Connect with us

ყვავილები

კიტრი კასრში. საინტერესო იდეა უხვი მოსავლის მისაღებად

ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში მომრავლდა ვიდეოები ბოსტნეულის მოყვანის შესახებ. მათი მთავარი თავისებურებაა ბოსტანში ადგილის დაზოგვა და კარგი მოსავლის მიღება. Аlltime.ge–ს რედაქცია ერთ–ერთ საინტერესო იდეას გიზიარებთ. კერძოდ, გიამბობთ, როგორ გაზარდოთ კიტრი კასრში.

კიტრის მოვლა დიდ ყურადღებას და ძალას მოითხოვს. პრეტენზიულია „მეზობლების“ მიმართ. მცხუნვარე მზისგან დაცვა სჭირდება, რომ ნაზი ფოთლები არ დაეწვას. დაჩრდილული ადგილი სჭირდება. ბარდები ისე უნდა განალაგოთ, რომ სწორ ადგილას ლამაზად დახვევა შეძლოს. თუ მოსავლის რაოდენობა არ გახარებთ, ექსპერიმენტები ჩაატარეთ. კიტრი ახალი მეთოდით გაზარდეთ.

კიტრი კასრში

კასრში კიტრის გაზრდას რამდენიმე უპირატესობა აქვს. ესენია:

  • კიტრის მოვლა მარტივდება.
  • მიწის გაფხვიერება აღარ მოგიწევთ.
  • ბოსტნეულის ფესვები დიდ ჭურჭელში თავს კარგად იგრძნობს, რადგან მისთვის საკმარისი ადგილია.
  • ბოსტანში ადგილს დაზოგავთ.
  • დაგჭირდებათ ნაკლები სასუქი, ვიდრე კვლებში დარგვისას.

კიტრის გაზრდა კასრში

Advertisement
  1. კიტრის დარგვამდე რამდენიმე მოსამზადებელი ეტაპი უნდა შეასრულოთ. დარგვამდე 1 თვით ადრე შეარჩიეთ დიდი ლითონის კასრი. დრენაჟისთვის ძირი გახვრიტეთ. საჭირო რაოდენობის მიწა მოამზადეთ.
  2. კასრში მიწა უნდა დაიწიოს, ამიტომ მომზადება ადრე დაიწყეთ. ძირში ფოთლები, ღეროები, ყლორტები და სხვა მცენარეული ნარჩენი ჩააწყვეთ. ასე კიტრი სასარგებლო ელემენტების მიღებას შეძლებს.
  3. მიწა ყურადღებით უნდა შეარჩიოთ. ამაზე მოსავლის რაოდენობაა დამოკიდებული. კვლებიდან აღებულ მიწას ნეშომპალა და ქვიშა აურიეთ და კასრში ჩაყარეთ.
  4. რამდენიმე დღე გააჩერეთ, რომ მიწა დაიწიოს. დარგვამდე 1 დღით ადრე მიწა დაატენიანეთ. თესლი 1 სმ სიღრმეში დათესეთ. ერთ კასრში მაქსიმუმ 4 მცენარე ჩარგეთ, რომ გაზრდისას საკმარისი თავისუფალი ადგილი ჰქონდეს.
  5. კასრი მზიან მხარეს დადეთ და ზემოდან პარკი დააფარეთ. ასე სათბურის ეფექტს მიიღებთ. ყლორტების ამოსვლის შემდეგ პარკი მოაშორეთ. ცოტა ხანში მიწაში ჯოხები ჩაარჭეთ, რომ კიტრმა მასზე შემოხვევა შეძლოს.

უკვე იცით, როგორ გაზარდოთ კიტრი კასრში. დროა, რჩევები პრაქტიკაში გამოსცადოთ და კარგი მოსავლით გაიხაროთ.

Advertisement
Advertisement