Connect with us

თავის მოვლა

კვერცხის ეს ნიღაბი ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა. ჭიმავს, წმენდს და აახალგაზრდავებს კანს

კვერცხის ნიღაბი-ფირი სამი ერთში: დაჭიმვა, გაძლიერება და გასუფთავება

კანის სრულყოფილი მოვლა სხვადასხვა სპეციალური ნიღბების გამოყენების გარეშე შეუძლებელია. ქათმის კვერცხი – ყველაზე იაფი და ეფექტური საშუალება, რომელიც ალამაზებს, აჯანსაღებს და არაჩვეულებრივად ატენიანებს კანს.

ცილები კანს ეფექტურად ჭიმავს და უფრო ნაზად წმენდს. კვერცხის გულში ბევრი ლეციტინი შედის, რომელიც ეპიდერმისის დატენიანებას და ღრმა კვებას ხელს უწყობს. A, D, B ვიტამინები კანს ახალგაზრდობას უნარჩუნებს. კვერცხის ნიღაბი ქალებმა ნებისმიერ ასაკში შეიძლება წარმატებით გამოიყენონ.

გთავაზობთ უნივერსალურ კვერცხის ნიღაბ-ფირს, რომელიც არა მხოლოდ შესანიშნავად გაწმენდს, არამედ სახის კანს სასარგებლო ნივთიერებებით გამოკვებავს.

ნიღაბი-ფირი სახისთვის

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 კვერცხი
  • ქაღალდის ხელსახოცი
  • ფუნჯი
  • ჩანგალი
  • 2 ჭურჭელი

მომზადება:

1. კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ და სხვადასხვა ჭურჭელში მოათავსეთ. ცილა ჩანგლით ოდნავ ათქვიფეთ.

2. გასუფთავებულ სახეზე ფუნჯის დახმარებით ცილა წაისვით. ქაღალდის ხელსახოცი დაჭერით და სახეზე დაიფინეთ, ზემოდან კი ცილის კიდევ ერთი ფენა წაისვით.

3. მოიცადეთ 20-30 წუთით, რათა ხელსახოცი სახეზე კარგად შეგაშრეთ და მკვირ ფენად გადაიქცეს.

4. ნიკაპიდან ზემოთ ერთი მოძრაობით ნიღაბი მოიშორეთ. შეგრძნება ოდნავ უსიამოვნო შეიძლება იყოს, მაგრამ ეფექტი ამად ღირს!

5. კვერცხის გული ათქვიფეთ და სახის კანზე კარგად წაისვით. დამატებითი კვებისთვის შეგიძლიათ ცოტა ზეითუნის ან ქოქოსის ზეთიც დაუმატოთ. 10 წუთში ჩამოიბანეთ. კანი იმდენად ნაზი, რბილი და ხავერდოვანი გახდება, რომ სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით!

კვერცხის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ თქვენ ზედმეტად მშრალი კანი გაქვთ, პროცედურის შემდეგ ნებისმიერი მკვებავი კრემი წაისვით. ასეთი ნიღაბი კვირაში 2-ჯერ გაიკეთეთ, რათა კანს ახალგაზრდობა და სილამაზე ღრმა სიბერემდე შეუნარჩუნოთ.