Connect with us

ჯანმრთელობა

კუჭის წყლული: 8 ნაადრევი სიმპტომი, რომლის დროსაც ექიმს უნდა მიმართოთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ზრდასრული ადამიანების 15%–ს წყლულოვანი დაავადება აწუხებს. გასტრიტი, გაზრდილი მჟავიანობა – ამ გავრცელებულმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ჯერ მცირე ეროზია, შემდეგ კი კუჭის სერიოზული დაზიანება. კუჭის წყლულის ნაადრევი ნიშნები შეიძლება მარტივად გამოგრჩეთ, მაგრამ ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მნიშვნელოვანია ექიმს დროულად მიმართოთ, რომ დაავადება უფრო სერიოზულ მდგომარეობაში არ გადავიდეს. დროული მიმართვა და დიაგნოსტიკა დაგეხმარებათ სწორი დიეტა და მკურნალობის სქემა შეინარჩუნოთ, რაც დაავადებას განვითარების საშუალებას არ მისცემს. დაიმახსოვრეთ კუჭის წყლულის სიმპტომები და ექიმს რაც შეიძლება დროულად მიმართეთ, თუ ამ ნიშნებს თქვენში ან ახლობლებში შეამჩნევთ.

ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში

მუცლის არეში ტკივილის ატანა არ შეიძლება, მით უმეტეს ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით ტკივილის „შემსუბუქება“. ხშირად სხეულის ამ ნაწილში ტკივილი სერიოზული დაავადების ნიშანია, რომელიც დროულად რეაგირებას მოითხოვს. თუ მწვავე ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში იგრძნობა, სავარაუდოდ, ეს წყლულის შეტევაა. თუ ტკივილი მწვავე არაა და ჭამამდე ჩნდება, შეიძლება ეს წყლულოვანი დაავადების განვითარების ნიშანი იყოს – არ უგულებელყოთ, ექიმს დროულად მიმართეთ.

გულისრევა

კიდევ ერთი სიმპტომი, რომ კუჭში ყველაფერი რიგზე არაა – დრო და დრო გულისრევის შეგრძნება. თუ გულისრევა ჭამიდან მალევე ქრება, წყლულის განვითარების ალბათობა ძალიან მაღალია.

აუხსნელი ღებინება

გულისრევა და ღებინება, რომელიც მოწამვლას ან სხვა დაავადებას არ უკავშირდება, განსაკუთრებით სახიფათო სიმპტომია. თუ ღებინებისას სისხლი შენიშნეთ, ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ.

სისხლი განავალში

განავალი სისხლით ან შავი განავალი – კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც წყლულოვანი დაავადების განვითარებაზე გაფრთხილებთ. რა თქმა უნდა, სისხლი განავალში შეიძლება ბუასილის, ანალური ნახეთქის ან კუჭის სიმსივნის ნიშანი იყოს. თუ მას მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი და გულისრევის შეგრძნება ახლავს, სავარაუდოდ, საქმე წყლულს ეხება.

გულძმარვა

გულძმარვა, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე ჩნდება – ექიმთან მისვლის საბაბია. ის შეიძლება სერიოზულ დაავადებას (მათ შორის გულის შეტევას) ახლდეს და წყლული ერთ–ერთი მათგანია.

მუცლის შებერილობა

მუცლის შებერილობა სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული, მაგრამ თუ მას გულისრევა და ტკივილი ახლავს, სჯობს გასტროენტეროლოგს მიმართოთ და შეამოწმოთ, წყლულოვანი დაავადება ხომ არ ვითარდება.

წონის კლება

ეს წყლულოვანი დაავადების ყველაზე გავრცელებული სიმპტომი არაა, მაგრამ ზოგიერთი პაციენტი წონის კლებას აღნიშნავს. საკვების მიღებასთან დაკავშირებული დისკომფორტის გამო ბევრი ჭამაზე უარს ამბობს ან მადის დაქვეითებას გრძნობენ, რის გამოც წონაში იკლებენ. ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი არამოტივირებული გახდომა სერიოზული სიმპტომია და ექიმს დროულად უნდა მიმართოთ.

ტკივილი ზურგში

დიახ, კუჭი და ნაწლავები მუცლის ღრუში მდებარეობს, მაგრამ ტკივილი შეიძლება ზურგში გადაეცეს. ეს დიაგნოზის დასმას ართულებს, მაგრამ თუ ზურგში ტკივილს სხვა ზემოთ მოცემული სიმპტომიც ახლავს, ექიმს მიმართეთ.

Advertisement
ჯანმრთელობა1 hour ago

თუთიის გავლენა ორგანიზმზე: 9 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შემთხვევა

ჰოროსკოპი1 hour ago

რომელ ზოდიაქოს ნიშანს მოუწევს ოცნებებთან შესახვედრად ტანკივით გზის გაკაფვა

საკითხავი1 hour ago

რით ჩავანაცვლოთ თეთრეულის კონდიციონერი, თუ სახლში მარილი გვაქვს

საკითხავი1 hour ago

როგორ შევაგროვოთ ნაკურთხი წყალი სწორად, რომ მთელი წელი დაცული ვიყოთ

ყვავილები1 day ago

აივნის სასწაული: ოთახის პომიდორი, რომელიც კარგ მოსავალს მოგცემთ

საკითხავი1 day ago

ანგელოზი კატები: 5 რეალური შემთხვევა, როცა კატებმა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინეს

ჰოროსკოპი1 day ago

მე, ჩემი: ვინ არის ყველაზე ეგოისტი ზოდიაქოს ნიშანი

ჯანმრთელობა1 day ago

შაქარი, ცხიმი თუ ნახშირწყლები: რის გამო სუქდებიან სხვადასხვა სხეულის ფორმის ტიპები

სახლი და დიზაინი2 days ago

ღობე მეზობლებს შორის: რატომ არ არსებობს ევროპაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს

ჰოროსკოპი2 days ago

რატომ თხოვდებიან ზოდიაქოს ნიშნები?

ჰოროსკოპი4 weeks ago

2021 წლის ზუსტი ჰოროსკოპი: მორიელო, ოცნებები აისრულეთ, თევზებო, ბედს მიენდეთ

ჰოროსკოპი3 weeks ago

2021 წლის ასტროპროგნოზი: რას უნდა ელოდოს თითოეული ზოდიაქოს ნიშანი

ჰოროსკოპი2 weeks ago

რომელ ქალს ელოდება კორიდა პირად ცხოვრებაში 2021 წელს

ტესტები2 weeks ago

სწრაფი ტესტი: გაიგეთ, რით გაგახარებთ ბედი

ჰოროსკოპი3 days ago

რას მოგიტანთ თეთრი ხარი: 2021 წლის დიდი აღმოსავლური ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი4 weeks ago

2021 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ტესტები2 weeks ago

აირჩიეთ კრისტალი და გეტყვით, ცხოვრების რომელ ეტაპზე იმყოფებით ახლა

ჰოროსკოპი2 weeks ago

საიდუმლოებების ჰოროსკოპი: რას მალავენ ზოდიაქოს ნიშნები

ჯანმრთელობა4 days ago

რა გვჭირდება, რომ გულმა ნებისმიერ ასაკში უპრობლემოდ იმუშაოს

ჰოროსკოპი6 days ago

ყველაზე გულწრფელი აღმოსავლური ჰოროსკოპი

ტრენდული