ჯანმრთელობა
ლეგენდარული პროფესორის, კაცუძო ნიშის 6 ოქროს ვარჯიში. იაპონელი მკურნალის მეთოდიკა აუცილებლად წამოგაყენებთ ფეხზე
“სხეულის სწორი მდგომარეობა ჯანმრთელობის წინაპირობაა” – ამტკიცებდა ცნობილი იაპონელი მკურნალი, კაცუძო ნიში. მას სწამდა, რომ ადამიანს თავად შეუძლია საკუთარი თავის განკურნება, თუ ეცოდინება ჯანმრთელობის რამდენიმე მარტივი ხრიკი. პირადი გამოცდილებით, კაცუძომ შეიმუშავა 6 წესი, რომლებიც ისტორიაში შევიდა “ჯანმრთელობის ოქროს წესების” სახელით.
ნიშის გამაჯანსაღებელი სისტემა პოპულარობით სარგებლობს თავისი სიმარტივისა და ღრმა აღმოსავლური სიბრძნის წყალობით. გირჩევთ, თქვენც გამოსცადოთ ეს წესები საკუთარ თავზე.
კაცუძო ნიშის ოქროს წესები
1. მყარი საწოლი
რბილი საწოლის მოყვარულებისთვის ცუდი ამბავია, თუმცა, ხერხემლისთვის აუცილებელია მყარი ზედაპირი. თვითონ მკურნალი ამტკიცებს: “იდეალური ძილის პოზის ჩვევის გამოსამუშავებლად, არ არსებობს იმაზე უკეთესი საშუალება, ვიდრე ხერხემალზე გაჩენილი დარღვევების გამოსწორება მყარ და სწორ საწოლზე დაძინებით. თუ რბილი საწოლის მოყვარული ნერვებს ატროფირებისა და პარალიზების საშუალებას მისცემს, დაავადებები მას დაუპატიჟებლად ეწვევიან.”
2. მყარი ბალიში ან მუთაქა
არც რბილი საწოლი, არც რბილი ბალიში.. ნამდვილი გამოცდაა! რეალურად, ამაში რთული არაფერია – ჯანმრთელობისთვის რას არ გააკეთებ. საქმე ისაა, რომ მყარ ბალიშზე ძილით ჩვენი კისრის მალები თავიანთ ბუნებრივ სამყოფელს უბრუნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მოიხრება, რაც კისრისა და ზურგის ტკივილებს გამოიწვევს. იაპონელები ამბობენ, რომ კისრის გამრუდება ხანმოკლე სიცოცხლის ნიშანია.
3. სავარჯიშო “ოქროს თევზი”
ეს სავარჯიშო ასწორებს გამრუდებულ ხერხემალს, რითიც ხელს უშლის ნერვების გადატვირთვას. ამასთან, იგი არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე და მთლიანად ასტაბილიზებს ორგანიზმის ძირითადი სისტემების მუშაობას.
4. სავარჯიშო კაპილარებისთვის
კაპილარების გავარჯიშებაც საჭიროა! ნიშის ჯანმრთელობის სისტემაში არსებობს სპეციალური ვიბრაციული ტანვარჯიში კიდურებისთვის. ნახეთ, როგორ უნდა გააუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა ორგანიზმში:
5. სავარჯიშო ხელის გულებით
მიმართულებას აძლევს კუნთების, სისხლძარღვების, მუცლის, მენჯისა და თეძოების ნერვების ფუნქციონირებას. სავარჯიშო რეკომენდებულია მომავალი დედებისთვის, ვინაიდან იგი ხელს უწყობს ნაყოფის ნორმალურ განვითარებას საშვილოსნოში.
6. სავარჯიშო მუცლისა და ზურგისთვის
სავარჯიშოს ფუნქციაა მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღდგენა ორგანიზმში. ასევე, მისი შესრულება დადებითად მოქმედებს გონებრივ ენერგიაზე.
როგორც ხედავთ, ამ სისტემაში რთული არაფერია! მიჰყევით კაცუძო ნიშის რეკომენდაციებს და რეგულარულად შეასრულეთ სავარჯიშოები – მალე ხერხემლის მდგომარეობა გაუმჯობესდება და ზურგის პრობლემებსაც დაივიწყებთ.