საკითხავი
ლიმონი მანქანაში: როგორ შეუძლია ციტრუსის ნაჭერს სიცოცხლის გადარჩენა
მძღოლებს საკუთარი განსაკუთრებული სამყარო აქვთ, რომელიც ხრიკებით და ცრურწმენებით სავსეა. უმეტესობა მათგანი მხოლოდ მათ იციან და საქმეში ჩაუხედავებს არ უზიარებენ. ახალბედა მძღოლებმა არ იციან, რომ გამოცდილები მანქანაში ლიმონს ინახავენ, როცა წინ ხანგრძლივი მოგზაურობა ელით. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ უნდა გააკეთოთ ასე თქვენც, როგორ შეუძლია ლიმონს სიცოცხლის გადარჩენა.
ლიმონი მანქანაში
ბევრი თვლის, რომ მანქანაში ლიმონის დანიშნულება სასიამოვნო არომატის გაფრქვევაა, მაგრამ ასე არაა. მძღოლები ლიმონს ჭამენ და აი, რატომ.
მანქანის დიდხანს მართვა დამღლელი და ერთფეროვანი პროცესია. ხშირად ხანგრძლივი მგზავრობისას რული გვერევა. გამოსაფხიზლებლად ბევრი მძღოლი დამკვრელის ხმას უწევს ან თუ გვერდით ვინმე უზის, მასთან საუბარს აბამს. უფრო ეფექტურ ხრიკს გთავაზობთ. ლიმონი დაღეჭეთ. ციტრუსი მაშინვე გამოგაფხიზლებთ და გაგამხნევებთ. დაღლილობა მაშინვე გაქრება, თვლემას შეწყვეტთ და კიდევ რამდენიმე საათით საჭის მართვას მშვიდად გააგრძელებთ. გამოდის, რომ ლიმონს ნამდვილად სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
რაც შეეხება მანქანის სუნს?
უკვე ვიცით, რომ ლიმონი არომატისთვის არ გამოიყენება. პირიქით, თუ მანქანაში ლიმონის ნაჭრებს დადებთ, კარგ სუნს მალე უსიამოვნო არომატი შეცვლის.
როგორ მოვიქცეთ? მაღაზიებში სპეციალური არომატიზატორი შეგიძლიათ შეიძინოთ. მაგალითად, წიწვის, ლიმონის ან ზღვის არომატი მანქანისთვის საუკეთესოა. ასეთი არომატიზატორების სუნი სწრაფად გადის.
თუ შესაძლებელია, სახლში გაკეთება სცადეთ. დაგჭირდებათ ქისა, ბამბა და ნებისმიერი ეთერზეთი. ბამბა პატარა ქისაში ჩადეთ და რამდენიმე წვეთი ეთერზეთი დააწვეთეთ. საკმაოდ დიდხანს გაძლებს.
თუ უსიამოვნო სუნის და ზედმეტი ტენიანობის აღმოფხვრა გსურთ, უბრალო სოდა ან ზღვის მარილი გამოიყენეთ. სოდა ნეილონის წინდაში ან ქისაში ჩაყარეთ, ღამით მანქანაში შეინახეთ. ზღვის მარილი დამატებით მანქანის სალონს სასიამოვნო არომატით გაავსებს.
საჭესთან ფრთხილად იყავით. საკუთარ და სხვის სიცოცხლეს გაუფრთხილდით!