ყვავილები
კბილის პასტა ეფექტური სასუქია, რომელიც დამჭკნარ მცენარეს გააცოცხლებს
ოთახის ყვავილები ჟანგბადს გამოყოფს, ამიტომ მათი დახმარებით ოთახი მყუდრო და კომფორტული ხდება. რაც თავი მახსოვს, სახლში ფანჯრის რაფები მცენარეებით სავსე იყო. დედა ამისთვის ბევრს შრომობდა. Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ გამოცდილ ეფექტურ სასუქს ყვავილებისთვის. ძველი მეთოდია, რომლის დახმარებით ოჯახის ბიუჯეტს დაზოგავთ. განსაკუთრებით მოსახერხებელია, როცა სპეციალიზებული მაღაზია შორსაა.
მარტივი და ეფექტური სასუქი ყვავილებისთვის
კბილის პასტის თავისებურებები
ასეთი სასუქი ყვავილობის პერიოდში ეფექტურია.
- მიწის მჟავიანობას ამცირებს;
- მიწას კალციუმით და ფთორით ამდიდრებს;
- ობის და სხვადასხვა სოკოს განვითარებას ხელს უშლის;
ნებისმიერი კბილის პასტა გამოგადგებათ, რომელსაც მათეთრებელი ეფექტი არ აქვს. ყველაზე იაფი საბავშვო პასტა მარტივი შემადგენლობით და ნაკლები ქიმიური კომპონენტებით შეგიძლიათ გამოიყენოთ. ბავშვები კბილების გახეხვისას პასტას ხშირად ყლაპავენ, ამიტომ მწარმოებლები მკაცრ წესებს იცავენ, რომ მათ ზიანი არ მიაყენონ. კარგია, თუ შემადგენლობაში ნატრიუმის ლაურილ სულფატი ძალიან ცოტა რაოდენობით ან საერთოდ არ გვხდება. როგორც წესი, ამ ნივთიერებას პასტის კარგად ასაქაფებლად ამატებენ.
კბილის პასტა მცენარეებისთვის: ვამზადებთ სასუქს
1 ლ (22-25 გრადუსი) წყალზე ¼ ტუბი პასტა დაგჭირდებათ. კარგად აურიეთ, სანამ პასტის წვრილი ნაწილები ბოლომდე არ გაიხსნება. სასუქი მხოლოდ გაზაფხულზე ან ზაფხულზე გამოიყენეთ, როცა ოთახის ყვავილი აქტიური ზრდის ფაზაში გადადის. პირდაპირ ფესვებთან მორწყეთ. გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ მცენარე ტუტე მიწას უპირატესობას ანიჭებს. თუ ყვავილი, მაგალითად, აზალია ან ხევარდი, მჟავე მიწაში კარგად იზრდება, ასეთი სასუქი ზიანს მიაყენებს.
ამ ძველი ხრიკით მიწას კალციუმს და ფთორს დაუმატებთ. ორივე ელემენტი ფესვების სისტემის განვითარებისა და სხვადასხვა დაავადების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია. თუ მეთოდის ეფექტურობაში ეჭვი გეპარებათ, ერთ–ერთ ოთახის ყვავილზე გამოცადეთ და ნახეთ, შეგეფერებათ თუ არა.