Connect with us

თავის მოვლა

ლიმონისა და დარიჩინის კომბინაცია ახალგაზრდობის, სილამაზისა და ჯანმრთელობის საწინდარია.

დარიჩინის და ლიმონის შერევით უნიკალურ საშუალებას მიიღებთ

ლიმონი – ანტიოქსიდანტური თვისებებით გამორჩეული ციტრუსი, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე.

დარიჩინი – სამკურნალო თვისებებით გამორჩეული სანელებელი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს თითქმის ყველა ქვეყნის სამზარეულოში. დარიჩნის სასარგებლო თვისებების შესახებ ინფორმაციას უძველესი დროიდან ფლობდნენ. ცნობები მის შესახებ აიურვედაშიც კი მოიძებნება.

C ვიტამინით მდიდარი ციტრუსისა და დარიჩინის კომბინირებით ჩვენ მივიღებთ ძლიერმოქმედ საშუალებას, რომელიც არაერთ უპირატესობას ფლობს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამ ნარევს წარმატებით იყენებენ მედიცინაში, კულინარიასა და კოსმეტოლოგიაში.

დღევანდელ სტატიაში მოგითრხობთ, რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს ამ ნარევმა და როგორ გამოვიყენოთ ის.

ლიმონისა და დარიჩინის კომბინაცია

1. აკნეს სამკურნალოდ

1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი აიღეთ და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი დაუმატეთ. შედეგად მიიღებთ პასტას, რომელიც აკნეს წინააღმდეგ საბრძოლველად საკმაოდ ეფექტურია.

წაისვით ანტიბაქტერიული თვისებებით გამორჩეული ეს ნარევი სახის პრობლემურ მონაკვეთზე, დაიტოვეთ სამოქმედოდ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით ან გვირილის ნაყენით.

2. ართრიტის საწინააღმდეგოდ

მსოფლიოში მილიონობით ადამიანს ართრიტი აწუხებს. თუ სახსრების ტკივილი დიდ დისკომფორტს გიქმნით, სიტუაციის შემსუბუქება მარტივად შეგიძლიათ ამ ძლიერმოქმედი ნარევით.

1 ჭიქა წყალს 1 ჩ/კ თაფლი, 2 ჩ/კ დაფქული დარიჩინი და ლიმონის პატარა ნაჭერი დაუმატეთ. ეს სასმელი ყოველ დილით, უზმოზე მიირთვით, რათა საგრძნობლად შეიმსუბუქოთ მდგომარეობა ართრიტის დროს.

3. წონაში დასაკლებად

თუ ზედმეტი წონის მოშორება გჭირდებათ, ხელოვნური საშუალებების გამოყენების ნაცვლად, დახმარებისთვის დარიჩნისა და თაფლის ნარევს მიმართეთ. როგორც მოგეხსენებათ, ლიმონის წვენი ძლიერი ცხიმმწველი საშუალებაა, ხოლო დარიჩნი – ეფექტურად აჩქარებს მეტაბოლიზმს.

1 ჩ/კ დარიჩინი და 2 ჩ/კ ლიმონის წვენი 1 ჭიქა გრილ მწვანე ჩაის დაუმატეთ. ასეთი ჩაი დღეში 2-ჯერ მიიღეთ, დილას და საღამოს.

4. ხველის და გაციების დროს

ლიმონის წვენი შესანიშნავი ანტისეპტიკია, დარიჩინი კი ინფექციებსა და ვირუსებს შესანიშნავად ებრძვის. ერთმანეთთან კომბინირებით თქვენ მიიღებთ საშუალებას, რომელიც ეფექტურად ებრძვის ხველასა და გაციებას.

გრილ ჩაიში ჩაამატეთ 1 ჩ/კ დარიჩინი, 1 ჩ/კ ლიმონის წვენი და 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ. მიირთვით ეს სასმელი, რათა მოიშოროთ გრიპი და გაციება ან დაიცვათ თავი სეზონური დაავადებებისგან.

5. გასაახალგაზრდავებლად

ყოველთვის რომ მიმზიდველი იყოთ, ბევრი ფულის დახარჯვა საჭირო სულაც არაა. ასაკობრივი ბატის თათებისა და წვრილი ნაოჭების მოშორებაში ლიმონის და დარიჩინის ნარევი დაგეხმარებათ!

1 ჩ/კ ქაცვის ზეთი, 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი ერთმანეთში შეურიეთ. მსუბუქი მასაჟური მოძრაობით შეიზილეთ სახეზე. ნიღაბი 5 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ბალახების ნაყენით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღაბი კვირაში 2-ჯერ გაიკეთეთ. გახსოვდეთ, ლამაზი კანის გარანტია – ჯანსაღი ძილია!

თუ ეს სტატია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, ამ ბუნებრივი კომპონენტების სასწაული თვისებების შესახებ მეგობრებს უამბეთ. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!