Connect with us

ჯანმრთელობა

კალენდულა: ბუნებრივი საოჯახო საშუალება ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და ანთების დროს

კალენდულას შეუძლია მრავალი დაავადებისგან სწრაფად და ბუნებრივი გზით გაგათავისუფლოთ. გაიგეთ მეტი ამის შესახებ და გამოიყენეთ იგი თქვენი ჯანმრთელობისთვის!

კალენდულა, როგორც ბუნებრივი წამალი

მას აქვს სამკურნალო თვისებები. ის ადვილად იზრდება ნებისმიერ ბაღში და ალამაზებს მას ლამაზი ნარინჯისფერ – ყვითელი ყვავილებით ივნისიდან – ოქტომბრამდე.

ამ მცენარეში და ყვავილში ღირებული აქტიური ინგრედიენტებია, რაც მას განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის იმ ბუნებრივ სამკურნალო საშუალებებს შორის, რომელსაც ბებიები გვირჩევენ.

კალენდულას ანთების საწინააღმდეგო, ანტისპაზმური, ჩაქცევების საწინააღმდეგო, გამწმენდი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები აქვს. ამიტომ, იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას კანის პრობლემების, ჭრილობების, მზის დამწვრობის, მეჭეჭების, კუჭ-ნაწლავის აშლილობის, ყაბზობის, ბუასილის, ანთების, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, თავის ტკივილისა და მენსტრუალური ტკივილის დროს.

კალენდულულა მრავალი მედიკამენტისა და კოსმეტიკის შემადგენლობაში გვხვდება. იქნება ეს ჩაი, მალამო თუ ნაყენი. ჩვენ გასწავლით, თუ როგორ შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად გამოიყენოთ მისი სამკურნალო თვისებები.
კალენდულას ზეთი ხელს უწყობს ჭრილობების მოშუშებას და კანის მრავალი დაავადების წინააგმდეგ გამოიყენება.
ამ ყვავილებით ზეთის დასამზადებლად, აიღეთ 1 მუჭა ყვავილი და დაასხით მაღალხარისხიანი მცენარეული ზეთი (მაგალითად ცივად გამოწურვის მეთოდით დამზადებული ზეითუნის ზეთი), იმდენი რომ ყვავილები მთლიანად დაიფაროს.
დახურეთ ქილა და განათავსეთ იგი მზიან ადგილას. დროდადრო შეანჯღრიეთ. დაახლოებით სამი კვირის შემდეგ, კალენდულას ზეთი მზად იქნება, შემდეგ კი შეგიძლიათ გაწუროთ. შეინახეთ გრილ ადგილას დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში.
ზეთი ძირითადად გარეგანი გამოიყენებისთისაა. ჭრილობების, კანის დაავადებების და სოკოვანი დაავადებებისგან თავის დასაცავად. ზაფხულში მას მზისგან დამწვრობის დროსაც იყენებენ.

დავამზადოთ კალენდულას მალამო სახლში

ის მარტივად მიიღება 30 მლ კალენდულას ზეთისა და 2 გრამი ფუტკრის ცვილის შერევით. შეურიეთ ზეთი ცვილს და გააცხელეთ წყლის აბაზანაზე. როდესაც ფუტკრის ცვილი გადნება, კარგად აურიეთ და ჩაასხით მინის ქილაში.

მაცივარში, მალამო შეიძლება დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ინახებოდეს. გამოყენება და თვისებები იგივე აქვს რაც ზეთს.

კალენდულას ნაყენი შესანიშნავად უმკლავდება ვარიკოზულ ვენებს.

მისი დამზადება საკმაოდ მარტივია, დაგჭირდებათ ნახევარი ქილა კალენდულას ყვავილი და დაახლოებით 50% ალკოჰოლი. პროცედურა კალენდულას ზეთის მომზადების მსგავსია.
კარგად დაახურეთ ქილას თავი ისე, რომ ალკოჰოლი არ აორთქლდეს. დროდადრო შეანჯღრიეთ შიგთავსი. ორი კვირის შემდეგ, ნაყენი მზად იქნება.
ნაყენი მკურნალობს სისხლჩაქცევებს, ნაღრძობს, მყესების დაჭიმულობას, ვარიკოზულ ვენებს, დამწვრობას და ანთებას კანზე. შინაგანი მიღებით, ხელს უწყობს სისხლძარღვთა და ნაწლავების გამოჯანმრთელებას, აქრობს თავისა და მენსტრუალურ ტკივილს.

