Connect with us

საკითხავი

კორეული მეთოდი, როგორ გაწმინდოთ ზედაპირები და სახლს სასიამოვნო არომატი შემატოთ

სახლში სისუფთავის და წესრიგის შესანარჩუნებლად სველი წმენდა აუცილებელია. კვირაში ერთხელ მაინც ზედაპირს მტვერი უნდა მოაშოროთ და იატაკი მოწმინდოთ. შინაური ცხოველის და ბავშვების ყოლის შემთხვევაში სახლი უფრო ხშირად უნდა დაალაგოთ. ზოგჯერ რეგულარული წმენდაც უსიამოვნო სუნს ვერ აქრობს. Alltime.ge–ს რედაქცია ბინის გასაახლებლად კორეულ მეთოდს გიზიარებთ.

რა ახდენს ბინაში სუნზე გავლენას? რამდენიმე მიზეზი არსებობს. მაგალითად, გამწოვის არასწორად მუშაობა, ნაგვის იშვიათად გატანა, ძველი ავეჯი, ხალიჩა, ფარდა, ბალიშა და საბანი. კორეული სწრაფი და საიმედო მეთოდით სახლს უსიამოვნო სუნს მოაშორებთ.

კორეელების გამოცდილება: ბინის განახლება

დაგჭირდებათ:

  • წყალი
  • პულვერიზატორი
  • თმის კონდიციონერი ან ბალზამი

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. წყალი პულვერიზატორში ჩაასხით და ცოტა თმის ბალზამი ან კონდიციონერი დაუმატეთ.
  2. ბოთლს თავსახური დაახურეთ და კარგად შეანჟღრიეთ, რომ წყალი და ბალზამი კარგად შეერიოს.
  3. სანამ ნარევს გამოიყენებთ, ზედაპირები ჩვეული მეთოდით გადაწმინდეთ.
  4. ნარევი პულვერიზატორიდან ზედაპირებს შეასხურეთ და თანაბრად გადაანაწილეთ. ჩვარი ან სალფეთქი გამოიყენეთ.

ამ მარტივი მეთოდით ბინას სასიამოვნო არომატს შემატებთ და სახლი დიდხანს დალაგებული დარჩება. თმის კონდიციონერი მტვერს ზედაპირზე დალექვის საშუალებას არ აძლევს. გირჩევთ კარგი სუნის მქონე თმის კონდიციონერი გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არაა, რამდენად ეფექტურად აღადგენს თმას. რომელ მეთოდებს იყენებთ ბინაში ჰაერის გასაწმენდად და დასალაგებლად?

Advertisement