Connect with us

ჯანმრთელობა

კვერცხის ცილა საუკეთესო წამალია სისხლის წნევისთვის! გამოიყენეთ ის სწორად

კვერცხის ცილა სისხლის მაღალი წნევის დარეგულირებაში გვეხმარება. შესანიშნავი სიახლეა, არა?

ეს პროდუქტი შეიცავს ნივთიერებას სახელად პეპტიდი, რომელიც, კვლევების თანახმად, ამცირებს სისხლის წნევას. იგი ბლოკავს იმ ფერმენტს, რომელიც არტერიული წნევის მომატებას იწვევს.

მეცნიერებმა ექსპერიმენტი ვირთხებზე ჩაატარეს: მათ იმ რაოდენობის პეპტიდს აძლევდნენ, რამდენსაც 6 კვერცხის ცილა შეიცავს. შედეგი გასაოცარი იყო – პეპტიდმა ისეთივე მძლავრი ეფექტი აჩვენა, როგორიც კაპტოპრილის(მედიკამენტოზური საშუალება) მცირე დოზამ.

აღმოჩნდა, რომ კვერცხის ცილა, ასევე, აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს და ამცირებს მავნე ქოლესტერინის რაოდენობას.

მაშ ასე, კვერცხის ცილა ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და მისი რეგულარულად მოხმარებაა რეკომენდებული. წნევის დასარეგულირებლად საუკეთესოა მოხარშული კვერცხი.

დაგეგმილია ექსპერიმენტების გაგრძელება იმის განსასაზღვრავად, თუ როგორ გავლენას ახდენს კვერცხის გული ადამიანის ორგანიზმზე.

თუ თეორია სწორია, მაშინ კვერცხის ცილა მაღალ წნევასთან ბრძოლის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად იქცევა. ეს ხომ შესანიშნავი ამბავია, რამდენადაც ამ ნატურალურ პროდუქტს არავითარი გვერდითი მოვლენა არ ექნება.

თქვენ რას ფიქრობთ ამ აღმოჩენაზე?