ვიდეო
თმის მოცულობის გაზრდას შინაურული საშუალებების დახმარებით შეძლებთ
გთავაზობთ შინაურულ საშუალებას თმის მოცულობის გასაზრდელად და თმის ცვენის შესაფერხებლად.
ამ რეცეპტში ნახავთ, რომ ეთერზეთების ნარევით კარგი შინაურული შამპუნის მიღება შეიძლება, რომელიც თმას გააძლიერებს და თმის ცვენას შეამცირებს.
ნახეთ, რა დაგჭირდებათ თმის აუცილებელი მოცულობის მისაღწევად
ინგრედიენტები:
- 250 მლ ნატურალური შამპუნი (სუნის გარეშე)
- 10 წვეთი ბეგქონდარას ეთერზეთი
- 10 წვეთი ლავანდას ეთერზეთი
- 30 წვეთი როზმარინის ეთერზეთი
ინსტრუქცია:
პირველ რიგში, ყველა ინგრედიენტი აურიეთ და მინის ან პლასტმასის ბოთლებში გადაანაწილეთ. ნარევი გამოყენებამდე 24 საათით გააჩერეთ. მეორეც, მისი გამოყენება ტრადიციული შამპუნის გამოყენებას ძალიან ჰგავს. გამოყენებული რაოდენობა თმის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.
შამპუნის წაისვით და 3 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კარგად დაიმასაჟეთ და ჩამოიბანეთ. შამპუნის თვალში მოხვედრა არ დაუშვათ. რეკომენდებულია, მისი ყოველდღე გამოყენება.
შინაურული საშუალება დიდი მოცულობის მისაღებად და თმის ზრდის დასაჩქარებლად
ამ შემთხვევაში შინაურული საშუალება ალოეს გელს შეიცავს, რომელიც ჯანსაღი და ძლიერი თმის ფოლიკულების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ასევე რეცეპტი შეიცავს როზმარინს და კედარს, რომელიც მოცულობას ზრდის და თმას ძალებს მატებს.
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ ჟოჟობას ზეთი
- 15 წვეთი როზმარინის ეთერზეთი
- 15 წვეთი კედრის ეთერზეთი
- 60 მლ ალოეს გელი
პატარა თასში ჟოჟობას ზეთი, როზმარინის და კედრის ეთერზეთი აურიეთ. ამის შემდეგ ალოეს გელი დაუმატეთ. მიღებული ნარევი ბოთლში ან ქილაში გადაანაწილეთ. 1 ჩ/კ ნარევი თავის კანზე ძილის წინ წაისვით და 5 წუთით დაიმასაჟეთ. თმის მოცულობის გასაზრდელად ეს შინაურული საშუალება შეგიძლიათ ყოველდღე გამოიყენოთ.
შინაურული საშუალება თმის მოცულობის გასაზრდელად და თავის კანის სტიმულაციისთვის
როზმარინი სისხლის მიმოქცევას ხელს უწყობს, რაც თმის მოცულობის მიღწევასა და თავის კანის სტიმულაციაში დაგეხმარებათ.
ინგრედიენტები:
- 3 წვეთი როზმარინის ეთერზეთი
- 3 წვეთი ლავანდას ეთერზეთი
- 1 ჩ/კ გვირილა
სამივე ინგრედიენტი აურიეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ამის შემდეგ თავის კანზე წაისვით და ენერგიულად დაიმასაჟეთ.