Connect with us

ჯანმრთელობა

კომაროვსკის რჩევები, როგორ გადაეჩვიოთ ღამით ჭამას ერთხელ და სამუდამოდ

გვიან, მით უფრო ღამით ჭამას ექიმები რეკომენდაციას არ უწევენ. ორგანიზმი ძილისთვის ემზადება და ზედმეტი ენერგია არ სჭირდება. ამ დროს ნაჭამი საკვები ცხიმებად დაგროვდება. შედეგად, ძილის ხარისხი უარესდება და დილით დაღლილი იღვიძებთ.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ექიმი კომაროვსკის რჩევებს ღამით ჭამის შესახებ. გიამბობთ, რატომ არ ღირს გვიან ჭამა და როგორ მოაწესრიგოთ კვება, რომ გვიან წახემსების სურვილი დაკარგოთ.

რა ვჭამოთ ღამით

ევგენი კომაროვსკი ასახელებს ნიშნებს, რომლითაც „ღამით ჭამის სინდრომის“ დიაგნოზის დასმა შეიძლება. თუ მოცემულ ნიშნებში საკუთარი თავი ამოიცანით, კომაროვსკის რეკომენდაციები გაითვალისწინეთ, რომ სიტუაცია გამოასწოროთ.

  1. ყოველდღიური კვების 25%–ს საღამოს, 7 საათის შემდეგ მიირთმევთ.
  2. კვირაში 2–ჯერ ღამე საჭმელად იღვიძებთ. ამას შეგნებულად აკეთებთ და გახსოვთ, რა ჭამეთ და რამდენი.
  3. თითქმის არასდროს საუზმობთ, რადგან დილით მადა არ გაქვთ.
  4. თქვენი მადა დღის მეორე ნახევარში იღვიძებს და გვიან ღამემდე მხოლოდ იზრდება.
  5. ჭამის გამო ძილის პრობლემები გაწუხებთ.  ფიქრობთ, რომ კარგად ჭამის გარეშე დაძინება გაგიჭირდებათ.
  6. ჭამამდე საშინელ ხასიათზე ხართ. ამის გარეშე შვებას და ბედნიერებას ვერ გრძნობთ. ძილის წინ ჭამაზე უარს ვერ ამბობთ და ამის გაგება ფსიქიკაზე მოქმედებს.

ვის აქვს ღამით ჭამის სინდრომი და რატომ

ფხიზელი ძილი ან უძილობა ერთ–ერთი მიზეზია, რატომ ჭამს ადამიანი ღამით. დიდი ალბათობით, ადამიანი, რომელიც ღამე იღვიძებს და წყლის დასალევად დგება, მაცივარშიც შეიხედავს.

„მთავარი პრობლემა სიფხიზლის და ძილის ფაზების დარღვევაა. ზოგჯერ დღის სინათლეს ვერ ვხედავთ. აღარ გვახსოვს, ბოლოს როდის დავინახეთ აისი და დაისი. ოთახებს შეუფერებელი ნათურებით ვანათებთ. ეკრანზე ყურებისას „ცისფერი“ სინათლის ფილტრს არ ვიყენებთ. მოკლედ, ადამიანს თანამედროვე ცხოვრების რიტმის გაძლება უჭირს. ემართება ის, რასაც ჰორმონალურ არევდარევას“ ვუწოდებთ“ – განმარტავს სინდრომის პრობლემას ევგენი კომაროვსკი.

რა გავაკეთოთ, თუ სტრესს ვერ ვამცირებთ? როგორ შევცვალოთ ცხოვრების წესი? ბუნებაში გადასვლა, სუფთა ჰაერზე სეირნობა, დილით ადრე ადგომა და ადრე დაძინება მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ.

ექიმი კომაროვსკი გირჩევთ, რამდენადაც შესაძლებელია თავი აარიდოთ ნებისმიერ ფაქტორს, რომელსაც სტრესის გამოწვევა შეუძლია. ამის შემდეგ სწორ რეჟიმზე გადასვლა უნდა სცადოთ.

საკუთარ თავს აიძულეთ ადრე ადგომა და საუზმის მიღება. ყველაფერი გააკეთეთ, რომ ღამით ჭამას თავი აარიდოთ. ნოყიერად ისაუზმეთ, ზომიერად ისადილეთ და მსუბუქად ივახშმეთ, ეს სწორი კვების სტანდარტული რეჟიმია. სასურველია, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს იკვებოთ.

„გახსოვდეთ, შიმშილი დაუშვებელია. ორგანიზმი მეტის ჭამას გაიძულებთ, ასე გადაძღომას თავს ვერ აარიდებთ“.

„გრაფიკი ისე შეცვალეთ, რომ საღამოს ჭამის ნაცვლად კარგად გამოძინება ისურვოთ. ამისთვის დილით კარგად ჭამეთ, შუადღეს დანაყარდით და საღამოს მსუბუქად ივახშმეთ. ივარჯიშეთ, სითხის მარაგი შეივსეთ, გრილი შხაპი მიიღეთ, თბილი საღამური ჩაიცვით და განიავებულ, სუფთა ოთახში დაიძინეთ. ეს შედეგს მოგცემთ“ – ამბობს ექიმი.

ამ რჩევების გათვალისწინებით მალე ღამით აღარ შეგაწუხებთ კითხვა „რა ვჭამო?“. კვების რეჟიმის მოწესრიგება ძილის ხარისხზეც აისახება, რაც, თავის მხრივ, განწყობას და პროდუქტიულობას გაზრდის.

Advertisement