Connect with us

თავის მოვლა

თმის ლამინირება სახლის პირობებში. მდგრადი ეფექტი ნარჩუნდება 14 დღით

თმის ლამინირება და კერატინით დასწორება – ყველაზე პოპულარული პროცედურები კოსმეტიკურ სალონებში. იდეალურად სწორი თმის მისაღებად, ლამაზი სქესის წარმომადგენლები მზად არიან, რეგულარულად გაიღონ საკმაოდ დიდი თანხა.

მსგავსი პროცედურების ეფექტი გრძელდება მხოლოდ 3 კვირას. მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა მხოლოდ სამი პროცედურის შემდეგ. კოსმეტიკურ სალონებში ჩატარებული მსგავსი პროცედურების შედეგად ჩვენი თმა საგრძნობლად ზიანდება, რაც ძალზედ სამწუხაროა. ჩვენი თმის ფოლიკულები ვეღარ ახერხებს აღდგენას და თავს იჩენს მრავალი ისეთი პრობლემა, რომელიც ლამაზი სქესის წარმომადგენლებს უდიდეს დისკომფორტს უქმნის.

ჩვენი რედაქცია დღეს წარმოგიდგენთ ნატურალურ რეცეპტს სახლის პირობებში თმის ლამინირებისთვის. მოცემული საშუალება სასურველ ეფექტს 14 დღის განმავლობაში შეგინარჩუნებთ.

ნიღაბი სახლის პირობებში თმის ლამინირებისთვის

ინგრედიენტები:

  • 100 გრამი ქოქოსის რძე;
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი;
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი;
  • 1,5 ს.კ. კარტოფილის სახამებელი.

მომზადება:

1. შეურიეთ კარტოფილის სახამებელი და ლიმონის წვენი ერთმანეთში. კარგად გადაურიეთ.

2. მიღებული ნარევი მოათავსეთ პატარა ზომის ქვაბში, ჩაამატეთ ქოქსის რძე და ზეითუნის ზეთი. მუდმივი მორევის პირობებში გააცხელეთ ნარევი, თუმცა არ მიიყვანოთ დუღილამდე.

როდესაც მიღებული მასა გაბლანტდება, წაისვით ის ტენიან თმაზე. კარგად გაინაწილეთ თმის სიგრძეზე. დაიფარეთ თავზე პოლიეთილენის პარკი და შემოიხვიეთ პირსახოცი. დაიტოვეთ ეს საშუალება თმაზე სამოქმედოდ 45 წუთით და შემდეგ დაიბანეთ თავი შამპუნის გამოყენებით.

თქვენ გასაოცარ ეფექტს უკვე პირველი პროცედურის შემდეგ მიიღებთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება დაქალებისთვის, ისინი მადლიერები დარჩებიან.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.