Connect with us

ტესტები

თუ მხოლოდ 1 წუთს დახარჯავთ, თქვენს ფსიქოლოგიურ პორტრეტს შექმნით

შეიძლება თუ არა პიროვნების ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა მხოლოდ 1 წუთში? სრულფასოვანი და ღრმა პორტრეტის შექმნა ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ხასიათის მთავარი ნიშნების შეფასებას და რაღაცის გაგებას მარტივად შეძლებთ. ამისთვის ფსიქოლოგიური ტესტები არსებობს. ისინი პიროვნების სხვადასხვა მხარის გამოვლენასა და საკუთარი თავის უკეთ გაგებაში გვეხმარება.

Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ და საინტერესო ტესტებს, რომელზეც მხოლოდ რამდენიმე წუთს დახარჯავთ.

პიროვნების ფსიქოლოგიური პორტრეტი

თქვენთვის 3 მარტივი ტესტი შევარჩიეთ. თითოეული თქვენი ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნაში დაგეხმარებათ და თქვენს საიდუმლო მხარეებს გამოაშკარავებს. მზად ხართ? მაშინ დავიწყოთ.

ტესტი №1

არსი მარტივია: სურათს შეხედეთ და გვითხარით, რა დაინახეთ პირველად. ყურადღებით დათვალიერება არ სცადოთ. უბრალოდ შეხედეთ და დაასახელეთ, რა დაინახეთ პირველად.

ახლა გავიგოთ, რას ამბობს ეს ტესტი თქვენს შესახებ. აქ, შეგეძლოთ დაგენახათ სამი რამ: მთვარე, ნაძვის ხეები ან სპილო. რა დაინახეთ?

მთვარე

თუ მთვარე დაინახეთ, დიდი ალბათობით, ინტროვერტი ხართ. ჩაკეტილი ადამიანი ხართ, ხალხთან დაახლოება გიჭირთ. დეტალების მიმართ ყურადღებიანი ხართ და საგნის არსის დანახვა შეგიძლიათ.

ნაძვის ხეები

უნიკალურ აზროვნებას ფლობთ. ყველაფერზე საკუთარი აზრი გაქვთ, მაგრამ ზოგჯერ სხვებთან საერთო ენის პოვნა გიჭირთ. ცოტა უფრო თავდაჯერებული უნდა იყოთ, რომ ზეწოლას გაუძლოთ.

სპილო

ძალიან ღრმა ადამიანი ხართ. წვრილმანებზე ყურადღების გაფანტვა და დროის დახარჯვა არ გიყვართ. თუ ღრმა მიზანი გაქვთ, ნებისმიერი სილულელე გზიდან ვერ გადაგახვევინებთ.

ტესტი №2

მეორე სურათის დროა. არსი იგივეა: შეხედეთ და უპასუხეთ, რა დაინახეთ.

აქ, შეგიძლიათ იხილოთ ლომი ან ვიდეოკამერა. რა დაინახეთ პირველად?

ვიდეოკამერა

პრაგმატული ადამიანი ხართ, რომელსაც ყველაფრის დაგეგმვა უყვარს. არაფერი გამოგრჩებათ, ნებისმიერ წვრილმანს ამჩნევთ. დარწმუნებული ხართ, რომ ყურადღების გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

ლომი

მტკიცე ნებისყოფის და ძლიერი პიროვნება ხართ. ბედის გამოწვევებს არასდროს გაურბიხართ და მათ თამამად ხვდებით. საკუთარ თავში რწმენა ურყევია.

ტესტი №3

ბოლო ტესტი დღეს. გამოსახულებას შეხედეთ და გაიგეთ, როგორია თქვენი პიროვნების ბოლო ნაწილი.

ამ სურათზე შეგიძლიათ დაინახოთ: ქალაქი, ფეხები და კოსტიუმი.

ქალაქი

გულახდილი და გულწრფელი ადამიანი ხართ. თქვენთვის წარმატება და მიზნის მიღწევა ყოველთვის მნიშვნელოვანია. მისკენ თავაწეული მიიწევთ. ყველა თვლის, რომ თავდაჯერებული ხართ, მაგრამ ხშირად შფოთვა გსტუმრობთ.

ფეხები

პირდაპირობა თქვენი მეორე სახელია. დარწმუნებული ხართ, რომ სჯობს ადამიანს მთელი სიმართლე პირში უთხრათ, ვიდრე მისი სიამოვნება სცადოთ. ეს ცუდი თვისება არაა, მაგრამ ხშირად დისკომფორტს ქმნის.

კოსტიუმი

შეიძლება ითქვას, რომ კონსერვატორი ხართ. ყველა წესს იცავთ, ტრადიციებს აფასებთ და სამუშაოს იდეალურად ასრულებთ. ამის გამო გაფასებენ, თუმცა ეს შეიძლება დამღლელი იყოს.

ვიმედოვნებთ, რომ ამ საინტერესო ტესტებით საკუთარი თავი უკეთ გაიცანით და ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა შეძელით. მიღებული ინფორმაციით ყველას საკუთარი დასკვნების გამოტანა შეუძლია. შესაძლოა, ასე შეცდომებზე მუშაობა და ცხოვრების შეცვლა შეძლოთ!

Advertisement