Connect with us

ტესტები

მაგიური შესაძლებლობები დაბადების თარიღის მიხედვით

ეზოთერული და ფსიქოლოგიური ტესტების გავლა არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა დროის მხიარულად გასატარებლად და საკუთარი თავის შესახებ რაიმე უჩვეულოს გასაგებად.

მაგიური შესაძლებლობები დაბადების თარიღის მიხედვით

რა თქმა უნდა ჩვენ მკვეთრად გამოხატულ ექსტრასენსორული ნიჭი არ გვაქვს, თუმცა ნამდვილად ფლობთ გარკეულ მაგიურ თვისებებს რომლებიც დაბადების თარიღის მიხედვით გერგოთ. ეს სტატია კარგად გაგართობთ და შეიძლება ახალი იდეებიც გაგიჩინოთ.

საკუთარი მაგიური შესაძლებლობების გარკვევას ჩვენს მიერ წარმოდგენილი ტესტის წყალობით შეძლებთ. თქვენი დაბადების ტარიღი ეს უბრალო ციფრების ნაკრები არ არის, მას გარკვეული მნიშვნელობა გააჩნია. თქვენი ბედის მაგიური ციფრის გაგება თქვენი ნიჭის გამოვლენაში დაგეხმარებათ.

იმისთვის, რომ სწორად მოახდინოთ გამოთვლა, საჭიროა შეკრიბოთ თქვენს დაბადების თარიღში არსებული ყველა ციფრი, შემდეგ კი ის ერთნიშნა ციფრამდე დაიყვანოთ.

მაგალითად: დაიბადეთ 15.05.1985 წელს. გამოთვლა იქნება შემდეგნაირი: 1+5+5+1+9+8+5=3+4=7 ახლა კი შეგიძლიათ თქვენი ციფრი სიაში იპოვოთ და გაიგოთ თუ რა მაგიური თვისების მფლობელი ბრძანდებით.

თქვენი მაგიური ნიჭი

1. ერთიანის მფლობელებს ძლიერი ნებისყოფა აქვთ. ისინი იოლად მართავენ გარშემომყოფებს და შეუძლიათ მათ იმის გაკეთება აიძულონ რაც თავად სურთ. მათი დარწმუნების ძალა სხვების უნარზე გაცილებით ძლიერია. სწრედ ასეთ პიროვნებებს შეუძლიათ არაჩვეულებრივ, ქარიზმატულ და ძლიერ ლიდერებად ჩამოყალიბდნენ, რომლებსაც ბრბოს აყოლება შეუძლიათ.

2. ისინი ვისი ბედის ციფრიც ორია – არაჩვეულებრივი შესწავლის უნარით გამოირჩევიან. ასეთ პიროვნებებს თუნდაც 10 ენის შესწავლა შეუძლიათ და ეს მათთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.მათი არაჩვეულებრივი ინტელექტუალური შესაძლებლობები მათ საშუალებას აძევთ იოლად მოახდინონ სხვა ადამიანებით მანიპულაცია.

3. თუ თქვენი რიცხვი სამიანია, პრაქტიუკულად გარშემყოფების აზრების წაკითხვა შეგიძიათ. მათი განზრახვები, ფანტაზიები და ოცნებები თქვენთვის გადაშლილ წიგნს წარმოადგენს. მსგავსი ნიჭი შეიძლება რგორც დიდი მადლი ასევე დიდი ტვირთიც იყოს.

4. ოთხიანი ნიშნავს რომ ძლიერი შნაგანი ენერგია გაქვთ, რომელსაც მოქმედებაში თავად ბუნებისა და სამყაროს ენერგიები მოჰყავს. ასეთი ადამიანების სურვილები და ოცნებები სწრაფად ახდენადია.

5. ციფრი ხუთი თავისთავად მაგიურია. ასეთი ციფრის მქონე პიროვნებები ძალიან დაცულები არიან. მათტვის რაიმე სახის ზიანის მიყუენება პრაქტიკულად შეუძლებელია. მათი აურა ძალიან ძლიერია და ძნელად იცვლება. თუმცა ამას თავისი მინუსებიც გააჩნია. ასეთი ადამიანებისთვის რთულია მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება.

6. სულების სამყაროსთან ძალიან მჭიდრო კავშირი აქვთ ექვსიანებს. მათი წინაპრები მუდმივად ეხმარებიან მათ ნებისმიერ რთულ სიტუაციასთან გამკლავებაში. თუმცა ასეთი ადამიანები ხშირად ხვდებიან წარსულის გავლენის ქვეშ, რამაც შეიძლება ათზე ცუდად იმოქმდოს.

7. შვიდიანები – ნამდვილი იღბლიანები არიან. მათ მხარს საკუთარი ოპტიმიზმ და სიცოხლის მოყვარეობა უჭერთ. ასეთ პიროვნებებთან სიახლოვე ყოველთვის სასიამოვნოა რადგან მათი არსებობა ცხოვრებას უფრო იოლს ხდის.

8. ციფრი 8 ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებებით მოცული ციფრია. ის ტავის მფლობელს უძლიერეს შინაგან ძალას აძლევს რომელიც მას ბნელი ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ეხმარება. არც შური, არც ბოროტება და არც ღალატი მათზე გავლენას ვერ მოახდენენ.

9. ეს ციფრი ძალიან იშვიათად გვხვდება. ციფრი 9 ჩვენსა და სხვა სამყაროებს შორის არსებული კარიბჭეა. ეს ხალხი უნიკალურები არიან. მათ სიტუაციისთვის ნებისმიერი კუთხიდა შეხედვა შეუძლიათ. მათთვის სულაც არ არის რთული თავი სხვა ადამიანის ადგილას წარმოიდგინოს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

იმედი მაქვს ტესტი მოგეწონათ და თქვენი მაგიური შესაძლებლობების შესწავლაშიც დაგეხმარათ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.