Connect with us

საკითხავი

ლოცვა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისადმი, რომელიც ბედს 40 დღეში ცვლის

უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ წმინდა ნიკოლოზის მიმართ ლოცვა არაერთხელ დაეხმარა ხალხს სერიოზული დაავადების განკურნებაში, ოჯახური ბედნიერების მოპოვებასა და ბედის უკეთესობისკენ შეცვლაში. სწორედ ამიტომ, ცხოვრებისეული სირთულის დროს შუამავლობას რწმენით და იმედით ვევედრებით.

ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი და თაყვანცემული ქრისტიანელი წმინდანია. ჩვენს კალენდარში მის მოსახსენებლად ორი დღეა გამოყოფილი: 19 დეკემბერი და 22 მაისი.

გარდა ამისა, ის ერთ–ერთი იმ სამ წმინდათაგანია (თუ უფალ იესო ქრისტეს არ ჩავთვლით), რომლის დაბადების დღეც მართლმადიდებლურ ტრადიციაშიც აღინიშნება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა (21 სექტემბერი), წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობა (7 ივლისი) და წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის შობა (11 აგვისტო).

როგორც სულგრძელი და მოწყალე ქრისტიანი, ნიკოლოზი ჯერ კიდევ სიცოცხლეში ქონებას ღარიბებს ურიგებდა და გაჭირვებულებს ეხმარებოდა. კეთილი საქმეების და უფლის მიმართ ურყევი რწმენის გამო ის განადიდეს, როგორც ღვთის დიდებული მაამებელი.

ლოცვა წმინდა ნიკოლოზის მიმართ

ხალხს სწამს, რომ წმინდა ნიკოლოზი ზეციდანაც კი ხედავს და მათ ლოცვებს ისმენს, ყველაზე სანუკვარ სურვილებს ასრულებს. უბედურები და დაუცველები მას მფარველობას სთხოვენ. ავადმყოფები და ტანჯულები სულის და სხეულის განკურნებას ეძებენ.

ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი ცნობილია, როგორც ბავშვების და გაუთხოვარი ქალების მფარველი. მის მიმართ ლოცულობენ ქალები, რომლებიც ბედის, პირადი ცხოვრების მოწყობას ვერ ახერხებენ. ის ყოველთვის ღარიბებს ეხმარებოდა. სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ ოჯახის ფინანსური კეთილდღეობა შესთხოვოთ.

ბედის შემცვლელი ლოცვა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისადმი საკმაოდ ძლიერია, რომ ყველაზე სანუკვარი სურვილები აისრულოთ და ცხოვრება კარდინალურად უკეთესობისკენ შეცვალოთ. ის ზედიზედ 40 დღე უნდა წაიკითხოთ. სწორედ ამიტომ, ლოცვას ორმოცდღიანს უწოდებენ.

სჯობს ილოცოთ ხატის წინ და სრულ მარტოობაში. ამასთან გულწრფელი უნდა იყოთ. თუ რომელიმე დღეს ლოცვის წაკითხვას გამოტოვებთ, ყველაფერი თავიდან დაიწყეთ.

ლოცვის ტექსტი

„გაქებთ შენ, საყვარელო, წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ზესთამბრძოლო საკვირველმოქმედო და უსათნოესო ქრისტესო, მრავალსასყიდლისა წყალობის მირონისა და საკვირველებათა ზღვისა სოფლისათვის მიმმადლებელო; ხოლო შენ, ვითარცა გაქვს კადნიერება წინაშე ღმრთისა, ყოველთა ჭირთაგან განგვათავისუფლე ჩვენ, რათა დაუცხრომელად გადიდებდეთ: გიხაროდენ, წმინდა მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო!

