Connect with us

თავის მოვლა

თუ პირის ღრუში უსიამოვნო სუნი გაწუხებთ, გამოიყენეთ ეს მარტივი საშუალება. პრობლემა მყისიერად გაქრება

თეთრი კბილები, ჯანსაღი ღრძილები და ლამაზი ღიმილი – წარმატებისა და თავდაჯერებულობის საწინდარი. პირის ღრუს სრულფასოვანი მოვლა მხოლოდ რეგულარულად კბილების გამოხეხვას ნამდვილად არ გულისხმობს. ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს ხშირად გვაწუხებს ისეთი უსიამოვნო მოვლენა, როგორიც პირის ღრუში უსიამოვნო სუნის გაჩენაა, რაც არამხოლოდ არასწორი ჰიგიენით, არამედ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობითაც შეიძლება იყოს განპირობებული.

როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი პირის ღრუში

მოცემული პრობლემის გადასაჭრელად, როგორც წესი, ადამიანების უმრავლესობა სპეციალურ სავლებ საშუალებებს იყენებს. სამწუხაროდ, ასეთი პროდუქტები ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, თანაც მათი ეფექტურობა ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. გარდა ამისა, ყველაზე სამწუხარო სწორედ ის ფაქტია, რომ მაღაზიების დახლებზე და აფთიაქებში შემოთავაზებული მსგავსი საშუალებები სხვადასხვა მავნე ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს და აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას.

დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარ ძალიან ეფექტურ საშუალებას, რომელიც მარტივად, მინიმალურ დროში გაგათავისუფლებთ მოცემული პრობლემისგან. დაამზადეთ ეს სავლები საშუალება საკუთარი ხელით, რეგულარულად გამოიყენეთ ის და პირის ღრუდან ამომავალი უსიამოვნო სუნი წარსულში დარჩება.

ინგრედიენტები:

  • 1 ლიმონი
  • 200 მლ თბილი წყალი
  • 0,5 ს.კ. დარიჩინი
  • 1,5 ს.კ. თაფლი
  • 0,5 ან 1 ჩ.კ. საჭმელი სოდა

მომზადება:

1. გაამზადეთ ბოთლი, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური. ჩაწურეთ მასში 1 ლიმონის წვენი და დაამატეთ ნახევარი სუფრის კოვზი დარიჩინი. კარგად შეანჯღრიეთ.

2. მოცემული რაოდენობით თაფლში ჩაამატეთ საჭმელი სოდა, გადაურიეთ და მზა ნარევი ჩაამატეთ ბოთლში.

3. ჩაასხით თბილი წყალი, ბოთლს დააფარეთ თავსახური და კიდევ ერთხელ კარგად შეანჯღრიეთ შიგთავსი.

4. ყოველ ჯერზე კბილების გამოხეხვის შემდეგ კარგად გამოივლეთ ეს საშუალება პირის ღრუში.

მოცემული ნარევი არაჩვეულებრივად ადეზინფიცირებს პირის ღრუს და აქვს სასარგებლო გავლენა ღრძილებზე. მისი დახმარებით თქვენ მინიმალურ ვადაში, თანაც მინიმალური ძალისხმევით გადაჭრით უსიამოვნო სუნის პრობლემას.

მზა საშუალების შენახვა შეგიძლიათ მაქსიმუმ 3 კვირის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ მისი ეფექტი ნულს უტოლდება.

ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!