Connect with us

სახლი და დიზაინი

ინსტრუქცია, როგორ დავიცვათ ნიჟარის ჩასარეცხი საჭმლის ნარჩენებისგან

ადამიანი ცხოვრების გასამარტივებლად ყოველდღე ახალ და ახალ მოწყობილობას იგონებს. ასეთი ნივთები სამზარეულოში განსაკუთრებით სასარგებლოა. მათი დახმარებით საჭმლის მომზადება, ჭურჭლის გარეცხვა და სახლის დალაგება სწრაფად შეიძლება. ახლა პოპულარულია სასარგებლო ნივთების საკუთარი ხელით გაკეთება. რედაქცია ამ საინტერესო საქმეს მხარს უჭერს. ნახეთ, როგორ უნდა დაიცვათ სამზარეულოს ნიჟარის ჩასარეცხი  გაჭედვისგან.

საჭმლის ნარჩენები, რომლებიც ჭურჭლის გარეცხვის შემდეგ შეიძლება ნიჟარაში იპოვოთ, ხშირად სერიოზული პრობლემის მიზეზი ხდება. ჩასარეცხზე ბადეც კი ვერ გიშველით. იძულებული ვართ, ხელით ამოვიღოთ სრიალა ჭუჭყი, რომელიც წყლის ნორმალურად ჩარეცხვას ხელს უშლის. ნიჟარის გაჭედვა თავიდან რომ აიცილოთ, გთავაზობთ პლასტმასის ყუთიდან თვითნაკეთი საცერი გააკეთოთ.

სუფთა ნიჟარა სამზარეულოში

მარტივი ჩანაფიქრია და განხორციელებაც სირთულეს არ წარმოადგენს. ამისთვის ნებისმიერი თავსახურიანი პლასტმასის ყუთი ან სარეცხი ფხვნილის კაფსულების კონტეინერი გამოგადგებათ. ასევე შეგიძლიათ უბრალო პლასტმასის ბოთლი გამოიყენოთ.

გრძელი ლურსმანი აიღეთ და ქუდის მხრიდან ბრტყელტუჩათი დაიჭირეთ. ბასრი პირი გაზქურაზე გაახურეთ და შერჩეული ჭურჭლის ძირი დახვრიტეთ. იგივე შეიძლება თხელი ჯვარედინა სახრახნისით გააკეთოთ.

ახლა შეგიძლიათ თვითნაკეთი საცერი ნიჟარასთან დაამაგროთ. ასე ხელში დაკავება არ მოგიწევთ. ჯობს კონტეინერის სახურავზე ან ბოთლის კედელზე ნახვრეტი გააკეთოთ, შემდეგ კი ონკანზე დაკიდოთ. ასეთი კონსტრუქცია ყოველთვის ეფექტური არაა. ონკანის ფორმა და ადგილმდებარეობა თვითნაკეთი ნივთის სწორად მოთავსების საშუალებას არ იძლევა.

ამ შემთხვევაში კაუჭი დაგჭირდებათ. ფილაზე მიამაგრეთ და კონტეინერი ჩამოკიდეთ. თუ საწოვარი გაქვთ, ისიც გამოგადგებათ. ყუთში საჭირო ზომის ნახვრეტი გააკეთეთ და საწოვარა დააფიქსირეთ. ამის შემდეგ საცერი შერჩეულ ადგილას მოათავსეთ.

ამას რატომ ვაკეთებთ? ჭურჭლის რეცხვისას ყველა ჭუჭყიანი წყალი საჭმლის ნარჩენებთან ერთად საცერში გაივლის. სითხე ნახვრეტებიდან დაიწურება, ხოლო საჭმლის ნარჩენები მოწყობილობის ძირში დაგროვდება. თქვენ უბრალოდ ნაგვის სანაგვე ყუთში გადაყრა, კონტეინერის გარეცხვა და მომავალ გამოყენებამდე მისი შენახვა მოგიწევთ.

ელემენტალური გამოგონება სამზარეულოს ნიჟარას გაჭედვისგან დაიცავს და დალაგებაზე დროს შეამცირებს. მის შექმნაზე 30 წუთი დაგეხარჯებათ. ყველა მასალა ხელთ გაქვთ. ნიჟარის გაჭედვა და მილის უსიამოვნო სუნი დაგავიწყდებათ. ეს ნამდვილად მუშაობს.