წინასწარ სცნა რა კეთილქმნულება სულისა შენისა, ნეტარო ნიკოლოზ, მქონებელი ეგე ქვეყნიურსა ბუნებისა ანგელოსებრივითა სახითა გამოგაჩინა შენ ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედმან, ხოლო ჩვენ გვასწავლა შენდამი ესე გალობა:

გიხაროდენ, დედის მუცლითვე განწმენდილო; გიხაროდენ, აღსრულებამდე კურთხეულო; გიხაროდენ, შობითა შენითა მშობელთა განმაკვირვებელო; გიხაროდენ, სულიერისა ძალისა შობითვე გამომაჩინებელო; გიხაროდენ, მტილო აღთქმულისა ქვეყნისაო; გიხაროდენ, ყვავილო ღვთაებრივისა ნერგისაო; გიხაროდენ, სათნო ვაზო ქრისტეს ვენახისაო; გიხაროდენ, საკვირველებათ–მდინარე ხეო იესოს სამოთხისაო; გიხაროდენ, ყვავილო ედემს შინა აღმომორჩებულო; გიხაროდენ, სრულო სიკეთეო; გიხაროდენ, მირონო ქრისტეს კეთილსუნნელებისაო; გიხაროდენ, ყოველთა სალმობათა განმაქარვებელო; გიხაროდენ, სიხარულისა მომნიჭებელო; გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმინდა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩვენისაო; გიხაროდენ, წმინდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო!

გიხაროდენ, დიდებულო სვეტო ღვთისმსახურებისაო; გიხაროდენ, მორწმუნეთა შესავედრებელო ქალაქო; გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა სიმტკიცეო; გიხაროდენ, ღმერთშემოსილო; გიხაროდენ, მამისა თანასწორად ძისა მქადაგებელო; გიხაროდენ, ეშმაკეულისა არიოზისა წმიდათა კრებისაგან განმდევნელო; გიხაროდენ, მამათა სასიქადულო შვენიერებაო; გიხაროდენ, ყოველთა ღვთივგანბრძნობილთა უბრძნესო; გიხაროდენ, ცეცხლოვან სიტყვათა ნაკადულო; გიხაროდენ, სამწყსოისა შენისა კეთილად დამმწყსველო; გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ საწმუნოება დაემტკიცების; გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ მწვალებლობანი დაემხობიან; გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმინდა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩვენისაო; გიხაროდენ, წმინდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო!

გიხაროდენ, ხატო ცხოვართა და მწყემსთაო; გიხაროდენ, წმიდა განმბანელო სვინიდისისაო; გიხაროდენ, სათნოებათა რჩეულო ჭურო; გიხაროდენ, განწმედილო და პატიოსანო კარავო მადლისაო; გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო და ყოველთაგან შეყვარებულო ლამპარო; გიხაროდენ, სხივოქროვანო უბიწო ნათელო; გიხაროდენ, ანგელოსთა ღირსეულო თანამზრახველო; გიხაროდენ, კაცთა კეთილო მოძღვარო; გიხაროდენ, ჭეშმარიტისა სიმშვიდისა სახეო; გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ ხორციელ ვნებათა განვეშორებით; გიხაროდენ, რამეთუ შენით სულიერის სიტკბოებით აღვივსებით; გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმინდა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩვენისაო; გიხაროდენ, წმინდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო!

გიხაროდენ, განქარვებაო მწუხარებისაო; გიხაროდენ, მოღება მადლისაო; გიხაროდენ, უეცარ ბოროტთა განმდევნელო; გიხაროდენ, სანატრელთა სახიერებათა დამნერგველო; გიხაროდენ, ჭირთა შინა მყოფთა მსწრაფლ ნუგეშინისმცემელო; გიხაროდენ, მაჭირვებელთა დამსჯელო; გიხაროდენ, ღვთივგარდმომდინარე საკვირველებათა ზღვაო; გიხაროდენ, ღვთივ–წერილო ფიცარო ქრისტეს მცნებისაო; გიხაროდენ, დაცემულთა მტკიცე აღმადგინებელო; გიხაროდენ, მართლმდგომარეთა ძლიერებაო; გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ ყოველნი სიცბილენი გაშიშვლდებიან; გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ ყოველნი სიმართლენი აღესრულებიან; გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმინდა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩვენისაო; გიხაროდენ, წმინდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო!

