Connect with us

კულინარია

კრემი, როგორც აბრეშუმი. შოკოლადის თაფლიანი ტორტი „სპარტაკი“ სუფრიდან წამებში ქრება

შოკოლადის თაფლიანი ტორტი „სპარტაკი“ თავისი გემოთი ყველაზე პრეტენზიულ გურმანსაც კი აღფრთოვანებაში მოიყვანს. კენკრის სეზონზე გირჩევთ, რომ მის ინგრედიენტებს ხელმისაწვდომი ჟოლო დაუმატოთ.

წვნიანი კენკრა თაფლიან ბისკვიტს და მოხარშულ კრემს შესანიშნავად ერწყმის. კლასიკურ დესერტს ცოტა მჟავე გემო და ზაფხულის განუმეორებელი არომატი დაუმატეთ.

ტორტი „სპარტაკი“

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 500 გრ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 180 გრ ყავისფერი შაქარი
  • 100 გრ კარაქი
  • 3 ს/კ კაკაო
  • 3 ს/კ თხევადი თაფლი
  • 1,5 ჩ/კ საკვები სოდა
  • 150 გრ ნიგოზი
  • 500 გრ ჟოლო
  • 90 გრ მწარე შოკოლადი

კრემის ინგრედიენტები:

  • 600 მლ რძე
  • 380 გრ შესქელებული რძე
  • 50 გრ სიმინდის სახამებელი
  • 1,5 გრ ვანილი
  • 250 გრ კარაქი

მომზადება:

1. თაფლი, შაქარი და კარაქი თასში აურიეთ. ნარევი ცეცხლზე გაადნეთ.

2. კვერცხი და სოდა დაუმატეთ. აურიეთ. ნარევი წყლის ორთქლზე 7 წუთით ხარშეთ.

3. წყლის ორთქლიდან გადმოდგით, გაცრილი ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი დაუმატეთ.

4. ცომი მოზილეთ, საკვები ცელოფანი დააფარეთ და 1 საათით მაცივარში შეინახეთ.

5. ცომი 8 ნაწილად გაყავით.

6. თითოეული თხლად გააბრტყელეთ.

7. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. 20 სმ დიამეტრის წრე გამოჭერით.

8. ბისკვიტის ფენები 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 6 წუთით აცხვეთ.

9. ნიგოზი ღუმელში გამოაშრეთ, შემდეგ დანით დაჭერით.

10. კრემისთვის 500 მლ რძე შესქელებულ რძეს ქვაბში აურიეთ, ცეცხლზე დადგით და სიროფი მოხარშეთ.

11. მეორე ჭურჭელში დარჩენილი რძე სახამებელს და ვანილს აურიეთ.

12. ორივე სითხე ერთმანეთს აურიეთ.

13. ქვაბი ცეცხლზე დადგით და კრემი გაასქელეთ. მორევა არ შეწყვიტოთ.

14. მოხარშული კრემი ცეცხლიდან გადმოდგით და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ.

15. როცა მოხარშული კრემი გაგრილდება, თბილ კარაქი აფუებულ მოცულობამდე ათქვიფეთ. კრემი და კარაქი ერთი ტემპერატურის უნდა იყოს.

16. კარაქი და მოხარშული კრემი შეაერთეთ და მიქსერით ათქვიფეთ.

17. ბისკვიტის თითოეულ ფენას კრემი წაუსვით, კენკრა და ნიგოზი მოაყარეთ.

18. შოკოლადი 2 ს/კ მცენარეულ ზეთში გაადნეთ, ოდნავ გააგრილეთ და ბისკვიტის ზედა ფენას ზემოდან მოასხით.

19. ტორტის გვერდებს კრემი წაუსვით და ნიგოზი უხვად მოაყარეთ. ზემოდან კენკრით გააფორმეთ.

20. ტორტს გასაჟღენთად დრო მიეცით.

21. თაფლიანი ტორტი „სპარტაკი“ მზადაა. გემრიელად მიირთვით!

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.