Connect with us

ჯანმრთელობა

თრომბი – 7 ნაადრევი სიმპტომი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგრჩეთ

თრომბი – სისხლის შედედება, რომელიც იქმნება მაშინ, როცა სისხლი სქელი და მკვრივია. ეს თვისება სასარგებლოა ტრავმის დროს, როცა შეხორცება სწრაფად ხდება. ხშირად თრომბი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის შეიძლება სახიფათო იყოს. რისკი მატულობს, თუ ცოტა ხნის წინ თვითმფრინავით, ავტომობილით ან ავტობუსით დიდხანს იმოგზაურეთ; თუ ორალური კონტრაცეპტივები მიიღეთ; თუ მჯდომარე ცხოვრების წესს მისდევთ. თრომბის პირველი სიმპტომების ცოდნა და სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა მნიშვნელოვანია.

ფეხის კრუნჩხვები

ბევრი პაციენტი, რომელთაც ქვედა კიდურებში თრომბი ჰქონდათ, ამბობს, რომ უშუალოდ შეტევის წინ ფეხის კრუნჩხვები ხშირად აწუხებდა. თუ ეს თქვენი შემთხვევაა, ექიმს აუცილებლად მიმართეთ. თუ თრომბს გამოტოვებთ, შედეგები ნამდვილად სერიოზული იქნება.

ჩხვლეტა კიდურებში

ნაცნობია სიტუაცია, როცა თითქოსდა ასობით ნემსი ხელებში ან ფეხებში გჩხვლეტთ? თუ სიმპტომი ხშირად გაწუხებთ და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჩხვლეტა მხოლოდ ერთ ხელში ან ფეხში გაწუხებთ, რაც ექიმს შეიძლება სწრაფად მიმართეთ. მსგავსი გაშეშება შეიძლება თრომბის ერთ-ერთი კლასიკური სიმპტომი იყოს.

კანის სიმკრთალე

თრომბი სისხლის ნორმალურ მიმოქცევას აფერხებს, შედეგად კანის გარკვეული ნაწილი მკრთალი ხდება. თუ შეამჩნიეთ, რომ ერთ-ერთი ფეხი (ან მის მიმდებარედ) მეორეზე უფრო მკრთალია, ექიმს სასწრაფოდ მიმართეთ – ეს სერიოზული სიგნალია.

კანის ტემპერატურის ცვლილება

თრომბის კიდევ ერთი გავრცელებული ნაადრევი სიმპტომი – კანის ზედაპირის ტემპერატურის ცვლილება. სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო თრომბის წარმოქმნის ადგილას კანი უფრო ცივი ან უფრო თბილი ხდება – ეს ექიმთან სასწრაფოდ მიმართვის საბაბია!

ზურგის ტკივილი

თუ პერიოდულად ზურგის ტკივილი გაწუხებთ და თრომბში ეჭვი არ გეპარებათ, სულ ტყუილად. თუ სისხლის შედედება მენჯის ღრუში ან ერთ-ერთ მუცლის ვენაში იქმნება, ის თავს სწორედ ზურგის ტკივილით იჩენს. თუ მსგავსი სიმპტომი შეამჩნიეთ, ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ.

ჭარბი ოფლდენა

ამ სიმპტომმა უნდა შეგაშფოთოთ, თუ რომელიმე სხვა ნაადრევ სიმპტომთან კომბინაციაში ჩნდება. ხშირად ჭარბი ოფლდენა ჩნდება მაშინ, როცა თრომბი გულის ან ფილტვების არეში წარმოიქმნება – ძალიან სახიფათო სიმპტომი.

ქოშინი

კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც ფილტვებში თრომბის გაჩენაზე გაფრთხილებთ – ქოშინი. ექიმს აუცილებლად მიმართეთ, თუ რაღაც მსგავსი შეამჩნიეთ – ეს ნამდვილად სერიოზული შეიძლება იყოს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.