Connect with us

ჯანმრთელობა

მამაკაცი, რომელმაც 100 კილოგრამი დიეტის გარეშე დაიკლო, კვების 7 მთავარი წესის შესახებ გვიყვება. ჭარბი წონა აღარ შეგაწუხებთ

ჯონ გებრიელმა 30 თვეში 100 კგ-ს დაკლება ყოველგვარი დიეტის გარეშე დაიკლო. პირველ რიგში წესრიგი არა თეფშზე, არამედ თავში და საერთოდ ცხოვრებაში უნდა შექმნათ.

ჯონი დიეტოლოგების რჩევებს ბრმად არ მიენდო, არამედ დასახმარებლად საკუთარი თავი გამოიყენა. უოლ-სთრითის ბროკერი, ჯონი ნებისმიერი ინფორმაციის ორგანიზებას არის მიჩვეული. აი. 7 მთავარი წესი, რომლებიც წარმატებულად გახდომაში დაგეხმარებათ (ყველა ბიოქიმიური და ჰორმონალური ნიუანსის გვერდზე გადადებით, რომლის შესწავლაც მას მოუწია რომ წონის ნახევარი დაეკლო):

პირველი წესი: დიეტებზე უარი ვთქვი და მკვებავ ნივთიერებებში გარკვევა ვცადე

როგორც აღმოჩნდა, მთელი ცხოვრება ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა, მაღალხარისხიანი ცილა და ვიტამინები მაკლდა. ამის შესახებ არც ერთი დიეტა არაფერს ამბობს, რაც დიდი შეცდომაა. რაციონი ისე შევცვალე, რომ ჩემთვის საჭირო ყველა ნივთიერება საკმარისი რაოდენობით მიმეღო.

იცით რა? ამის შემდეგ ტკბილეულის და ჩიფსების მიმართ ლტოლვა თავისით გაქრა! უბრალოდ მათი მიღება აღარ მსურდა! როგორც ჩანს, მათში შედიოდა რაღაც, რისი დეფიციტიც მქონდა.

მეორე წესი: ნაწლავები განვკურნე

წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ნაწლავები. ადამიანები რეგულარულად ბევრს ჭამენ, რადგან მათ ნაწლავებს საკვებიდან აუცილებელი ნივთიერებების ეფექტურად ათვისება არ შეუძლია. სხეული ამ დროს პანიკაშია და ცხიმის დაგროვებას ცდილობს.

ამასთან საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემა იწვევს ანთებას, რაც ჰორმონალურ ფონზე გავლენას ახდენს. პრობიოტიკები (კეფირი, მაწონი) და პროდუქტები “სწორი“ საჭმლის მომნელებელი ფერმენტებით ხშირად მიიღეთ.

მესამე წესი: ძილის რეჟიმს გადავხედე

ძილის დარეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია. ადრე დაწვებით და ადრე ადგებით. ძილთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა წონის მომატების მიზეზი ხდება. მიზეზი იგივე ჰორმონებია. უძილობა ჰორმონალურ ფონს ცვლის, რის გამოც მუდმივად ტკბილეულის და ცხიმიანის მიღების სურვილი გაქვთ. ეს კორტიზოლის მაღალ დონეს იწვევს, რაც სწრაფი კვების პროდუქტების მიღებას გაიძულებთ, რომ დეპრესიას გაუმკლავდეთ. არაჯანსაღი საკვები მდგომარეობას მხოლოდ დროებით ამსუბუქებს და მომავალში კორტიზოლის კიდევ უფრო მეტად ზრდას ხელს უწყობს.

არაფერი რომ ვთქვათ იმაზე, რომ ღამით მაცივარში შეძრომა და რაღაცის ჭამის სურვილი გაქვთ.

