სხვა
კარი 1000 წელიწადში ერთხელ იღება: წინ ყველა ქალბატონისთვის უნიკალური დღე გველის
შემდეგ თვეში უნიკალური თარიღი გველის.
2020 წლის 2 თებერვალი – 02.02.2020 – ნუმეროლოგების სიტყვებით, ჭეშმარიტად მაგიური დღე იქნება ყველა ქალბატონისთვის. ციფრების ასეთი შეხამება ათასწლეულში ერთხელ ხდება ამიტომ ნურავითარ შემთხვევაში ნუ გაუშვებთ ამ ციფრების მაგიის გამოყენებისა და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსს ხელიდან.
2 თებერვალი იუპიტერის ენერგიით იქნება გაჯერებული. ეს ძლიერი დღეა როგორც ქალების ასევე მამაკაცებისთვისაც, მაგრამ სწორედ ქალებს აქვთ შანსი სასწაულები მოახდინონ. მთავარია გამოიყენოთ მომენტი და ეს დღე სწორად გაატაროთ.
თუნდაც აპათიას ყავდეთ შეპყრობილი და ძალები ნულზე გქონდეთ – ყველაფერი მალე შეიცვლება. არ შეგეშინდეთ ცვლილებების!
მამაკაცური ენერგია ძალიან დიდხანს მეფობდა. ახლა კი ყველაფერი ქალებური ენერგიების სასარგებლოდ იცვლება და სამყარო იქით დაიწყებს მოძრაობას საითაც ქალებს მოუნდებათ.
როგორ გავატაროთ ეს დღე სწორად?
- პირველ რიგში, 2 თებერვალს სურვილი უნდა ჩაიფიქროთ, იოცნებოთ, გააკეთოთ ვიზუალიზაცია და დეტალიზაცია. წარმოიდგინეთ სურვილი ასრულებული სახით, ჩაიძირეთ თქვენს შეგრძნებებში და დატკბით მათით.
- აუცილებლად აპატიეთ მათ ვინც გული გატკინათ და გაუშვით ადამიანები რომელთაც წასვლა სურთ. თქვენ ზედმეტი აღარაფერი გჭირდებათ. თქვენი ტავი პირველ ადგილზე დააყენეთ – თქვენზე მნიშვნელოვანი არავინ არის!
- გაუშვით მთელი ნეგატივი. იყავით გულწრფელები თქვენს გადაწყვეტილებებში: პატიების სურვილიც გულიდან უნდა მოდიდეს და ნამდვილი იყოს!
- ამ დღეს არავითარ შემთვევაში არ დაუშვათ შური, ბილწსიტყვაობა, ჩხუბი და ქიშპობა. დაეხმარეთ, მხარი დაუჭირეთ, შექმენით, აჩუქეთ და გაეცით სიკეთე. თუ ეს თქვენს ძალებს აღემატება – წადით და თავი აარიდეთ, ნუ ჩაერევით.
02.02.2020. შეიძლება თქვენი ცხოვრების შემობრუნების წერტილად იქცეს!
Tina
January 31, 2020 at 10:48 pm
Zalian mometona voi rob tom tanavchc movimento zalian cInterecoa