Connect with us

ჰოროსკოპი

კუროს ხასიათი. რატომ არ უყვართ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები

ზოდიაქოს თითოეული ნიშანი სამყაროს განსხვავებულად აღიქვამს და ამაზე მისი მფარველი ვარსკვლავი დიდ გავლენას ახდენს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორი ხასიათი აქვს კუროს და რატომ არ უყვართ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები. მისი გულის მოგება საკმაოდ რთული ამოცანაა.

კუროს ხასიათი

კურო სიჯიუტით და სიმკაცრით გამოირჩევა. გაგიჭირდებათ აზრი შეაცვლევინოთ. ამისთვის ბევრი არგუმენტი და მოთმინება უნდა მოიმარაგოთ. უკომპრომისობა კუროზე ხშირად უარყოფითად მოქმედებს.

დასახულ მიზანზე უარს არასდროს ამბობს. აუცილებლად აღწევს იმას, რაც სურს. სიყვარულში პარტნიორის გულის მოგებას ცდილობს, სანამ ის მკლავებში არ ჩაუვარდება.

კუროს სიჯიუტე უფრო თავდაცვითი რეაქციაა. არ უყვარს, როცა ვინმეს ტვირთად აწვება. საკუთარ პრინციპებს ყოველთვის იცავს.

სტაბილურობით გამოირჩევა. ძლიერ და ტრადიციულ ოჯახს ქმნის. კურო კლდესავითაა, რომელსაც ნებისმიერი ქარიშხლის და კატაკლიზმის გაძლება შეუძლია.

კურო მესაკუთრეა. რაც მას ეკუთვნის, მისია. მეორე ნახევარს არასდროს ღალატობს. თავის არჩევანში ეჭვი არასდროს ეპარება. სიცოცხლის ბოლომდე საყვარელი ადამიანის ერთგულია.

თავის გულს და სულს ჩუქნის მას, ვისაც ამის ღირსად მიიჩნევს. მეორე ნახევარს შეუძლია მისი იმედი ჰქონდეს და ზუსტად იცოდეს, რომ კურო ნებისმიერ სიტუაციაში მხარს დაუჭერს და დაიცავს.

რით განსხვავდება კურო ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან

კურო საკმაოდ ნელია. ამასთან შრომისმოყვარეა. გეგმას ზუსტად ადგენს და მას ზედმიწევნით ასრულებს. ზოგჯერ მეტ დროს არა მიზნის მიღწევაზე, არამედ მომზადებაზე ხარჯავს, თუმცა ამაზე დიდად არ ღელავს.

გარედან ისე ჩანს, თითქოს კურო სიყვარულისთვის არაფერს აკეთებს. ასე არაა. თავის მოვალეობებს მეთოდურად და ზედმიწევნით ასრულებს. მიზნისკენ მშვიდად და შეუფერხებლად მიიწევს.

სიხარბე და აკვიატება კუროს თვისებებია. ფულზე გიჟდება და მასთან განშორება უჭირს. თუ რაღაც ძვირადღირებულის ყიდვას აპირებს, წვრილმანებზე ფულს აღარ ხარჯავს. პატარა საჩუქრებს ფულის უაზრო ფლანგვად მიიჩნევს. მეორე ნახევარს კუროს ფულისადმი ასეთი დამოკიდებულება არ მოსწონს. თუმცა კუროს ხომ ოჯახში ძვირადღირებული და ხარისხიანი ნივთები მოაქვს.

და ბოლოს, კუროს საშინელი ხასიათი აქვს. გაბრაზებულ კუროს ვერავინ აჩერებს. საბედნიეროდ, ასეთ მდგომარეობაში იშვიათად არის. წვრილმანებზე არ ფეთქდება, მაგრამ წყენას დიდხანს აგროვებს. თუ კუროს მოთმინების ფიალა აივსო, სჯობს დაემალოთ. ოჯახის წევრები ცდილობენ, რომ შფოთვის საფუძველი არ მისცენ.

სხვა მხრივ, კარგი მეოჯახე და მშობელია. ოჯახს იცავს და ერთგულია.

Advertisement
Advertisement