Connect with us

თავის მოვლა

კანი და კრიტიკული დღეები: კანის მოვლის წესები მენსტრუალურ პერიოდში

ჰორმონალური ცვლილებები, რომლებსაც ქალის ორგანიზმი მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა პერიოდში განიცდის, არამხოლოდ განწყობაზე, არამედ კანის მდგომარეობაზეც აისახება. განსაკუთრებით ზიანდება სახე: ჩნდება უსიამოვნო გამონაყარი, აკნე.

კანს სწორად რომ მოვუაროთ, აუცილებელია ორგანიზმის ცვლილებების შესახებ ვიცოდეთ, ციკლის სხვადასხვა პერიოდში.

გამონაყარის პერიოდი (კრიტიკული დღეები და წინა 4-5 დღე)

ციკლის დასაწყისში ან რამდენიმე დღით ადრე, ქალთა უმრავლესობას სახეზე გამონაყარი და აკნე უჩნდება. ამ უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, ყურადღება უნდა მიაქციოთ კვებას. გამორიცხეთ რაციონიდან ტკბილი, მარილიანი და ცხარე საკვები.

ძილის წინ აუცილებლად გულდასმით გაიწმინდეთ სახე და დაიტანეთ სალიცილის მჟავის შემცველი კრემი. სასარგებლოა პილინგების გამოყენებაც, რათა მოიცილოთ მკვდარი უჯრედები და კანს ელვარება და სისუფთავე დაუბრუნოთ.

სიმშრალის პერიოდი (6-13 დღეები)

კრიტიკული დღეების დასრულებასთან ერთად, ჩნდება კანის სიმშრალეც. ამიტომ, ამ დროს აქტიურად საჭიროებს დატენიანებას. აუცილებლად მიირთვით მეტი სითხე და ჩართეთ რაციონში წითელი თევზი, თხილეული, ავოკადო და მწვანე ჩაი.

მოერიდეთ გამწმენდ კოსმეტიკურ საშუალებებს აგრესიული კომპონენტებით. შეარჩიეთ რბილი, დამატენიანებელი კრემი, რომელიც დამამშვიდებელ ინგრედიენტებს შეიცავს: ალოეს, გვირილის, კალენდულას ექსტრაქტებს. კარგია დამატენიანებელი ნიღბების გაკეთებაც.

სუსუფთავის პერიოდი (14-25 დღე)

ამ პერიოდში კანის მოვლა ერთი სიამოვნებაა, რადგან იგი ძალიან მოწყვლადია კოსმეტიკის მიმართ და სწრაფად იწოვს სასარგებლო მიკროელემენტებს. ეფექტურია ანტიასაკობრივი საშუალებები ჰიალურონის მჟავისა და ანტიოქსიდანტების შემცველობით. ისინ აძლიერებს კოლაგენის გამომუშავებას.

თუ ამ დღეებში კანზე გამონაყარი ან სხვა პრობლემები გაჩნდა, ეს არანაირად არ უკავშირდება მენსტრუალურ ციკლს. ესაა უარყოფითი გარემოებების შედეგი და მკურნალობას მოითხოვს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.