ყვავილები
თუ ადამიანს სიკეთეს უსურვებ, ყვავილი ქოთნით არასოდეს აჩუქოთ. ცუდი ნიშანია
ყვავილი დაბადების დღეზე, ქორწილზე ან ნებისმიერ სხვა დღესასწაულზე საჩუქრად გამოგადგებათ. ლამაზი ყვავილების თაიგულის გარეშე საზეიმო ღონისძიება ძნელი წარმოსადგენია. რაც შეეხება ყვავილებს ქოთნებში? მასაც ხშირად ჩუქნიან და იღებენ. ხშირად მიზეზი არაოფიციალურია, მაგრამ არსი არ იცვლება.
ჩემი აზრით, ქოთნის საჩუქრად მიღება, თუ სახლში ყვავილების გაზრდა გიყვართ, ნორმალურია. ადამიანები, რომელთაც ცრურწმენების და ნიშნების სჯერათ, გვაფრთხილებენ: არავითარ შემთხვევაში აჩუქოთ ყვავილები ქოთნით. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ არ შეიძლება ყვავილების ქოთნით ჩუქება.
ყვავილები საჩუქრად
ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ეს აქტუალური თემაა, სანამ არ გავესაუბრე მეგობარს, რომელიც სახლში მცენარეებს ზრდის. ერთხელ მითხრა, რომ მეგობარმა გაუზიარა იის ნერგი, რომელიც აყვავდა. 1 თვეში ამ ქალის ყველა ყვავილი დაჭკნა!
იქნებ, დამთხვევაა, მაგრამ ისტორია განმეორდა, როცა იგივე დედაჩემის დაქალმა გააკეთა. თავის ნაცნობთან ნერგები გაცვალა, ამის შემდეგ ყველა მცენარე გახმა. რაღაც თავდასხმაა.
რა თქმა უნდა, ამდენი უსიამოვნების შემდეგ ინტერნეტ სივრცეს მივმართე, რომ გამეგო, რა იყო ბოროტების მიზეზი. აღმოჩნდა, რომ ერთ–ერთი ნიშნის მიხედვით სხვა მებაღისთვის ნერგის ჩუქება არ შეიძლება. თითქოს, დედა მცენარე ბრაზდება, რომ შვილს ასე ართმევენ. შედეგად, დედაც კვდება და შვილიც. ამის თავიდან აცილება შეიძლება, თუ ნერგისთვის სიმბოლურ თანხას გადაიხდით. თეთრიც საკმარისია.
ძველი ცრურწმენაა. მაშინ გაჩნდა, როცა ნერგის ყიდვა რთული იყო. ხალხი ერთმანეთს ნერგებს პარავდა, ხოლო მცენარის გვერდით საფასურის სახით მონეტას მარხავდა.
არ არსებობს ლოგიკური ახსნა, რატომ ვერ ხარობს ნაჩუქარი ნერგი და კვდება დედა მცენარე. რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე არ ხდება. თუმცა ცრურწმენა არ იარსებებდა, ხანდახან ასე ნამდვილად რომ არ მომხდარიყო.
ღირს თუ არა ყვავილების ქოთნით გაჩუქება?
ნერგების თემა გავარკვიეთ, რა პრობლემა აქვს ყვავილებს ქოთანში? ის ხომ ნამდვილად არ უნდა ამოიწვეროს, თუ მასზე სწორად იზრუნებთ. პრობლემა სხვა რამეშია. ნესტიანი მიწა ქოთანში დაკრძალვის სულს განასახიერებს. როცა ვინმეს ქოთანს ჩუქნით, გაუცნობიერებლად მარადიული განსვენების ადგილას მოხვედრას უსურვებთ.
თუ ვინმეს ყვავილს ქოთნით ჩუქნით, უნებლიედ უბედურებას უსურვებთ. ამან შეიძლება არ იმუშაოს, თუ ადამიანს მსგავსი ცრურწმენების არ სჯერა. თუ ნიშანი გაწუხებთ, ხოლო საჩუქარზე უარის თქმა არ გსურთ, სანაცვლოდ თეთრი მიეცით. სიმბოლური გადასახადი მცენარის მოქმედებას ანეიტრალებს.
გარდა ამისა, ყვავილს მთელი ნეგატიური ენერგეტიკა შეგიძლიათ მოაშოროთ. ამისთვის მცენარის ფოთლები შხაპის ქვეშ უნდა გარეცხოთ. ასევე სხვა მიწაში გადარგოთ. უკეთესია, თუ დრენაჟს და სპეციალურ ნარევს გამოიყენებთ.
საინტერესოა, რომ სრულიად საპირისპირო ნიშანიც არსებობს. თუ ყვავილს ქოთნით გჩუქნიან, თქვენი თილისმა და სახლისთვის ამულეტი ხდება. ამავდროულად, მცენარე გარკვეულ დროში შეიძლება გახმეს, ეს ნორმალურია. ამრიგად, სიგნალს გაძლევთ, რომ სახლში მთელი ნეგატიური ატმოსფერო დამარცხებულია, ჯადო (თუ იყო) მოხსნილია, ხოლო ბალანსი აღდგენილი.
ამ შემთხვევაში, ყვავილს მადლობა უნდა გადაუხადოთ და აუცილებლად მიწაში დამარხოთ. გამოდის, ნიშნები მუშაობს, თუ გჯერათ? დაგვეთანხმეთ, ხშირად ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რასაც სინამდვილეში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობთ, ცრურწმენაც ასე მუშაობს.