Connect with us

ჯანმრთელობა

თუ 40 წელს გადააბიჯეთ, შეიმოწმეთ ფარისებრი ჯირკვალი. მისი დისფუნქციის დროს ქათმის კვერცხი შეუცვლელი წამალია!

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების საკმაოდ გავრცელებული სიმპტომებია ნერვოზი, გაღიზიანებადობა და დეპრესა. კვერცხის მირთმევა კი ამ დროს ყველაზე მარტივი საშუალებაა სიტუაციის გამოსასწორებლად.
აღნიშნული ორგანოს ჯანმრთელობა ჩვენი ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესია: იგი პასუხს აგებს ნერვული სისტემისა და ფსიქიკის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, რეპროდუქციული და ძვალ-კუნთოვანი სისტემების მდგომარეობაზე. თუ ფარისებრი ჯირკვალი მწყობრიდან გამოდის, ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებსაც იწვევს, რაც, ყველაზე უფრო ხშირად, 40+ ასაკის ქალბატონებს ემართებათ.

ფარისებრი ჯირკვლის ორი მთავარი ჰორმონია ტრიიოდთირონინი(Т3) და თიროქსინი(Т4), რომლებიც თიროზინისა და იოდისგან შედგება. Т3 ბიოლოგიურად აქტიური, ხოლო Т4 –  პასიური ჰორმონია, სანამ Т3-ად არ იქცევა.

ფარისებრი ჯირკვალი, ასევე, შეიცავს კალციტონინს, რომელიც იცავს კალციუმის ოპტიმალურ დონეს, ააქტიურებს მინერალების მიმოცვლას, ინარჩუნებს ძვლოვანი ქსოვილების სიმთელეს და აჩქარებს მათ რეგენერაციას. თუ სისხლში ამ კონცენტრაციის დონე დასაშვებზე მაღალია, ეს ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვების, პროსტატის, სარძევე ჯირკვლების ონკოლოგიების, ანემიის ან ჰიპერპლაზიის ნიშანი შეიძლება იყოს.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ადრეული სიმპტომები, პრაქტიკულად, შეუმჩნეველია, ამიტომ პირველ სტადიებზე დიაგნოსტირება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, წინასწარ უნდა იზრუნოთ ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობაზე ოპტიმალური დიეტის შერჩევით.

კვერცხის გულის სარგებელი ფარისებრი ჯირკვლისთვის

როგორც ნებისმიერი სხვა ორგანო ჩვენს სხეულში, ფარისებრი ჯირკვალი დამოკიდებულია საკვები ნივთიერებებით მუდმივად გამოკვებაზე. კვერცხის გული ფარისებრი ჯირკვლისთვის უმნიშვნელოვანესი ნივთიერებების წყაროა.

თიროზინი

ეს ამინომჟავაა, რომელიც ცილოვანი საკვებისგან აითვისება და ორგანიზმშიც გამომუშავდება სხვა ამინომჟავის – ფენილალანინისგან. თიროზინი – კარგი განწყობის ფორმულაა, რომელიც გათავისუფლებთ შიშისა და შფოთვისგან, გეხმარებათ სტრესთან ბრძოლაში. ორ ქათმის კვერცხში 0..5 გ თიროზინი და 0.7 გ ფენილალანინია (როცა დღიური ნორმა 1-5 გ-ა).

იოდი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, იოდის დეფიციტი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ბავშვებში გონებრივი დარღვევებისა. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობის იოდი მთელი ცხოვრების მანძილზე, რათა ფარისებრმა ჯირკვალმა შეძლოს ჰორმონების წარმოება. ერთი კვერცხის გული ორგანიზმს 12 მკგ იოდს მისცემს, ეს კი 150 მკგ დღიური ნორმის 8%-ია.

სელენი

ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამოყოფილი ჰორმონების დაახლოებით 90%-ს შეადგენს Т4, რომელიც აქტიურ ჰორმონ Т3-ად იქცევა. ეს სელენზე დამოკიდებული ფერმენტების საშუალებით ხდება. ამასთან, სელენს შეუძლია როგორც Т3-ის გააქტიურება, არამედ მისი გადაქცევა ისევ Т4-ად. აი, რატომაა სელენი ასე მნიშვნელოვანი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რეგულირებისთვის.

ქათმის კვერცხით მკურნალობა, რა თქმა უნდა, უჩვეულო, თუმცა ძალიან ეფექტური პროცედურა პრობლემების დასაძლევად.

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ მოცემული ორგანო რთულ ურთიერთდამოკიდებულებაშია სხვა ჯირკვლებთან და ბიოქიმიურ პროცესებთან. ნებისმიერი ნაწილის დისბალანსი იმოქმედებს მთელ სისტემაზე, ამიტომ მკურნალობა ადაპტირებული უნდა იყოს კონკრეტულ გამომწვევ მიზეზზე.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.

Advertisement