Connect with us

საკითხავი

თქვენ იცოდით? დიასახლისის საპნის გამოყენების 17 წარმოუდგენელი მეთოდი

დედამთილმა უნიკალური რეცეპტი გამიზიარა და ახლა უკვე სახლში დიასახლისის საპონი ყოველთვის მაქვს. ამის შესახებ ადრე რატომ არ ვიცოდი?

სწორი გამოყენების შემთხვევაში ეს მარტივი საშუალება ცხოვრებას მნიშვნელოვნად ამარტივებს. ყურადღებით წაიკითხეთ, რომელიმე ვარიანტი აუცილებლად გამოგადგებათ.

1. გაღიზიანებული კანი (სიწითლე, გამონაყარი)

მსხვილ სახეხზე მცირე რაოდენობით საპონი გახეხეთ, ცოტა თბილი, მდუღარე წყალი დაუმატეთ და ქაფის წარმოქმნამდე კარგად აურიეთ. შემდეგ 1 ს/კ მიღებული ქაფი 1 ჩ/კ წვრილ მარილს აურიეთ. მიღებული ნარევი დაზიანებულ, სუფთა სახის კანზე წაისვით და ნახევარი საათით გაიჩერეთ. შეიძლება წვის შეგრძნება გქონდეთ. ეს კანის მიკრობებისგან გაწმენდის პროცესზე საუბრობს. ნიღბის ჩამობანის დროს ცივი და ცხელი წყალი მონაცვლეობით გამოიყენეთ. ნიღბის გამოყენების პერიოდულობა: დღეში 2-3-ჯერ, მაქსიმუმ 3 კვირის განმავლობაში.

2. სახის პილინგი

ეს მეთოდი საბჭოთა კავშირის დროს ძალიან პოპულარული იყო. წვრილ სახეხზე დიასახლისის საპონი გახეხეთ. ცოტა თბილი, მდუღარე წყალი დაუმატეთ. ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. სუფთა, სახის კანზე წაისვით. კალციუმის ქლორიდში გაჟღენთილი ბამბის დისკით კანის ზედაპირი ქვემოდან ზემოთ გაიწმინდეთ. ამ პროცედურის შემდეგ სახე ახალივით იბრწყინებს!

3. თმის გაძლიერება

ჯერ კიდევ უძველესი დროიდან დიასახლისის საპონი თმის ცვენის და მტრევადობის, ასევე ქერტლის დროს საუკეთესო საშუალებად ითვლება. რეკომენდებულია, გამოიყენოთ ძვირადღირებული შამპუნის ნაცვლად, რომელიც თმას აღდგენის ნაცვლად აზიანებს. საპნის გამოყენების შემდეგ დაინახავთ, რომ თქვენი თმა უფრო ძლიერი გახდა, ახალი თმის ღეროები გაჩნდა, ხოლო ქერტლი გაქრა. იმწამსვე არა, მაგრამ 2 კვირაში ქერტლს მოიშორებთ.

4. დეპილაციის შემდეგ გაღიზიანებული კანი

კანის ანთებით უბნებზე დიასახლისის საპონი წაისვით და გამდინარე, თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.

5. კბილის ჯაგრისის სადეზინფექციოდ

კბილის ჯაგრისი დიასახლისის საპნით გასაპნეთ. ჭიქაში დილამდე გააჩერეთ. გამდინარე წყალში გარეცხეთ. ასე ყველა მიკრობი და ბაქტერია განადგურდება. ჯაგრისი – ახალივით იქნება!

6. დაზიანებით გამოწვეული შეშუპების მოხსნა

გახეხილი საპონი თბილ წყალში გახსენით და დაზიანებულ კანზე ნაზად წაისვით. პროცედურა დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ, სანამ შეშუპება არ გაქრება.

7. აბსცესის საწინააღმდეგო საშუალება

დიასახლისის საპონი და ხახვი სახეხზე გახეხეთ. თანაბარი პროპორციით შაქარს აურიეთ. ძილის წინ მზა პასტა დაზიანებულ ზედაპირზე წაისვით. დილით სუფთა ჭრილობის დანახვა გაგაოცებთ.

8. დამწვრობის დროს

დამწვრობის ადგილას საპონი იმწამსვე უნდა შეიზილოთ და ცოტა ხნით გააჩეროთ, სანამ საპონი არ გაშრება. შემდეგ გამდინარე წყლით ჩამოიბანეთ.

9. დახეთქილი ქუსლები

2 ლ თბილ, თითქმის მდუღარე წყალს 1 ჩ/კ სოდა და 1 ს/კ გახეხილი საპონი დაუმატეთ. ფეხები ამ ხსნარში ჩაყავით და ნახევარი საათით გააჩერეთ. შემდეგ რბილი სახეხით ქუსლები გაიხეხეთ და წყალი კარგად გადაივლეთ.

