Connect with us

თავის მოვლა

იზრდება ისე, როგორც საფუარზე! 7 მარტივი გზა, როგორ გავიზარდოთ თმა რეკორდულად მცირე დროში და მივანიჭოთ მას დამატებითი მოცულობა

მემკვიდრეობა ძირითად ფაქტორია, რაც თმის ტიპზე გავლენას ახდენს. გარემო, საკვები და მოვლა, რა თქმა უნდა, თავის კვალს ტოვებს. რამდენად ხშირად გსმენიათ, რომ თუ ბუნებამ ლამაზი თმით არ დაგაჯილდოვათ, არაფრის იმედი არ უნდა გქონდეთ. ჩვენ ამ მოსაზრებას არ ვეთანხმებით.

თმა რომ სწრაფად გაიზარდოს, სქელი, მბზინავი და ჯანსაღი გახდეს ხელმისაწვდომ პროდუქტებზე დაფუძნებული სპეციალური ნარევი უნდა გამოიყენოთ. კოსმეტიკური ნიღაბი თმას მხოლოდ გარედან ნიღბავს, მაგრამ მის ზრდას და შიგნიდან მკურნალობას ხელს არ უწყობს. გთავაზობთ 7 ნიღაბს, რომელიც დასახულ ამოცანას უკვე ერთ თვეში გაუმკლავდება.

როგორ იზრდება თმა

ადამიანების უმეტესობას თვეში 1,5 სმ თმა ეზრდება, ანუ ყოველდღე 0,35 მმ. თვეში 20 სმ სიგრძის თმის გაზრდაზე ფიქრი მხოლოდ ღრუბლებში მოცურავე ადამიანს შეუძლია. თმის გაზრდა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ სასურველი ეფექტის გარანტიას არავინ იძლევა და ამასთან ასეთ ფაფარს ყოველთვის ბევრი პრობლემა აქვს.

თმის ზრდის დაჩქარების 7 მეთოდი

თითოეულ ვარიანტს გადახადეთ, აირჩიეთ და მისი ეფექტურობა შეამოწმეთ. მოგვიანებით, შეგიძლიათ სხვა მეთოდიც სცადოთ. თითოეულმა ინგრედიენტმა თავისი საქმე იცის და თმაზე დადებითად მოქმედებს.

1. ალოე

ალოეს ფოთოლი შუაზე გაჭერით და წვენი გამოწურეთ. სითხე თმის ძირებში მასაჟური მოძრაობით წაისვით. ასე წვენი ღრმად კანში შეაღწევს და სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს. ნიღაბი ორი საათით ან მთელი ღამით გაიჩერეთ. შემდეგ ჩვეული მეთოდით ჩამოიბანეთ.

2. ვაშლის ძმარი

თავის დაბანის შემდეგ საყვარელი კონდიციონერის ნაცვლად ვაშლის ძმარი გამოიყენეთ. არ ჩამოიბანოთ, უბრალოდ ზედმეტ სითხეს ჩამოწვეთის საშუალება მიეცით. თმა ფენით გაიშრეთ.

3. კვერცხის ცილა

ორი კვერცხის ცილა ათქვიფეთ. აქაფებული მასა თმაზე წაისვით და პოლიეთილენის პარკით შეიფუთეთ, შემდეგ თბილი ქუდი დაიხურეთ. 40 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ.

4. მდოგვის ფხვნილი

2 ს/კ მდოგვის ფხვნილი ამავე რაოდენობის ცხელ წყალში გახსენით. 1 კვერცხის გული, 2 ს/კ აბუსალათინის ზეთი და 2 ჩ/კ შაქარი დაუმატეთ. საშუალება თმაზე მთელ სიგრძეზე წაისვით. პოლიეთილენის პარკით 1 საათით შეიფუთეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ.

5. კონიაკი

რამდენიმე ცალი კვერცხი და 1 ჭიქა კონიაკი ერთმანეთს აურიეთ. ცოტა ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. თმის ძირებზე წაისვით და მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. 1 საათით გაიჩერეთ, შემდეგ თავი დაიბანეთ და გაიშრეთ.

6. ლიმონი

ნახევარი ხახვის წვენი, 1 ჩ/კ აბუსალათინის ზეთი, 1 ლიმონის წვენი და 1 კვერცხის გული ერთმანეთს აურიეთ. ნარევი წყლის ორთქლზე გააცხელეთ. ჯერ კიდევ თბილი მასა თმის მთელ სიგრძეზე წაისვით. 1 საათში ჩამოიბანეთ.

7. დარიჩინი

2 ჩ/კ დარიჩინი 4 ჩ/კ ცისფერ თიხას აურიეთ. რამდენიმე წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი დაუმატეთ. ნახევარი საათით წაისვით და შამპუნით ჩამოიბანეთ.

ერთი პროცედურის შემდეგ შედეგს ნამდვილად ვერ დაინახავთ. შედეგს უკვე თვე ნახევრის შემდეგ უნდა ელოდოთ იმი შემთხვევაში, თუ ნიღბებს კვირაში 2-3-ჯერ გაიკეთებთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

Advertisement