მეოთხე წესი: თავი მოიწესრიგეთ

და კიდევ კორტიზოლის შესახებ. მისი მეორე ოფიციალური სახელია „სტრესის ჰორმონი“. ცუდი ძილი ორგანიზმისთვის სტრესს წარმოადგენს, ეს კი მადაზე ახდენს გავლენას. მე მედიტაცია და ცნობიერში მომავალი დღის ვიზუალიზაცია დავიწყე. ვიზუალიზაცია აღმოსავლეთ მეცნიერების მეთოდია, რომელიც სასურველი შედეგის გამოსახულების წარმოდგენაზე არის მიმართული, რომელიც ცნობიერ და ქვეცნობიერ დონეზე მუშაობს.

სტრესი და მასთან ერთად კილოგრამებიც მოვიშორე.

მეხუთე წესი: დეტოქსიკაციის შესახებ გავიგე

რამდენიმე თვიანი სწავლების შემდეგ ტოქსინების შესახებ ინფორმაციას გავეცანი. გავიგე, რომ ორგანიზმი ცხიმოვან უჯრედებს ჭარბი ტოქსინების შესანახად იყენებს. ამ დროისთვის უკვე 70 კგ-ს დაკლება მოვახერხე, მაგრამ კიდევ 30 კგ-ს მოშორება მსურდა და სწორედ მასში ჩემი ტოქსინები იყო დაგროვებული. ასე დეტოქს მეთოდების გამოყენება დავიწყე.

თავიდან სხეული შიგნიდან დიდი რაოდენობით ტუტე სითხეებით უნდა „ჩარეცხოთ“ – ეს არის წყალი ლიმონის წვენთან ერთად, ვაშლის ძმარი და მწვანილის წვენები. ბევრ მწვანილს, სალათს, აღმონაცენს და უჯრედისს მივირთმევდი.

ბოლო 30 კგ უფრო სწრაფად დავიკელი, ვიდრე პირველი 30 კგ. თუმცა მეგონა, რომ პირიქით უნდა ყოფილიყო. წონის დაკლების ყველა მსურველმა იცის, თუ რა ადვილია გახდომის დაწყება და რამდენად ძნელია ბოლო არასასურველი კილოგრამების მოშორება.

მეექვსე წესი: ფულის გამო ნერვიულობა შევწყვიტე

ახლა უცნაურ რამეს გეტყვით, მაგრამ სინამდვილეში უცნაური არაა. ფულზე დამოკიდებული რაც უფრო ნაკლებად ხართ, მით უფრო ბედნიერი და მოხდენილი იქნებით. უფრო იაფიან სახლში გადავედი, სხვადასხვა ნივთებსა და გაჯეტებზე უფრო ნაკლებ ფულს ვხარჯავდი და ზოგი ბოსტნეულის მოშენებაც კი დავიწყე. ფულის გამო ნაკლებად ვნერვიულობდი.

ხოლო როცა ვნერვიულობდი, ვიცოდი, რომ სახლის უკან გასეირნება და ჩემ მიერ მოყვანილი პომიდვრის ჭამა შემეძლო. ეს სტრესის შოკოლადით ჩახშობას ბევრად სჯობს.

უბრალოდ მეშვიდე წესი

წონის პრობლემების მოსაგვარებლად ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღიაროთ: ასეთი არა გენეტიკის, ან „მსხვილი ძვლის“, არამედ სიზარმაცის გამო ხართ. წონის პრობლემებს რომ გაუმკლავდეთ, ამ სამყაროს მიმართ შიში უნდა დაამარცხოთ. მე მედიტაცია და ვიზუალიზაციის პრაქტიკა დამეხმარა. ასე თანმდევი ფსიქოლოგიური ტრავმების მოშორება შევძელი.

სოლიდური წონის მქონე ჩემი ახლობლების 65-70 %-ს სწორედ „ემოციური გასუქება“ აწუხებს. ბევრი ადამიანისთვის ირგვლივ არსებულ სამყაროში ცხოვრება იმდენად არაკომფორტულია, რომ ქვეცნობიერად თავს უსაფრთხოდ ცხიმოვანი გარსში გრძნობს. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ნამდვილად ასეა.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.