Connect with us

თავის მოვლა

თუ კანზე ნაოჭები გაგიჩნდათ და მან სიმტკიცე დაკარგა, ბროწეულის ნიღაბი აუცილებლად დაგეხმარებათ. ნამდვილი რევოლუცია კოსმეტოლოგიაში

კრემებს და შრატებს ახალი კენკრის, ხილის და ბოსტნეულის სარგებლის 100 %-ით მოცემა ნამდვილად არ შეუძლია. მომავალში კოსმეტოლოგებმა გამაახალგაზრდავებელი სახლის მეთოდები შეიძლება უკან მოიტოვონ, მაგრამ არა ახლა. თუმცა არის რაღაც, რასაც ბევრმა უცხოურმა კომპანიამ უკვე ყურადღება მიაქცია.

Primavera, Dr. Scheller, Bioturm და სხვა ფირმებმა ყურადღება მიაქციეს ხილს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ხელთ გვქონდა. მასში შემავალი ანტიოქსიდანტების რაოდენობა მწვანე ჩაის, ფორთოხლის და წითელი ღვინის რაოდენობას ორჯერ აჭარბებს! ახალგაზრდობის, მბზინვარე თმის და გლუვი კანის საიდუმლო არის ბროწეული.

ბროწეული კანისთვის

თითქმის მთელი წლის განმავლობაში ეს ეგზოტიკური ხილი სუპერმარკეტებში იყიდება. ბროწეულის რეგულარული მოხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემის და კუჭ-ნაწლავთა ტრაქტის მუშაობს აუმჯობესებს. მასში შემავალი ფიტოესტროგენები ქალის ძლიერი ჯანმრთელობის გასაღებს წარმოადგენს.

რა მოხდება, თუ ბროწეულის წვენს სახესა და თმაზე წაისვამთ? არსებობს მიზეზი, რის გამოც ეს საშუალება ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ჩვენთვის ჩვეული კიტრი, ჟოლო, მარწყვი და ბუნების სხვა საჩუქარები.

როგორც წესი, ერთი საშუალება საკმარისი არაა, რომ ყოველი მესამე და მეხუთე ათწლეულის შემდეგ ახალგაზრდობა შეინარჩუნოთ. რომ არა ბროწეული! ბროწეულის ყველა ნაწილი (კურკა, რბილობი, წვენი, ქერქი) კოსმეტოლოგიაში გამოიყენება და თავისი ხაზი გააჩნია.

1. ანტიოქსიდანტი პუნიკალაგინი და ფოლიუმის მჟავა კანს ტოქსინებისა და გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს, ამასთან დაბერების პროცესს ორჯერ უფრო მეტად აფერხებს.

2. ბროწეულის ზეთი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, კანს ღრმად ატენიანებს და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ის კანის უჯრედებს აღადგენს, სახის ფერს აუმჯობესებს და პიგმენტურ ლაქებს ებრძვის.

3. ბროწეულის წვენი კანს ათეთრებს და ფორებს ავიწროებს.

4. ომეგა 5 კანს ტენის შენარჩუნებაში ეხმარება (რაც ძალიან მნიშნველოვანია, რადგან ასაკთან ერთად ტენის შენარჩუნება სულ უფრო რთული ხდება).

5. მინერალები, ვიტამინები და ცხიმოვანი მჟავები კოლაგენის წარმოებაში მონაწილეობენ, ნაოჭების სიღრმეს ამცირებენ და კანის ელასტიკურობას ზრდიან.

Derma Consult Concept Gmbh-ის კვლევამ დაამტკიცა, რომ ნატურალურ კრემებში ბროწეულის დამატება ნაოჭებს 17%-ით ამცირებს.

შამპუნი ბროწეულის წვენით თმას აძლიერებს, უფრო ჯანმრთელს და მბზინვარეს ხდის. ბროწეულის ზეთით ექსპერიმენტის ჩატარება სცადეთ და თმის გასაძლიერებელ ნიღაბში სხვა ზეთის ნაცვლად გამოიყენეთ.

სახის ნიღაბი ბროწეულით ლიფტინგის ეფექტით

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჩ/კ ბროწეულის რბილობი
  • 1 ს/კ არაჟანი
  • 1 ჩ/კ ბროწეულის ზეთი

ყველა ინგრედიენტი აურიეთ და კანზე 15 წუთით წაისვით. შემდეგ ჩამოიბანეთ. სახის ნიღაბი ჩამოწელილ კანს ეფექტურად არბილებს, ამშვიდებს და ღრმად კვებავს. შესამჩნევი შედეგის მისაღებად პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ ჩაიტარეთ.

ჩვეულებრივ ხილის ნიღბებში ბროწეულის წვენის დამატება მათ მოქმედებას გააძლიერებს. გახეხილი ბროწეულის ქერქი ცხიმოვან მბზინვარებს აქრობს და ფორებს ავიწროებს. 1 ს/კ ახლადგამოწურული ბროწეულის წვენის და 2 ს/კ ზეითუნის ზეთის შერევით მგრძნობიარე, მშრალი კანის ლოსიონს მიიღებთ.

ახალგაზრდობა შიგნიდან შეინარჩუნეთ! 1 ჭიქა ბროწეულის წვენი C ვიტამინის მარაგს აღადგენს. ყურადღებით იყავით, რომ ყალბი პროდუქტი არ შეგხვდეთ – მისგან არანაირი სარგებელი არ გექნებათ!