საკითხავი
კვების პროდუქტები, რომლებიც ჩვენს ფსიქიკაზე ახდენს გავლენას
მრავალრიცხოვანი კვლევების წყალობით, მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ჩვენთვის ჩვეულებრივი საკვები პროდუქტი მოულოდნელ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე.
მაგალითად:
დარიჩინის მოხმარება აძლიერებს კონცენტრაციას და გეხმარებათ დავალების შესრულებაში, რადგან მისი კომპონენტები გავლენას ახდენს ტვინზე. ასევე, აღინიშნება მეხსიერების გაუმჯობესებაც. პიკანტური სანელებელი შეიცავს მინერალებს და გვეხმარება ნერვული დარღვევების დროს. კურკუმა, როგორც ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, შესანიშნავად ებრძვის დაბერებას და წმენდს ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან.
ხოლო პარკოსნების, რკინით მდიდარი პროდუქტის, ჭარბ მოხმარებას შეუძლია სისხლის მიმოქცევის პროცესის დარღვევა და ანემიის გამოწვევა. გამომცხვარი კარტოფილიც მოქმედებს ტვინის ცხოველქმედების აქტივაციაზე. ყველის შემადგენლობაში არსებული თირამინი იწვევს შაკიკსა და ჰიპერტონიას. შავი შოკოლადი აჯერებს ტვინს ჟანგბადით და დადებითად მოქმედებს მის ცხოველქმედებაზე.
მარცვლეული კულტურა, გლუტენის წყარო, შეიძლება პასუხისმგებელი იყოს დეპრესიულ მდგომარეობასა და პანიკურ შეტევებზე. ღორის სალას მოხმარება ზომიერი რაოდენობით ახდენს ალცჰაიმერის დაავადების საწინააღმდეგო გავლენას. თინუსის შემადგენლობაში არსებულ ვერცხლისწყალს შეუძლია მეხსიერების ფუნქციის დარღვევა, ხოლო სინთეტიკური ნივთიერებები იწვევს ნერვული სისტემის დარღვევებს.
პოპკორნის მოხმარება გაგათავისუფლებთ დეპრესიისგან და დაგეხმარებათ სტრესულ სიტუაციებთან გამკლავებაში. გაწმენდილი ბრინჯი, პირიქით, იწვევს შაქრის დონის მატებას და არღვევს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას.
შესაბამისად, ექიმები გვირჩევენ დაბალანსებულ კვებას, რამდენადაც ზოგიერთი პროდუქტის მოხმარება არამხოლოდ მავნე გავლენას ახდენს ორგანიზმზე, არამედ იწვევს დეპრესიულ მდგომარეობებსაც.
გისურვებთ ჯანმრთელობას!