Connect with us

თავის მოვლა

ლავანდის ზეთი. იდეალური საშუალება ნაოჭების შესამცირებლად 

თითქმის ყველა ქალს აინტერესებს, როგორ მოიშოროს ნაოჭები. ნაკეცების თემაზე ბევრი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ასაკში ფიქრობს. ძალიან ხშირად, 35 წლამდე სახეზე ნაოჭების გაჩენის მიზეზია სტრესი, წონის სწრაფად კლება, არასწორი კვება.

ასაკის მატებისას ნაოჭების გაჩენას გენეტიკა ხელს უწყობს. ქალები ნაოჭებთან ბრძოლას ძვირადღირებული კრემებით, შრატებით და ლოსიონებით ცდილობენ. იმედოვნებენ, რომ მალე სასწაულ ეფექტს დაინახავენ. თუმცა ასე არ ხდება. Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ლავანდის ზეთს მიმიკური ნაოჭების შესამცირებლად. გასწავლით, როგორ გამოიყენოთ ლავანდის ზეთი საუკეთესო შედეგის მისაღებად.

ნაოჭების მოშორება ლავანდის ზეთით

როგორც ამბობენ, ყველაფერ კარგს დრო სჭირდება. სწორედ ამიტომ, მოლოდინი, რომ ნაოჭები 1 კვირაში გაქრება, არ გქონდეთ. ნაოჭსაწინააღმდეგო კრემებზე, რომლებიც თქვენს ბიუჯეტს ურტყამს, ფინანსები არ დახარჯოთ. მის ნაცვლად სცადეთ ბიუჯეტური საშუალება, კერძოდ ლავანდა.

ლავანდის ზეთი სახის კუნთებს ამშვიდებს. თუ 6 თვე რეგულარულად გამოიყენებთ, ბოტოქსის ან ლიფტინგის მსგავს ეფექტს მიიღებთ. ზეთი შეგიძლიათ წაისვათ სახეზე, დაიმუშავოთ ყელის, ნიკაპის ქვეშ, გულმკერდის, მხრების და კეფის ზონა.

ლავანდა სკალპზეც დადებითად მოქმედებს. თუ აპონევროზი (მკვრივი მყესოვანი ფირფიტა) სპაზმურია, დროთა განმავლობაში სახეც დაიჭმუჭნება. ასეთი წარმონაქმნები თმის რაოდენობასა და ხარისხზეც მოქმედებს.

ანტიასაკობრივი საშუალება ლავანდის ზეთით

Advertisement

ლავანდის ზეთი აფთიაქში შეიძინეთ ან სახლში მოამზადეთ. თუ სახლში მომზადებას გადაწყვეტთ, ლავანდის გამხმარ ყვავილებს შემთბარი ნუშის ზეთი დაასხით. ყვავილები სამ თითზე უნდა დაიფაროს. ხსნარი 4 კვირა თბილ ადგილას გააჩერეთ. დროდადრო ნარევს აურიეთ. ამ დროში ყვავილები შესამჩნევად გასივდება. ნუშის ზეთი დაუმატეთ. მზა ნარევი გადაწურეთ და თქვენს სახის კრემს, შრატს ან ნიღაბს დაუმატეთ.

მზა ლავანდის ეთერზეთი ცოტათი ძვირია, მაგრამ ადვილად იშოვით. ყირიმული ეთერზეთი ხელმისაწვდომია. ფრანგულთან ან ბულგარულთან შედარებით ტკბილი სუნი არ აქვს, ამიტომ თავის მოვლის საშუალებების დასამზადებლად იდეალურია. ლავანდის ეთერზეთის კონცენტრაცია ზეთიან ნარევში: 5-7 წვეთი 10 მლ მცენარეულ ზეთზე. სუფთა ლავანდის ზეთიც გამოგადგებათ. დაჭიმულ ადგილებში თითებით შეიზილეთ.

რა უნდა იცოდეთ ლავანდის ზეთზე?

ალერგიაზე ტესტი აუცილებლად ჩაიტარეთ, სანამ ლავანდის ზეთს გამოიყენებთ. ლავანდა უსაფრთხო მცენარეა, მაგრამ შეიძლება ინდივიდუალური აუტანლობა გქონდეთ.

  • თუ თავის სპაზმის მოხსნა გსურთ, ლავანდის ზეთი თითებით წაისვით და სკალპი გაწელვითი და დამწოლი მოძრაობებით დაიმასაჟეთ. უსიამოვნო შეგრძნებაზე შეჩერდით და ეს ადგილი ტკივილის შემცირებამდე დაიმასაჟეთ.
  • ამ ზეთით მხრები და კეფა დაიმასაჟეთ. ხერხემალს, ტრაქეას და ფარისებრ ჯირკვლებს არ შეეხოთ.
  • გვერდითი საღეჭი რეზინებიც დაიმასაჟეთ. ლავანდა მათ მოადუნებს. ეს ადგილი სახეზე კანის ჩამოწელვაზე, ზოგჯერ კბილის პრობლემებსაც პასუხს აგებს.
  • დეკოლტეს ზონაზეც გამოგადგებათ.
  • ლავანდა არა მხოლოდ კანს აახალგაზრდავებს, არამედ ორგანიზმს ამშვიდებს. ყველაფერი ინდივიდუალურია, ზოგს ძილს გვრის, ზოგს აფხიზლებს.

ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენებისას კანის და ორგანიზმის რეაქციას დააკვირდით. ყველას განსხვავებული კანის საფარი გვაქვს და ყველასთვის შესაფერისი მზა კოსმეტიკური საშუალება არ არსებობს.

Advertisement