ყვავილები
კიტრის სოკო მოვაშინაურე. ახლა მოსავალს ვედროებით ვიღებ
სახელი ტრიქოდერმა ბევრს აშინებს და რაღაც დაავადება ჰგონიათ. სინამდვილეში, ტრიქოდერმა ბევრი სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ ეფექტურ წამლად ითვლება. მთავარია, რომ ბუნებრივი სოკოს საწინააღმდეგო საშუალება მოაშინაუროთ. ასე ტრიქოდერმა ბოსტნის მცენარეებისთვის შეუცვლელი გახდება.
ამ საოცარი საშუალების შესახებ გავიგე მეზობლისგან, რომელიც ჩემთვის მებაღეობაში ნამდვილი დამრიგებელია. ტრიქოდერმას „კიტრის სოკოს“ უწოდებს. მისი დახმარებით კიტრის მოსავალმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ნაყოფი იმდენია, რომ ორი წლის კონსერვი გავაკეთე, მოსავლის ნაწილი მეგობრებს დავურიგე. ამასთან, ლპობა და სხვა პრობლემა დამავიწყდა. Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გამოიყენოთ სოკო.
რა სარგებელი აქვს ტრიქოდერმას მცენარეებისთვის
ამ მიწის სოკოს სოფლის მეურნეობაში 70 წელზე მეტია იყენებენ. როცა ვითარდება, სხვადასხვა ანტიბიოტიკს გამოყოფს, რომელიც ბევრი სახის ფიტოფთორისა და პათოგენი სოკოსთვის დამღუპველია. ტრიქოდერმა მომწიფებას აჩქარებს და კიტრის პირველი მოსავალი ვადაზე ორი კვირით ადრე შეგიძლიათ მიიღოთ. როგორ მუშაობს:
- „კიტრის სოკო“ მიწაში არსებულ მკვებავ ნივთიერებებს მცენარისთვის ადვილად ასათვისებელ ფორმას აძლევს.
- მცენარეებზე ჩნდება ბევრი მდედრობით კვირტი, საიდანაც შემდეგ ნაყოფი ყალიბდება.
- მცენარის იმუნიტეტს და ამინდის ცვლილებების მიმართ გამძლეობას ზრდის და ინარჩუნებს.
- ფესვებს ავითარებს, წყლის ათვისების უნარს ზრდის.
როგორ გამოვიყენოთ ტრიქოდრმა
ზოგიერთი ნაცნობი მეუბნება, რომ საშუალება ბოსტანში უკვე გამოცადა, მაგრამ სხვაობა ვერ დაინახა. სასურველი შედეგის მისაღებად „კიტრის სოკო“ სწორად უნდა გამოიყენოთ. განვიხილოთ, როდის და როგორ დავამუშავოთ მცენარეები.
სოკოს ყველაზე დიდი მტერი მზეა. სცადეთ, რომ ყველა პროცედურა საღამოს ან ღრუბლიან დღეს ჩაატაროთ. სათბურში დარგულ კიტრზე შესანიშნავად მუშაობს.
საშუალების მოსამზადებლად 500 გ შვრიის თესლი და 50 გ ტრიქოდერმა (სასოფლო–სამეურნეო მაღაზიაში შეიძენთ) აურიეთ. ნარევი პარკში ჩადეთ და 24 საათით ბნელ, თბილ ადგილას გააჩერეთ.
ეს საშუალება ნაკვეთზე დათესვამდე ან ნერგის დარგვამდე 1 დღით ადრე მიმოფანტეთ. შვრია გაფარცხვეთ. 10 თბილ წყალში 2 ს/კ შაქარი აურიეთ და მიღებული სითხით მიწა დაამუშავეთ.
2 კვირაში პირველი აღმონაცენი გამოჩნდება, ხოლო ნერგი გაძლიერდება. კიტრის რიგებს შორის 5 სმ სიღრმის ღარები გააკეთეთ. ამ სიღრმეში შვრიის და სოკოს ნარევი მოათავსეთ (ზემოთ მოცემული რეცეპტით მოამზადეთ). ასეთი რაოდენობა 4×2 მ ზომის ნაკვეთზეა გათვლილი.
ივნისის ბოლოდან დაიწყეთ კიტრის ირგვლივ მიწის პრეპარატით მორწყვა 3 კვირაში ერთხელ. ამისთვის შეძენილი საშუალების გამოყენების წესი ყურადღებით შეისწავლეთ. მასში მითითებულია, როგორ გააზავოთ ტრიქოდერმა წყალში (წყალი ყოველთვის თბილი და ტკბილი უნდა იყოს).
მნიშვნელოვანია, რომ ნატურალური პრეპარატი ადამიანებისა და ცხოველებისთვის ტოქსიკური არაა. სხვა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებისგან განსხვავებით მიწასა და ნაყოფში არ გროვდება. მოსავლიანობა მინიმუმ სამჯერ იზრდება. წელს „კიტრის სოკო“ სცადეთ და სასიამოვნოდ გაოცდებით!