კალენდულას ჩაი უძილობის დროსაც დაგეხმარებათ.

კალენდულას ჩაის დამზადებაც ძალიან მარტივია. 1 ჩაის კოვზი დაჭრილი კალენდულას ყვავილები საკმარისია იმისთვის, რომ ერთი ჭიქა ჩაი მოამზადოთ. ყვავილებს დაამატეთ ცხელი წყალი და დააფარეთ თავზე. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ, ჩაი მზად იქნება. გაფილტრეთ და მიირთვით.

ეს ჩაი ხელს უწყობს თავის ტკივილის მოცილებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში პრობლემების მოგვარებას, გულისრევას, ძილის დარღვევას და მენსტრუალური ტკივილისგან გათავისუფლებას, ასევე ამსუბუქებს მენოპაუზის სიმპტომებს.

Advertisement
ყვავილები16 hours ago

მოქმედი მეთოდები კიტრის ფუჭყვავილას თავიდან ასაცილებლად

ჯანმრთელობა21 hours ago

ფეხის ტკივილის დროს მაგნიუმის ზეთი დაგეხმარებათ. თავად მოამზადეთ

კულინარია21 hours ago

12 ხრიკი ხახვით, რომელიც არა მხოლოდ სამზარეულოში გამოგადგებათ

ყვავილები21 hours ago

5 ნაბიჯი პომიდვრის კარგი მოსავლის მისაღებად

ჯანმრთელობა21 hours ago

ჩემს ასაკში გახდომაში ერთი გასაოცარი გეგმა დამეხმარა! ახლა 58 კგ-ს ვიწონი, დილით უბრალოდ 1 ჭიქა სასმელს ვსვამ

ჯანმრთელობა2 days ago

როგორ ეხმარება 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას

ჯანმრთელობა2 days ago

ნაადრევი მენოპაუზა: რა შეიძლება გაკეთდეს ახლავე, რომ მისი დაწყება გადადოთ

ჯანმრთელობა2 days ago

8 საუკეთესო პროდუქტი D ვიტამინის ნაკლებობისას

ჯანმრთელობა2 days ago

მოამზადე ეს საშუალება და აჩუქე კანს სიგლუვე!

ჯანმრთელობა3 days ago

ექიმმა დოინჯშემოყრით უთხრა: ძვირფასო, წელის 5 სმ-ით შემცირება მარტივად შეიძლება, ნუ გეშინია

ჯანმრთელობა1 week ago

4 მნიშვნელოვანი ფაქტი გულის დაავადებებზე, რომლის შესახებ ყველა ქალმა უნდა იცოდეს

ყვავილები4 weeks ago

როგორი სასუქი გამოვიყენოთ კიტრის გაზრდისთვის

ყვავილები4 weeks ago

მაისის თვის თესვის კალენდარი

ჯანმრთელობა3 weeks ago

3 მარტივი შინაურული რეცეპტი ფრჩხილის სოკოს მოსაშორებლად

საკითხავი4 weeks ago

ის რკინის არაა! მეტალის ნეჭას გამოყენების 10 მოულოდნელი მეთოდი

ჯანმრთელობა1 week ago

ბალზამი ნატურალური კომპონენტებით: საუკეთესო მეთოდი სისხლძარღვების ბადის მოსაშორებლად

სხვა4 weeks ago

ძველი კბილის ჯაგრისი არ გადააგდოთ! აი, რისთვის გამოგადგებათ

თავის მოვლა1 week ago

როგორ მოვიშოროთ საღებავი თმიდან სახლის პირობებში: 8 გამოცდილი მეთოდი

ჯანმრთელობა4 weeks ago

როგორ შეიცვლება თქვენი ორგანიზმი თუ ყოველ დილით შვრიის ფაფას მიირთმევთ

სხვა1 week ago

რატომ უნდა ჩავამატოთ მარილი სარეცხ მანქანაში

ტრენდული