Connect with us

ყვავილები

თუ ეს გააკეთეთ, დაივიწყეთ მაგნოლიის ყვავილობა მომდევნო 10 წლის განმავლობაში

მაგნოლია ულამაზესი მცენარეა, რომელსაც ყველაზე აყვავებული ბაღის დამშვენებაც შეუძლია. იზრდება შორეულ აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. მათ გაზრდას ჩვენს ქვეყანაშიც ცდილობენ, თუმცა ყველას არ გამოსდის.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ შეიძლება შეწყდეს ყვავილობა. ეს დიდი დარტყმაა, რადგან მაგნოლია ულამაზესად ყვავის, თან სასიამოვნო არომატს აფრქვევს. რატომ ჩნდება პრობლემა და შეიძლება თუ არა გამოსწორება?

მაგნოლიის ყვავილობა

გამოცდილმა მებაღეებმა იციან, მაგნოლია ყვავილების კვირტების ფორმირებას ადრე შემოდგომაზე იწყებს. ამ კვირტების წყალობით მომავალ გაზაფხულზე ყვავილობს. კვირტები ცივ შემოდგომაზე და ზამთარში ხშირად იყინება, რის გამოც მაგნოლია არ ყვავის.

მცენარის ზოგიერთი ჯიში ყინვისა და ცივი ქარის მიმართ უფრო მგრძნობიარეა, ამიტომ მკაცრ რეგიონებში მისი გაზრდა რეკომენდებული არაა. ყინვაგამძლე მაგნოლიაც ქარისგან დაცულ ადგილას უნდა დარგოთ.

აღსანიშნავია, რომ მიწაში აზოტის სასუქის დამატება დაბალი ტემპერატურის მიმართ მცენარის მგრძნობელობას ზრდის. აგვისტოში ფოსფორით და კალიუმით მდიდარი სასუქი შეგიძლიათ დაუმატოთ. ამ მიკროელემენტების წყალობით ზამთრისთვის მომზადებას შეძლებს.

ყვავილობის შეწყვეტის ერთ–ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მაგნოლია თესლიდან გაიზარდა. თესლით გაზრდისას რამდენიმე წელი სჭირდება, რომ აყვავილდეს. არის შემთხვევები, რომ თესლით გაზრდილი დიდი მაგნოლია მაინც არ ყვავის. ზოგჯერ 10 წელი უნდა ელოდოთ, რომ მაგნოლიის ყვავილობა დაინახოთ. მოთმინების მოკრეფა მოგიწევთ.

გირჩევთ, მყნობით გამრავლებული ნერგები შეიძინოთ. ასე უახლოეს წლებში ლამაზი მცენარის ყვავილობას იხილავთ.

უნდა გახსოვდეთ, რომ მაგნოლიასთვის უნდა შეირჩეს თბილი, მზიანი და ქარისგან დაცული ადგილი. უხვი ყვავილობისთვის სასუქის დამატება მოგიწევთ. მორწყვა არ დაგავიწყდეთ. განსაკუთრებით მშრალ შემოდგომაზე, როცა სითხე ახალფორმირებულ კვირტებს სჭირდება.

მაგნოლია გასხვლას მტკივნეულად იტანს. უმჯობესია, რომ ეს პროცედურა ჩაუტაროთ მაისში, როცა ყვავილობა დასრულდება. მოაჭერით როგორც ძველი და დაზიანებული ტოტები, ასევე ტოტების წვერი, სადაც ყვავილობა დასრულდა. სწორი გადაჭრით ბუჩქს გაახალგაზრდავებთ, ახალ სიცოცხლეს შთაბერავთ. ახალგაზრდა მაგნოლია უმჯობესია არ გადაჭრათ.

Advertisement