გიხაროდენ, დიდისა წყალობისა საუნჯეო; გიხაროდენ, კაცთა მიმართ განგების ნებისა აღმასრულებელო; გიხაროდენ, საზრდოო და სიხარულო შენდამი მოლტოლვილთაო; გიხაროდენ, დაულეველო პურო მშიერთაო; გიხაროდენ, ღვთივმიმადლებულო სიმდიდრეო გლახაკთაო; გიხაროდენ, დავრდოლმილთა მსწრაფლ–აღმადგინებელო; გიხაროდენ, გლახაკთა მსწრაფლშემსმენო; გიხაროდენ, გაჭირვებულთათვის კეთილად მზრუნველო; გიხაროდენ, სამთა ქალწულთა უბიწოდ მაქორწინებელო; გიხაროდენ, გულსმოდგინე მცველო სიწმინდისაო; გიხაროდენ, უსასო–ქმნილთა სასოებაო; გიხაროდენ, ყოვლისა სოფლის ნეტარებაო; გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმინდა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩვენისაო; გიხაროდენ, წმინდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო!

გიხაროდენ, გულმოდგინედ მომწოდებელთა შენთა შემწეო; გიხაროდენ, უსამართლოისა სიკვდილისაგან დამცველო; გიხაროდენ, ცილისწამებათაგან დამფარველო; გიხაროდენ, უსამართლო ბჭობათა დამარღვეველო; გიხაროდენ, სიცრუისა, ვითარცა დედაზარდლისა ქსელისა, დამადნობელო; გიხაროდენ, ჭეშმარიტების ამამაღლებელო; გიხაროდენ, უბრალოთა საკრველთაგან განმათავისუფლებელო; გიხაროდენ, მკვდართაცა აღმადგინებელო; გიხაროდენ, გამომაჩინებელო სიმართლისაო; გიხაროდენ, შემარცხვენელო სიცრუისაო; გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ უდანაშაულონი მახვილისგან იხსნებიან; გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ ნათელი შეიტკბობის; გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმინდა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩვენისაო; გიხაროდენ, წმინდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო!

გიხაროდენ, ღელვა–გვემულთა მშვიდო ნავთსაყუდელო; გიხაროდენ, დანთქმულთა ცნობილო მფარველო; გიხაროდენ, განსაცდელში მყოფთა მენავეთა კეთილმესაჭეო; გიხაროდენ, ზღვის ღელვათა დამაყუდებელო; გიხაროდენ, გრიგალში მოყოლილთა შემწეო; გიხაროდენ, გაყინულთა განმატფობელო; გიხაროდენ, მნათობო ქვეყნის ყოველთა კიდეთა განმანათლებელო; გიხაროდენ, ცოდვათა ჯურღმულისგან კაცთა დამხსნელო; გიხაროდენ, ჯოჯოხეთის ცეცხლსა შინა ეშმაკისა შთამხდელო; გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ კადნიერად მოვიღებთ უფსკრულსა ღვთის წყალობისასა; გიხაროდენ, რამეთუ შენის მეოხებით წარღვნის რისხვას განშორებულნი ღვთისა თანა მშვიდობასა ზიარ–ვიქმნებით; გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმინდა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩვენისაო; გიხაროდენ, წმინდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო!

გიხაროდენ, ყოველსახე კურნებათა წყაროო; გიხაროდენ, სნეულთა შეწევნაო; გიხაროდენ, ცისკარო, უსჯულოების წყვდიადში გზაშეცთომილთათვის ელვარეო; გიხაროდენ, სიცხეში შრომით დამაშვრალთათვის ცვარო ზეციურო; გიხაროდენ, მვედრებელთა კეთილწარმმართველო; გიხაროდენ, მთხოველთათვის სიუხვისა მიმნიჭებელო; გიხაროდენ, რომელი წინა უძღვი თხოვასა; გიხაროდენ, მხცოვანთა ძალის განმაახლებელო; გიხაროდენ, ჭეშმარიტი გზისგან შეცდომილთა მამხილებელო; გიხაროდენ, საღმრთოთა საიდუმლოთა სარწმუნო მსახურო; გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ დავთრგუნავთ შურსა; გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ კეთილზნეობით ცხოვრებას ვსწავლობთ; გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმინდა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩვენისაო; გიხაროდენ, წმინდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო!

