Connect with us

ჯანმრთელობა

კომაროვსკის რჩევები, როგორ ვიკვებოთ ხანდაზმულ ასაკში ძალის და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

ხანდაზმულ ასაკში ჯანმრთელობა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, როგორ უვლიდა ადამიანი საკუთარ თავს მთელი ცხოვრება.  და მაინც, გონზე მოსვლა და საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობაზე მუშაობის დაწყება გვიანი არასდროსაა.

ჯანმრთელობის თემა ნებისმიერ ასაკში აქტუალურია. მოხუცების ორგანიზმს მეტი მოვლა და ყურადღება სჭირდება. ექიმი კომაროვსკი გიამბობთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ცხოვრების გასახანგრძლივებლად.

ჯანმრთელობა ხანდაზმულ ასაკში

ევგენი კომაროვსკი ბავშვთა დაავადებებზე სპეციალიზირებულია, თუმცა ცნობილი ექიმის გამომწერებს შორის ბევრი მოხუცია. სწორედ ამიტომ, სპეციალისტმა ჯანმრთელობის თემის წინ წამოწევა გადაწყვიტა და გვიამბო, რა პრობლემებს აწყდებიან მოხუცები ყველაზე ხშირად.

ექიმის თქმით, ხანდაზმულ ასაკში მთავარი სირთულე სწორი კვებაა. პენსიონერებს მკვებავი ნივთიერებების დეფიციტისკენ განსაკუთრებული მიდრეკილება აქვთ. მათი მიღების პრობლემამ მთელი რიგი ქრონიკული დაავადებები შეიძლება გაააქტიუროს.

ხანდაზმულებში არასწორი კვება ბევრი სხვა სოციალური პრობლემის შედეგია. მათ შორის მთავარია ფინანსების არქონა. პენსია ცოტაა, ყველაფერზე ეკონომია და მცირედით დაკმაყოფილება უწევთ.

გარდა ამისა, პენსიონერებს ბანალურად საჭმლის გაკეთება შეიძლება არ სურდეთ. ასევე შეიძლება გაუარესებული ჯანმრთელობის და სისუსტის გამო ქურასთან დიდხანს ვერ დგებოდნენ. ასაკთან ერთად გემოს რეცეპტორების ხარისხიც უარესდება. საჭმელი უგემური ხდება, როგორი დელიკატესიც არ უნდა იყოს სუფრაზე.

Advertisement

აქვე კომაროვსკი ამატებს მოხუცების ხშირ პრობლემას, ცუდ კბილებს. ამის გამო ადრე ჩვეული საკვები პრობლემური ხდება.

როგორ მოვაწესრიგოთ კვება ხანდაზმულ ასაკში

კვების მოწესრიგება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. მთავარია, სურვილი და რესურსი გქონდეთ. ევგენი კომაროვსკის თქმით, ამისთვის ხანდაზმულთა ორგანიზმის კვების ძირითადი მოთხოვნილებები უნდა იცოდეთ.

60 წელს გადაცილებული ადამიანის რაციონში საჭირო რაოდენობის უჯრედისი აუცილებლად უნდა შედიოდეს. მას შეიცავს მთელი მარცვლეულის კულტურა, ბოსტნეული, ხილი და პარკოსანი. კალციუმი აუცილებელი ელემენტია. მოხუცს დღეში მინიმუმ 1200 მგ  კალციუმი სჭირდება.

შემდეგი აუცილებელი ელემენტია D ვიტამინი. მოხუცებისთვის ნორმაა 800–1000 სე დღეში. ბოლო ვიტამინი, რომლის დეფიციტს მოხუცები განიცდიან, B12 ვიტამინია. ის ცხოველურ პროდუქტებში გვხვდება, რომლის შესაძენად პენსიონერს ფული ხშირად არ აქვს. ეს ყველაფერი ბიოდანამატების დახმარებით შეგიძლიათ მიიღოთ.

სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ ხანდაზმულ ასაკში წყლის დალევა მნიშვნელოვანია. სითხის დეფიციტი არა მხოლოდ გაუწყლოებას, არამედ ბევრი უსიამოვნო დაავადების განვითარებას იწვევს. საუკეთესო არჩევანია სუფთა წყალი ყოველგვარი მინარევების გარეშე.

კომაროვსკმა პენსიონერების სავარაუდო სამომხმარებლო კალათა შეადგინა. მასში უნდა შედიოდეს მთელი მარცვლეული. მაგალითად, წიწიბურა, შვრია, ყავისფერი ბრინჯი. ბოსტნეული ხილზე უფრო მნიშვნელოვანია. ისიც კანიანად უნდა მიირთვათ. რაციონში ცილებით მდიდარი პროდუქტები უნდა შედიოდეს. ესაა ხორცი, კვერცხი, რძე და პარკოსნები.

Advertisement

ცხიმები შეგიძლიათ შეზღუდოთ, მაგრამ ისიც საჭიროა. უმჯობესია, რომ მცენარეული ცხიმები (თესლი და კაკალი) მიირთვათ. თუ შესაძლებელია, რაციონში თევზი რეგულარულად ჩართეთ. აი, შაქარი და მარილი მაქსიმალურად შეზღუდეთ.

კომაროვსკის თქმით, მოხუცების კვება სახელმწიფო დონეზე უნდა კონტროლირდებოდეს. გირჩევთ, რომ ამას არ დაელოდოთ და საკუთარ ჯანმრთელობაზე ახალგაზრდობიდანვე იზრუნოთ. სპორტი, სწორი კვება, რეგულარული ძილი და დღის რეჟიმი ძირითადია, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.

მოხუცებმა ფიზიკური დატვირთვა არ უნდა დაივიწყონ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სახლის გარშემო ფეხით გასეირნება. მთავარია, რომ რეგულარული იყოს. იგივე რაციონს ეხება. მაშინაც კი, თუ ჭამა არ გსურთ, ამის გაკეთება საჭიროა. დღეში 3–ჯერ, მცირე ულუფები აუცილებელია.

Advertisement