Connect with us

სახლი და დიზაინი

ინტერიერის ქვით მორთვის ხელოვნება

ბინისა და სახლის ინტერიერში ქვა ყოველთვის ეფექტურად გამოიყურება. საქმე იმაშია, რომ ის ნებისმიერი ფორმითა და ინტერპრეტაციით ალამაზებს სახლს და ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას გვიჩენს.

ქვა ინტერიერში

სახლის და ბინების ინტერიერში ქვას ყველაზე ხშირად ხეს უთავსებენ, თუმცა ის სარკისებურ და შუშის ძედაპირებსაც ძალიან უხდება. შეხედეთ ფოტოში მოცემულ ინტერიერს: შუშის საშხაპე, მარმარილოს კედლები და ხის სტრუქტურა ხელსაბანთან… აქვე ვაზონიც რომ დავდგათ, თავი სადმე მთაში, რომელიმე ჩანჩქერთან გვეგონება.

სახლში განსაკუთრებული ინტერიერის შესაქმნელად ძვირადღირებული ფილების შეძენა აუცილებელი არ არის. შეგიძლიათ დეკორატიული ქვა გამოიყენოთ, ის უფრო იაფი, მსუბუქი და ადვილი მოსავლელი გახლავთ. სამზარეულოს კარადების სამუშაო ზდაპირს თუ ქვით გააკეთებთ, არც ნაკაწრები შეგაშინებთ და არც ცხელი ჭურჭლის დადგმა. ქვისგან დამზადებული ნიჟარა კი მას უფრო მდიდრულად წარმოაჩენს.

ქვით კედლების გაწყობაც შეიძლება, თუმცა აჯობებს არ გადააჭარბოთ. ქვით მხოლოდ ერთი კედელი მორტეთ, დანარჩენ კედლებზე კი ღია ფერის შპალერი გამოიყენეთ. ქვის ინტერიერი სახლში მშვიდ და მყუდრო გარემოს ქმნის.

კენჭები ინტერიერში

ინტერიერში კენჭების გამოყენების უამრავი იდეა არსებობს. მორთულობაში ნიჟარებიც გამოგადგებათ. სახლში ბევრს გვაქვს ზღვიდან ჩამოტანილი ნიჟარები რომლებსაც კარადაში ვინახავთ. შეგიძლიათ ისინი ინტერიერში გამოიყენოთ. მაგალითად საპნის დისპენსერი გაიბზარა?! გაბზარული ადგილი ნიჟარების მიკვრით დაფარეთ, გარდა იმისა, რომ ლამაზ დეკორს მიირებთ, მსგავსი ნივთი თქვენს გარდა არავის ექნება!

კენჭებით სამზარეულოს გაწყობაც შეგიძლიათ. მათი მეშვეობით შესანიშნავ “მასაჟორ” ნოხს მიიღებთ რომელიც აბაზანაში გამოგადგებათ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ნოხი ძალიან ძნელად იწმინდება და თუ სახლში კატა გყავთ, რომელსაც თავისი ჯამიდან ქვიშას აქეთ-იქით გადააქვს – ეს მეთოდი არ გამოგადგებათ!

მოხატული ქვები – შესანიშნავი გასართობია თქვენი ბავშვებისთვისაც. ამ ქვებით მისარები ოთახისა მორთვა შეგიძლიათ.

კენჭებისგან საკიდის გაკეთებაც შეიძლება. ამისთვის დაა, რამდენიმე შვერილი და კენჭები დაგჭირდებათ. ეს მხიარული იდეაა ბავშვების ბავშვების ოთახისა და სამზარეულოსთვის.

ინტერიერში თუ მრავალფეროვნება გიყვართ, შეგიძლიათ შუშის ლარნაკში კენჭები მოათავსეთ. ასეთი დეკორი შესანიშნავი იქნება თქვენს მაგიდასა და რაფაზე. შეხედეთ ამ შესანიშნავ სასანთლეებს…

სანამ კენჭებთან და ქვასთან მუშაობას დაიწყებთ ისინი კარგად უნდა გარეცხოთ და ბოლომდე გააშროთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Advertisement