გიხაროდენ, ფარო, დამცველო კეთილმსახურებისაო; გიხაროდენ, მახვილო, განმკვეთელო ბოროტმსახურებისაო; გიხაროდენ, საღმრთო ბრძანებათა მქადაგებელო; გიხაროდენ, ღვთის საძულველთა მოძღვრებათა მომსვრელო; გიხაროდენ, ღვთივდამყარებულო კიბეო, რომლისა მიერ აღვალთ ზეცად; გიხაროდენ, სიტყვითა შენითა უგუნურთა განმაბრძნობელო; გიხაროდენ, მცონარეთა და უზრუნველთა კეთილზნეობით აღმძვრელო; გიხაროდენ, ღმრთივგარდმოტევებულო საფარველო, მრავალთა დამფარველო; გიხაროდენ, ღვთის მცნებათა დაუშრეტელო ნათელო; გიხაროდენ, სხივო უფლისმიერი სამართლისაო; გიხაროდენ, რამეთუ სწავლითა შენითა შეიმუსვრიან თავნი მწვალებელთანი; გიხაროდენ, რამეთუ მორწმუნენი შენ მიერ ღირს იქმნებიან დიდებისა; გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმინდა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩვენისაო; გიხაროდენ, წმინდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო!

გიხაროდენ, სულიერთა სიგლახაკეთაგან მხსნელო; გიხაროდენ, უხრწნელისა სიმდიდრისა მბოძებელო; გიხაროდენ, სიმართლისათვის მშიერთა მოუკლებელო საზრდელო; გიხაროდენ, ცხოვნების მწყურვალთათვის დაულევნელო სასმელო; გიხაროდენ, ამბოხისა და ბრძოლისაგან დამცველო; გიხაროდენ, კრულებათა და ტყვეობათაგან განმათავისუფლებელო; გიხაროდენ, შეურვებულთა ყოვლადსაქებო შემწეო; გიხაროდენ, მტერთა დასხმისგან უძლეველო დამფარველო; გიხაროდენ, მრავალთა წარწყმედისაგან მხსნელო; გიხაროდენ, ბევრეულთა უვნებლად დამცველო; გიხაროდენ, რამეთუ ცოდვილნი უწყალოსა სიკვდილსა განერიდებიან შენ მიერ; გიხაროდენ, რამეთუ შენით მონანულნი მარადიულ ცხოვრებას დაიმკვიდრებენ; გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმინდა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩვენისაო; გიხაროდენ, წმინდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო!

გიხაროდენ, სამ–მზის ნათლისა გამობრწყინვებაო; გიხაროდენ, დაუვალისა მზისა ცისკარო; გიხაროდენ, საღმრთოისა ცეცხლითა ანთებულო სანთელო; გიხაროდენ, რამეთუ დაშრიტე უღმრთოებისა ცეცხლი ეშმაკეული; გიხაროდენ, მართლსარწმუნოების ბრწყინვალე ქადაგებაო; გიხაროდენ, სახარებისა ნათლისა კეთილსახილველო ელვარებაო; გიხაროდენ, მწვალებლობათა შემწველო ელვაო; გიხაროდენ, მაცდუნებელთა ზარდამცემო ქუხილო; გიხაროდენ, ჭეშმარიტისა სიბრძნისა მასწავლებელო; გიხაროდენ, საიდუმლოისა გონის განმცხადებელო; გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ დაითრგუნვის თაყვანის–ცემა ქმნილისა; გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ სამებისადმი, ვითარცა შემოქმედისადმი, თაყვანისცემა განემტკიცების; გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმინდა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩვენისაო; გიხაროდენ, წმინდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო!

გიხაროდენ, მეუფისა მეუფებათასა და უფლისა უფლებათასა მსახურო; გიხაროდენ, ზეციურ ძალთა თანა დამკვიდრებულო; გიხაროდენ, ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა შეწევნაო; გიხაროდენ, ნათესავისა ქრისტიანეთასა ამაღლებაო; გიხაროდენ, ძლევისა მოსახელეო; გიხაროდენ, განგებით გამორჩეულო გვირგვინოსანო; გიხაროდენ, ყოველთა სათნოებათა სარკეო; გიხაროდენ, შენდამი მოლტოლვილთა მუზარადო; გიხაროდენ, ღვთისა და ღვთისმშობლის შემდგომ ყოველთა სასოებაო; გიხაროდენ, ხორცთა ჩვენთა სიმრთელეო და სულთა ცხოვნებაო; გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ საუკუნოისა წარწყმედისგან ვიხსნებით; გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ დაუსრულებელსა ცხოვრებასა ვეზიარებით; გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმინდა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩვენისაო; გიხაროდენ, წმინდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო!