10. ფეხის კანზე სოკოვანი დაზიანება

დღეში 2-ჯერ ფეხები დიასახლისის საპნით გამდინარე ცივ წყალში კარგად უნდა დაიბანოთ. ბოლოს იოდით დაიმუშავეთ. პროცედურა სოკოს ნიშნების ბოლომდე გაქრობამდე გაიმეორეთ.

11. ჭრილობის დეზინფექცია

ძაღლმა გიკბინათ? გაიჭერით? დაიწვით? ჭრილობა დიასახლისის საპნით გაიწმინდეთ ან კონცენტრირებული საპნიანი ხსნარის კომპრესი დაიდეთ. პროდუქტის ანტიმიკრობული თვისება ჭრილობას დაჩირქების და ინფექციის განვითარების საშუალებას არ მისცემს. ასევე დიასახლისის საპნის ქაფი მწერების ნაკბენის დროს ქავილის მოშორებაში დაგეხმარებათ.

12. პროდუქტების ანტისეპტიკური დამუშავება

პროდუქტები (ხილი, ბოსტნეული და ხორციც) დიასახლისის საპნით გარეცხეთ. ასე „ქიმიას“ მოაშორებთ, რომლითაც პროდუქტებს მიმზიდველი სახის მისაღებად და ვადის გასახანგრძლივებლად ამუშავებენ. ამასთან ბაქტერიების დიდ ნაწილს გააქრობთ.

13. უსიამოვნო სუნის გაქრობა

„არომატული“ ფეხსაცმლის პრობლემას დიასახლისის საპონი მარტივად გაუმკლავდება. ფეხსაცმელში საპნის ნაჭერი ჩადეთ, ცხელი წყალი დაასხით და რამდენიმე საათით გააჩერეთ. შემდეგ ჩვეულებრივი მეთოდით გარეცხეთ და გააშრეთ. უსიამოვნო სუნი ფეხსაცმლიდან დიდი ხნით გაქრება.

14. მცენარეების ბუგრებისგან დაცვა

გამოცდილმა მებაღეებმა იციან, რომ საპნიანი ხსნარის დახმარებით მცენარე შეიძლება მავნებლებისა და ბუგრებისგან დაიცვათ. ამისთვის საპონი წყალში გახსენით და საფრქვეველ ბოთლში ჩაასხით. შემდეგ ამ საშუალებით მცენარის ღეროები და ფოთლები დანამეთ.

15. პაპილომას მკურნალობა

დიასახლისის საპონი პაპილომას სამკურნალოდ საკმაოდ ცნობილი და ეფექტური საშუალებაა. ამისთვის ყოველ საღამოს ახალ წარმონაქმნი საპნით დაიმუშავეთ. რამდენიმე დღეში პაპილომას ქვეშ კანი გაწითლდება – ეს შეხორცების პროცესის დაწყებას ნიშნავს და საპნის გამოყენება აღარ ღირს. რამდენიმე დღეში ახალ წარმონაქმნი გახმება და ჩამოვარდება.

16. სურდოს და ჰაიმორიტის საწინააღმდეგოდ

თანაბარი პროპორციით აიღეთ: საპონი, სპირტი, მცენარეული ზეთი, თაფლი, ხახვის წვენი. ქვაბში გააცხელეთ, მუდმივად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. მინის ჭურჭელში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ. გამოყენების წინ მალამო შეათბეთ და მასში გაჟღენთილი ტამპონები თითოეულ ნესტოში ჩაიდეთ. პროცედურა დღეში 3-ჯერ 1 კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ. ქრონიკული ჰაიმორიტის სამკურნალოდ მკურნალობა 10 დღის შემდეგ გაიმეორეთ. თუ გაცივდით და სურდო გაქვთ, ტამპონი საპნიან ხსნარში დაასველეთ და ცხვირის ნესტოები დაიმუშავეთ. ოდნავ ჩხვლეტის შეგრძნება გექნებათ, მაგრამ პროცედურა ეფექტურია. სურდოს და გრიპის შესანიშნავი პროფილაქტიკაა.

17. ღრძილების სისხლდენის დროს

თუ ღრძილებიდან სისხლდენა გაქვთ, შეგიძლიათ კბილები რბილი ჯაგრისით და საპნით გაიხეხოთ ან საპონი თითებით ღრძილებში შეიზილოთ. ამის შემდეგ პირის ღრუ წყლით ან წყალბადის ზეჟანგის და წყლის ხსნარით (1:3 პროპორცია) გამოივლეთ.