Connect with us

ჯანმრთელობა

თეთრი პური, პოპკორნი და კიდევ 5 პროდუქტი, რომლის ჭამაც 30 წლის შემდეგ არ ღირს

მავნე საკვები ნებისმიერ ასაკში მავნეა, მაგრამ 30 წლის შემდეგ, როცა გაცვლითი პროცესები მკვეთრად შენელებას იწყებს, კვების ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეს პროდუქტები რაციონიდან უნდა გამორიცხოთ, თუ ახალგაზრდობის და ჯანმრთელობის დიდხანს შენარჩუნება გსურთ.

იოგურტი შემავსებლით

იოგურტი, როგორც ყველა რძის მჟავე პროდუქტი, უდაოდ სასარგებლოა, რასაც მის არომატულ ვერსიებზე ვერ იტყვით. პლასტმასის ქილაში ერთი პორცია ხილის იოგურტი დაახლოებით 47 გრ შაქარს შეიცავს და ეს დღიურ ნორმაზე 1,5-ჯერ მეტია.

სოიო

ბევრი სოიოს ხორცის ღირებულ შემცვლელად მიიჩნევს. ცილების შემცველობით შესაძლოა, კი, მაგრამ სხვა მხრივ სასარგებლო პროდუქტი არაა. ცნობილია, რომ სოიოს პროდუქტების რეგულარული მოხმარება ორგანიზმში ანთებითი პროცესების განვითარებას და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების დარღვევას იწვევს. გარდა ამისა, სოიო ფიტოესტროგენებს შეიცავს. ორგანიზმის გაღიზიანება არ ღირს მაშინაც კი, თუ ჰორმონების პრობლემები არასდროს გაწუხებდათ.

თეთრი პური

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამ პროდუქტზეც უარის თქმა მოგიწევთ. მაღალი ხარისხის ფქვილის ნაწარმი ე.წ. „სწრაფ“ ნახშირწყლებს შეიცავს, რომელიც სისხლში შაქრის სწრაფ ზრდას და ჭარბი წონის მატებას იწვევს. ასეთი საკვებს დიდი კვებითი ღირებულება არ აქვს – მაგალითად, მთელი მარცვლეულის პურთან შედარებით, რომელიც იმავე უჯრედისს უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს.

შეფუთული წვენები

ხილის შეფუთული წვენები ცალკე ურთიერთობას მოითხოვს. გაწურვის შემდეგ ის დამატებით თერმულ დამუშავებას გადის – პასტერიზაცია, რომელიც სასარგებლო ვიტამინების და მინერალების უმეტესობას „კლავს“. გარდა ამისა, მწარმოებლები მზა პროდუქტს საერთოდ წარმოუდგენელი რაოდენობის შაქარს უმატებენ, რაც ყველა შესაძლო სარგებელს ხაზს უსვამს.

მზა ფქვილის ნაწარმი

30 წლის შემდეგ ფქვილის ნაწარმის ჭამა არ ღირს. თუ თავის განებივრება გსურთ, მხოლოდ საკუთარი ხელით მომზადებული მიირთვით (ინგრედიენტების რაოდენობა ზუსტად დაიცავით). თქვენი აზრით, მაღაზიაში ახალი და რბილი პროდუქტის შენარჩუნებას რამდენიმე დღით როგორ ახერხებენ? ჰიდროგენური ზეთები, კონსერვანტები და „ცხენის“ დოზა შაქარი – ეს ნამდვილად გჭირდებათ?

მიკროტალღურ ღუმელში მომზადებული პოპკორნი

რა შეიძლება იყოს უფრო მარტივი – პაკეტი ღუმელში მოათავსეთ, რამდენიმე წუთით დაელოდეთ და სურნელოვანი სასუსნავი მზადაა! ერთი პრობლემაა – ტრანს ცხიმების გავრცელება, რომელსაც მსგავს ნახევარფაბრიკატებს ხშირად უმატებენ. ეს ნივთიერება თავის ტვინის მუშაობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, უჯრედების კვდომას და ანთების კერის გაჩენას იწვევს. ამასთან,  ყალბი „კარაქი“ შეიძლება შეიცავდეს სახიფათო კანცეროგენს, დიაცეტილს, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს ზრდის.

საფერმო მეურნეობის თევზი

სამწუხაროდ, თევზის 70%, რომელსაც მაღაზიის დახლებზე ხედავთ, ხელოვნური გზით არის გამოყვანილი. თუ მწარმოებელი მსხვილი სათევზო მეურნეობა არაა, რომელსაც ხარისხის მაღალი კონტროლი აქვს, არსებობს რისკი, რომ პროდუქტი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ბევრი ადგილობრივი სათევზო მეურნეობა, განსაკუთრებით, აზიური – ანტიბიოტიკებს ბოროტად იყენებს და თევზს საეჭვო ხარისხის საკვებით კვებავს. ზოგიერთი დაუდევარი ფერმერი ფილეს ღებავს, რომ მას სავაჭრო სახე მისცეს.