Connect with us

საკითხავი

ლოცვა, რომლითაც კიდევ ერთი განვლილი დღისთვის მადლობის გადახდა შეიძლება

ძილის წინ განვლილი დღის სამადლობელოდ მარიამ ღვთისმშობლის მიმართ ვლოცულობ. ჩვენი ამოცანაა – უბრალოდ გავიღვიძოთ. ძილის წინ ლოცვა არის ჩვენი და ჩვენი ახლობლების დაცვა ნებისმიერი ბოროტებისაგან, ღვთის მოწოდება, დახმარების თხოვნა ჩვენი ცხოვრებისა და მომავლის დასაცავად.

დღეს გიზიარებთ ლოცვას, რომლითაც კიდევ ერთი განვლილი დღისთვის მადლობის გადახდა შეიძლება. სჯობს დაიზეპიროთ!

ლოცვა ძილის წინ

„ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველსა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან სამადლობელსა აღვსწერთ ღვთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩვენ, რათა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდენ სძალო უსძლოო.

უფროსად დიდებულო და მარადის ქალწულო დედაო ქრისტეს ღვთისაო, შესწირე ლოცვა ჩვენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა აცხოვნოს სულნი ჩვენნი.

ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღვთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.

სასოება ჩემდა მამა, შესავედრებელად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამეობა წმიდაო, დიდება შენდა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად–უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

განანათლენ თვალნი ჩემნი, ქრისტე ღმერთო, ნუ–უკუე დავიძინო და სიკვდიდ, ნუ სადა სთქვას მტერმან ჩემმან: მრე ვეყავ მას.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შემწე სულისა ჩემისა იქმენ, ქრისტე ღმერთო, რამეთუ შორის საფრთხესა მრავალსა ვვალ, მიხსენ მათგან და მაცხოვნე მე, ვითარცა სახიერმან და ვითარცა კაცთმოყვარემან.

აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლად დიდებულო დედაო ღვთისაო და წმიდათა ანგელოზთა უწმიდესო, დაუდუმებელად გადიდებთ გულითა და პირითა, და ღვთისმშობლად აღგიარებთ შენ, რამეთუ ჭეშმარიტებად გვიჩევ ჩვენ ღმერთი ხორცითა და მეოხ ხარ მარადის სულთა ჩვენთათვის.

კიდევ ერთი ლოცვა:

„ყოველსა ნათესავისა კაცთასა სასოებაო და სიტკბოებაო, სამკაულო, ყოველთა არსთა შექმნილთა უბრწყინვალესო ნათელო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო ქალწულო, რომელმან პირველ ჟამთა გამომხსნელი იგი ნათელი, აღსასრულსა ჟამთასა ხორცითა გვიშევ ჩვენ, და ბნელისა იგი მაოტებელი ცისკარი, მზისა მის სიმართლისა დასვლასა მზისასა, ვითარცა ელვა აღმოგვიბრწყინვე, მოგვიხსენენ ჩვენცა, რომელნი ესე მოსრულ ვათ თაყვანისცემად სიწმიდისა შენისა და წადიერად და სურვილით ვხადით სახელსა შენსა წმიდასა, წარსრული ამის დღისა მტერისა მიერნი წყლულებანი სულთა ჩვენთანი განაქარვენ, რამეთუ შენ გესავთ, მოიხილე ჩვენზედა, ტკბილითა მაგით მეოხებითა შენითა უბიწოო, წყალობის მომრთმელ გვექმენ ჩვენ ძისაგან შენისა, რათა სიბნელესა ამას წინა მდებარესა ღამისასა შენ მიერ ყოველთაგან საფრთხეთა და დაბრკოლებათა ეშმაკისათა უვნებელად თანა წარვჰდეთ, და კვალად ცისკრისა გალობისა, ურცხვენელითა და მხიარულითა პირითა აღვიმსოთ, დიდების მეტყველებად და მადლობისა შეწირვად ძისა და ღვთისა შენისა, უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესა, რომელისა არს დიდება, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მართლმადიდებლური ეკლესიის თანახმად, ყოველი განვლილი დღისთვის უფალს დილა–საღამოს მადლობა უნდა გადავუხადოთ. ლოცვა ძილის წინ დაგეხმარებათ უფლის სიყვარული იგრძნოთ და ღამის კოშმარებისა და უბედურებისგან დაცული იყოთ.