Connect with us

ჯანმრთელობა

ლიმონი, წყალი, თაფლი, კოჭა: სასწაულმოქმედი კვარტეტი იმუნიტეტის გასაძლიერებლად

ნატურალური საშუალებებით იმუნიტეტის გაძლიერება ყველაზე უსაფრთხო მეთოდია, რომ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. თუ ორგანიზმს აუცილებელ ნივთიერებებს დროულად მიაწოდებთ, ორგანოებზე დატვირთვა გადანაწილდება, ხოლო დაავადებები სუსტ ადგილს ვერ იპოვიან. ნებისმიერ დროს იმუნიტეტის გამაძლიერებელი სასმელის ცოდნა ღირებულია. Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ სასმელის 3 რეცეპტს ლიმონით. თითოეული რეცეპტი თავისებურად სასარგებლოა, მაგრამ ყველას ციტრუსის არომატი აერთიანებს.

სასმელები ლიმონით იმუნიტეტის გასაზრდელად

გამაძლიერებელი სასმელი

ტონუსის გასაზრდელად დღეში 1 ჭიქა თბილი წყალი 1 ლიმონის ნაჭერთან ერთად საკმარისია. ლიმონის და ასკორბინის მჟავები (C ვიტამინი) ტონუსის ზრდას ხელს უწყობს. ვირუსთან ბრძოლის უნარი იზრდება, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. სისხლძარღვები უფრო მოქნილი ხდება, რაც ჰიპერტონიკებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა.

სასმელი ლიმონით და თაფლით ხველის წინააღმდეგ

ალბათ, ამოსოვის პასტის შესახებ გსმენიათ. ვიტამინების ნარევის უფრო მარტივი ვარიანტიც არსებობს. ერთგვარი სმუზია. 1 ლიმონი ქერქიანად დააბლენდერეთ. 150 გ თხევადი თაფლი დაუმატეთ. დილით რამდენიმე ყლუპი ნარევი ნერწყვს ათხელებს და ფილტვებიდან გამოდევნის. ბრონქიტის დროს სასარგებლოა.

ლიმონის სასმელი კოჭით

Advertisement

მატონიზირებელი საშუალება, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს, ორგანიზმიდან ზედმეტ წყალს გამოდევნის და მხნეობას ზრდის. 2 ლიმონი და 200 გ კოჭა დააბლენდერეთ. 250 გ თაფლი დაუმატეთ. მიღებული ფაფა თბილ წყალში გააზავეთ და დღეში ერთხელ, როგორც ლიმონათი დალიეთ.

ყურადღებით იყავით: რეცეპტები გამოადგება ყველას, ვისაც ციტრუსზე ალერგია არ აქვს, კუჭის მაღალი მჟავიანობა, გასტრიტი ან წყლულები არ აწუხებს. ამ შემთხვევაში იმუნიტეტის გასაზრდელად სხვა საშუალებას უნდა მიანიჭოთ უპირატესობა. სხვა შემთხვევაში, რეცეპტები უსაფრთხოა და მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ.

Advertisement