ჯანმრთელობა
კარტოფილის სამკურნალო თვისებები: ყველაზე შოკისმომგვრელი და სასარგებლო ინფორმაცია
ჩვეულებრივი კარტოფილი ჩვენი საყვარელი ბოსტნეულია. იცით თუ არა, რომ უმი სახით კარტოფილი ძალიან სასარგებლოა? უმი კარტოფილი კალიუმს, თიამინს, ნიაცინს, C ვიტამინს და სხვა სასარგებლო ელემენტს შეიცავს, რაც ზოგიერთ უსიამოვნებას შესანიშნავად უმკლავდება.
1. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები
თუ კუჭის აშლილობა, წყლული და გასტრიტი გაწუხებთ, მდგომარეობის შემსუბუქებას კარტოფილის წვენის დალევით შეძლებთ.
2. ქოლესტერინის მაღალი დონე
უმი კარტოფილის წვენი ანტიოქსიდანტებს შეიცავს. მის დალევით ქოლესტერინის დონის შემცირებას შეძლებთ.
3. ართრიტი
ჭამის წინ 1-2 ჩ/კ კარტოფილის წვენის დალევა ართრიტის სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ გარეცხილი კარტოფილი 3-5 წუთით მოხარშოთ, გადაწუროთ, სითხე გააგრილოთ და შემდეგ დალიოთ. ანთების და ტკივილის შესამცირებლად დღეში 4-ჯერ დალიეთ.
4. სურავანდი
კარტოფილის წვენი C ვიტამინით მდიდარია, რომელიც დაეხმარება მათ, ვისაც სურავანდის დაავადების შემდეგ აღდგენა სჭირდება.
5. კანის პრობლემები
გახეხილი უმი კარტოფილის ნიღბები კანის დატენიანებაში დაგეხმარებათ და მას მკვებავი ნივთიერებებით უზრუნველყოფს.
6. თვალების დაღლილობა
თუ თვალის შეშუპების შემცირება გსურთ, უმი კარტოფილის რგოლები რამდენიმე წუთით ქუთუთოებზე დაიდეთ. შესანიშნავად მუშაობს!
7. თავის ტკივილი
კარტოფილის რამდენიმე ნაჭერი შუბლზე დაიდეთ და თავის ტკივილი სწრაფად გაქრება. განმეორებითი ან ქრონიკული თავის ტკივილის დროს ¼ ფინჯანი ცხელი კარტოფილის წვენი ყოველი საკვების მიღების წინ დალიეთ.
8. ღვიძლის პრობლემები
ამ შინაურული საშუალების მოსამზადებლად კარტოფილის ნათალს 1 ჭიქა წყალი დაასხით, მოხარშეთ, გადაწურეთ და გრილი ნახარში დალიეთ. ყოველდღე ასეთი ნახარშის მიღება ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის მუშაობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
9. შეშუპება/ქავილი
გაღიზიანებული კანის სამკურნალოდ უმი კარტოფილის ნაჭრები დაზიანებულ ადგილებზე დაიდეთ. ეს მეთოდი მწერის ნაკბენის და დერმატიტის დროსაც დაგეხმარებათ.
10. სიმსივნე
არსებობს ვარაუდი, რომ ზემოთ მოცემულ უპირატესობებთან ერთად უმი კარტოფილი ზოგიერთი სახეობის სიმსივნეს ებრძვის. სჯობს კარტოფილის წვენი თავად მოამზადოთ. ეს ძალიან მარტივია – უბრალოდ უმი კარტოფილი წვენსაწური აპარატით გაწურეთ!
ასე რომ, არა მხოლოდ მომზადებული კარტოფილის ჭამა, არამედ მისი წვენის დალევაც სასარგებლოა. რა თქმა უნდა, ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ საშუალება შესანიშნავად მოქმედებს!
ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში კარტოფილის წვენი ტრადიციულ მკურნალობას ვერ ჩაანაცვლებს. დაჟინებით გირჩევთ, რომ მკურნალ ექიმთან კონსულტანცია გაიაროთ, სანამ მითითებული რეცეპტების გამოყენებას დაიწყებთ.