Connect with us

ჯანმრთელობა

კოჭა – ყავის ალტერნატივა! როგორ მოვამზადოთ, სად შევინახოთ და როგორ გავწმინდოთ სწრაფად

იაპონიაში კოჭის ფესვს ნებისმიერ მაცივარში იპოვით. მას თითქმის ყველა რეცეპტს უმატებენ: წვნიანებს, სმუზებს, სალათებს, შემწვარ ხორცს და თევზს, გუფთებს. მას ამწნილებენ, ახმობენ და ხარშავენ. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ აფასებენ იაპონელები კოჭის თვისებებს და რატომ უნდა აიღოთ მაგალითი მათგან.

კოჭის ჩაი ყავას ჩაანაცვლებს!

შესაძლოა, იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისაც ყავის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია! თქვენ იცით, რომ რამდენიმე ფინჯანი ყავის გარეშე გაღვიძებას და სამსახურში ჩართვას ვერ შეძლებთ! ზოგჯერ კიდევ ერთი ფინჯანი გჭირდებათ – სადილობის შემდეგ, ერთიც საღამოსკენაც გასამხნევებლად. ასევე იცით, რომ კოფეინის ჭარბად მოხმარება სახის ფერს აუარესებს. ტკბილი ყავა რძით კანის მდგომარეობაზე დადებით გავლენას არ ახდენს. ზოგიერთს ყავის დალევის შემდეგ გაღიზიანება, გულისრევა და კანკალი აღენიშნება.

თუ ენერგიის მომატება გსურთ, ყავა კოჭის ჩაით ჩაანაცვლეთ. კოჭა მატონიზირებელი ეფექტის გარდა უამრავ სასარგებლო თვისებას ფლობს. მაგალითად, გამოადგება მათ, ვისაც წონაში დაკლება სურს. ის ხომ ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. ასევე კოჭა სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და საჭმლის მომნელებელ სისტემას მხარს უჭერს. მთავარია, ბოროტად არ გამოიყენოთ, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ისინი, ვისაც ანამნეზში გასტრიტი ჰქონდათ.

როდის დაგეხმარებათ კოჭის ჩაი:

  • სტრესის და ძლიერი დაღლილობის დროს;
  • თუ ფეხები და ხელები გეყინებათ;
  • თუ ტრანსპორტში გული გერევათ;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების დროს;

კოჭა ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ზღვის დაავადების საწინააღმდეგოდ.

როგორ გამოვიყენოთ კოჭის ჩაი სწორად

თქვენ დაგჭირდებათ წყალი და ახალი კოჭის ფესვი.

  • კოჭა გათალეთ ან გახეხეთ. საკმარისია დაახლოებით 4 სმ ფესვი, პროპორცია დიდად მნიშვნელოვანი არაა.
  • კოჭას წყალი დაასხით და საშუალო ცეცხლზე 10-15 წუთით ხარშეთ. თუ გახეხილ კოჭას იყენებთ, გაწურეთ.
  • მზა ჩაი მაცივარში დაახლოებით 1 კვირა შეგიძლიათ შეინახოთ. თუ სასმელი ზედმეტად კონცენტრირებულია, ცხელ წყალში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააზავოთ.

თუ კოჭის ჩაის ჭამის შემდეგ დალევთ, მუცლის შებერილობას თავიდან აიცილებთ და საჭმლის მონელებას ხელს შეუწყობთ.

მზა კოჭის სასმელს ლიმონი, დარიჩინი, თაფლი ან შავი წიწაკა დაუმატეთ.

სად შევინახოთ კოჭის ფესვი და როგორ გავასუფთავოთ სწრაფად

ახლა ახალ კოჭას თითქმის ნებისმიერ სუპერმარკეტში იპოვით. შეგიძლიათ რამდენიმე თვე მაცივარში შეინახოთ. ამისთვის ქაღალდის პირსახოცში გაახვიეთ და ვაკუუმ პლასტმასის პაკეტში მოათავსეთ.

კოჭა შეგიძლიათ ჩვეული მეთოდით გათალოთ დანით ან ბოსტნეულის სათლელით. ბევრი გირჩევთ, რომ ქერქი კოვზით ან სერვისის დანით გახეხოთ.

ჩვენ უკვე ცნობილ ვარიანტებზე არ შევჩერდით და უფრო საინტერესო მეთოდი ვიპოვეთ! კოჭა შეგიძლიათ ჭურჭლის სახეხი ღრუბლით გახეხოთ.

Advertisement
ყვავილები4 hours ago

რას ეზიდება აქტიური მეზობელი აგარაკზე. ნივთებს ყველგან აგროვებს

ტესტები5 hours ago

აირჩიეთ გული და გეტყვით, რა გელით ურთიერთობაში

ჰოროსკოპი5 hours ago

არა მხოლოდ მორიელი: 7 ზოდიაქოს ნიშანი წარმოუდგენელი ინტუიციით

ყვავილები5 hours ago

მოცხარი, ჟოლო და ხურტკმელი: რით დავამუშავოთ ბაღი და დავიცვათ ბუჩქები

საკითხავი5 hours ago

როგორ გავწმინდოთ მინები და სარკეები იოდით: ადგილობრივი განდეგილის რჩევები

ჯანმრთელობა1 day ago

რა უნდა ვაკეთოთ 40 წლის ასაკში იმისთვის, რომ 70 წლის ასაკში არ ვინანოთ?

ყვავილები1 day ago

როდის დავრგოთ ხახვი გაზაფხულზე, რომ უხვი მოსავალი მივიღოთ

ყვავილები1 day ago

როგორ აწესრიგებს ჩემს ნაკვეთს პედანტი მეზობელი აგარაკზე

თავის მოვლა1 day ago

კაკაო ბოტოქსის ნაცვლად: პრობლემურ ზონებში ნაოჭებს ასწორებს

ტესტები1 day ago

აირჩიეთ მშვიდობის მტრედი და მიიღეთ შეტყობინება ზეციდან

ჯანმრთელობა2 weeks ago

ეს გოგო 12 დღე მხოლოდ ბანანს ჭამდა. ის, რაც მოხდა, გამაოგნებელია

საკითხავი3 days ago

რატომ უნდა შეუბეროთ მარილს სული ფანჯარასთან 4–დან 11 აპრილამდე

ჰოროსკოპი3 weeks ago

ფრთხილად, მყიფე ტვირთი: ვინ არის ყველაზე წყენია ზოდიაქოს ნიშანი

ყვავილები4 weeks ago

რატომ უნდა ჰქონდეს მჟაველა ყველას სახლში

ჰოროსკოპი1 week ago

ვინ არის ყველაზე ბედნიერი ზოდიაქოს ნიშანი

ყვავილები3 weeks ago

რატომ უნდა ჩავარჭოთ ლურსმანი ოთახის მცენარის ქოთანში

საკითხავი5 days ago

რატომ და როგორ მოვიაროთ სახლი სანთლით სწორად-ძველი მართლმადიდებლური წესი

ჰოროსკოპი3 weeks ago

რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელოდება აპრილში თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედარი

საკითხავი1 week ago

რისი გაკეთება არ შეიძლება ტაძარში, რომ ღვთის წყალობა არ დაკარგოთ

ყვავილები4 weeks ago

10 წვეთი ამ თვის ბოლოს და შემდეგ თვეში მცენარეები მეგობრულად აყვავილდებიან