ჰოი, ყოვლადწმიდაო და ყოვლადსაკვირველო მამაო ნიკოლოზ, ყოველთა მწუხარეთა ნუგეშისმცემელო, მიითვალე შესაწირავი ესე ჩვენი და ვითარცა უფლის წინაშე კადნიერად მდგომარემან, ითხოვე განრინებაი ჩვენი ცეცხლთაგან ჯოჯოხეთისათა, რათა ჩვენ ცოდვილნიცა შენ თანა ვუგალობდეთ ღმერთსა: ალილუია.

ლოცვა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისადმი დაგეხმარებათ ზეციური ძალების მხარდაჭერის შეგრძნებასა და ნებისმიერ უბედურებასთან გამკლავებაში. ყოველდღიურად ლოცვა არ დაგავიწყდეთ და თქვენი სიტყვა შესმენილი იქნება. საჭიროა მხოლოდ გულწრფელი რწმენა და ლოცვა. უფალმა დაგიცვათ თქვენ და თქვენი ოჯახი.

Advertisement
თავის მოვლა4 hours ago

12 იაფი მაგრამ ძალიან ეფექტური საშუალება სოდის გამოსაყენებლად

ტესტები4 hours ago

აირჩიეთ საჩუქარი და წაიკითხეთ მოკლე წინასწარმტყველება ხვალისთვის

ჯანმრთელობა4 hours ago

ოჯახის აფთიაქი სახლის რაფაზე: “ფულის ხის” სამკურნალო თვისებები

ჯანმრთელობა4 hours ago

იდეალური ფეხები სახლის პირობებში! ეს ვარჯიშები ოცნებების ახდენაში დაგეხმარებათ

კულინარია4 hours ago

გამაგრილებელი ლიმონის სასმელის სწრაფი რეცეპტი

თავის მოვლა4 hours ago

აფთიაქი ფანჯრის რაფაზე: ალოეს 15 სასარგებლო თვისება ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის

თავის მოვლა4 hours ago

ამ ნატურალური ნიღბის ანტიასაკობრივი ეფექტი ყველა რეკორდს ხსნის. ამასთან ხელმისაწვდომია

ტესტები1 day ago

ტესტი სურათებით: აირჩიეთ თქვენი ცხოვრების გზა

ჰოროსკოპი1 day ago

14 აგვისტო: ბედნიერების და პოზიტივის ნათელი დრო 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის

ჯანმრთელობა1 day ago

5 საუკეთესო რეცეპტი შინაურული კბილის პასტის გასაკეთებლად. ქიმიაზე უარი თქვით

ჰოროსკოპი3 weeks ago

სუფთა აურა: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სიკეთეს ასხივებენ

ჰოროსკოპი2 weeks ago

აგვისტოში ზოდიაქოს ამ 5 ნიშანს ბედი გაუღიმებს – უიღბლო პერიოდი მთავრდება!

ჰოროსკოპი2 weeks ago

რომელი ყვავილი სჭირდება ბედნიერებისთვის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს

კულინარია2 weeks ago

სად უნდა შევინახოთ მცენარეული ზეთი: მაცივარში, მაგიდაზე თუ კარადაში

ტესტები1 week ago

არჩეული კონვერტი გეტყვით, რა ცვლილებები გელოდებათ უახლოეს მომავალში

სხვა1 week ago

როგორ გავრეცხოთ სწორად კეტები და ბოტასები სარეცხი მანქანის გამოყენებით

ტესტები1 week ago

ლარნაკი, რომელსაც აირჩევთ, აჩვენებს, თუ რა იზიდავს ხალხს თქვენში

სხვა3 weeks ago

რატომ არ უნდა გადააგდოთ სინის ძველი ღრუბელი

ტესტები1 week ago

ტესტი: აირჩიეთ მტრედი და გაიგეთ ახალი ამბავი, რომელსაც ის მომავალში მოგიტანთ

საკითხავი4 weeks ago

10 ნატურალური არომატი, რომელთაც კოღოები ვერ იტანენ

ტრენდული