანი ტექსტურების ყიდვის ნაცვლად, რომელიც მუდმივად უნდა წაისვათ, კვირაში რამდენჯერმე შინაურულ მანდარინის ზეთს ვიყენებ.

მანდარინის ქერქი ბევრ C ვიტამინს შეიცავს და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს ფლობს. შესანიშნავად დაგეხმარებათ, როცა სიცივისა და მუდმივი სიმშრალის ფონზე კანზე მიკრობზარები ჩნდება. გარდა ამისა, ამ ციტრუსის ეთერზეთი ნაოჭებს შესანიშნავად ებრძვის და კანს მატონიზირებელი ეფექტით ახარებს.

როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ მანდარინის ზეთი

1. თავდაპირველად, მანდარინის ქერი კარგად უნდა გააშროთ და დაფშვნათ ან დააქუცმაცოთ. ამისთვის ყავის საფქვავი, ბლენდერი ან, უკიდურეს შემთხვევაში, სახეხი ან სანაყი გამოიყენეთ.

2. 70 მლ ნებისმიერი ზეთი (იაფი მზესუმზირის ზეთით დაწყებული ზეითუნის ზეთით ან კარაქით დამთავრებული) და ¼ ჭიქა დაქუცმაცებული ქერქი აურიეთ.

3. წყლის ორთქლზე ცოტა შეათბეთ.

4. შემდეგ პროცედურას შეუდექით. ზეთი წაისვით, ჯერ ხელის კანი კარგად გაახურეთ, შემდეგ პწკენურ მასაჟზე გადადით. პროცედურა ტყაპუნა მოძრაობით დაასრულეთ, თითქოსდა ხელთათმანს იცვამთ.

5. ზეთი ჩამოიბანეთ ან როგორც ნიღაბი, ხელზე 15 წუთით გაიჩერეთ.

ეფექტს მყისიერად დაინახავთ. კრემისგან განსხვავებით მანდარინის ზეთი უფრო ხანგრძლივი მოქმედების საშუალებაა. სწორედ ამიტომ, პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ უნდა გაიმეოროთ. სრული კურსი 14 მასაჟს მოიცავს. ამ დროში კანი დაიჭიმება, ლამაზ ფერს მიიღებს, ფრჩხილები გაძლიერდება და კუტიკულა დარბილდება.

ახლა ქერქის შენახვის საკითხი აღარ მაწუხებს. კარგად ვაშრობ და მაცივარში ზეთში ვინახავ. სიტყვაზე, შეგიძლიათ ცოტა ნეროლი და ლავანდა დაუმატოთ, რომ დახეთქილი კანის საწინააღმდეგოდ დიდებული საშუალება მიიღოთ. მორალი: მანდარინის ქერქი არ გადააგდოთ. სჯობს ცოტა დრო დახარჯოთ და კანისთვის შინაურული ელექსირი მოამზადოთ.

Advertisement
კულინარია3 hours ago

მოსახერხებელი მეთოდი, როგორ მოვხარშოთ ჭარხალი სალათებისთვის

საკითხავი3 hours ago

როგორ მოვიშოროთ დამწვრობა, ჩალურჯება, შეშუპება და ჭრილობა საკვები პროდუქტების დახმარებით

საკითხავი3 hours ago

რატომ უნდა ჩაასხათ ჭურჭლის სარეცხი სითხე უნიტაზში

ჯანმრთელობა3 hours ago

ინტიმური ინფექციები: 7 უხერხული კითხვა, რომლებიც ექიმს თქვენს ნაცვლად დავუსვით

ყვავილები3 hours ago

სად მალავენ გეორგინას ბოლქვებს, რომ არცერთი მათგანი არ დაიკარგოს და დაობდეს

მოდა და სტილი3 hours ago

როგორი სუნი ასდის სიმდიდრეს: 7 ქალური არომატი საქმიანი შეხვედრებისთვის

ჰოროსკოპი20 hours ago

ვინ არის ყველაზე ზარმაცი ზოდიაქოს ნიშანი

მოდა და სტილი20 hours ago

ვეგეტარიანელები ხორცისმჭამელების წინააღმდეგ: რომელი ვარსკვლავი გამოიყურება უკეთ

თავის მოვლა20 hours ago

სახის მასაჟი გუაშით: 10 წლით გამაახალგაზრდავებელი ჩინური ტექნიკა დღეში მხოლოდ 10 წუთში

მოდა და სტილი20 hours ago

ნივთები, რაზეც ქალმა ფული არ უნდა დაზოგოს, თუ სურს ბედნიერი იყოს

ტესტები4 weeks ago

გაიარეთ ტესტი: აირჩიეთ მაგიური ბურთი და გაიგეთ თქვენი ბედის შესახებ

ტესტები4 weeks ago

აირჩიეთ ზარდახშა და ნახეთ, რა გელოდებათ მომავალში

ტესტები4 weeks ago

აირჩიეთ ბეჭედი, რომელიც მოგწონთ, და საკუთარი თავი ცოტა უკეთ შეიცანით

ტესტები4 weeks ago

3 რამ, რაც გაზაფხულმა მოგიმზადათ: ტესტი წინასწარმეტყველება

საკითხავი4 weeks ago

მცენარეული ზეთი, მარილი და წიწაკა: რატომ უნდა გამოიყენოთ რეცხვის დროს

საკითხავი4 weeks ago

ვის აქვს ეკლესიაში სეფისკვერის აღების უფლება

სახლი და დიზაინი4 weeks ago

5 სხვადასხვა ქვეყნის მარტივი და მოკრძალებული სახლები, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ

ტესტები4 weeks ago

როგორ გავიგოთ უახლესი მომავალი? ტესტი სურათებით გჭირდებათ

ჰოროსკოპი4 weeks ago

რატომ იკარგება და ტყდება ნივთები თქვენს სახლში

ტესტები4 weeks ago

აი, რისი თქმა შეუძლია ცერა თითს პიროვნების შესახებ