Connect with us

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც წარმოუდგენელი ინტუიციით გამოირჩევიან

თანამედროვე ადამიანი გადაწყვეტილების მიღების დროს ლოგიკას ეყრდნობა. ის ინფორმაციას აგროვებს, მათ აანალიზებს, მონაცემების ადარებს და მოქმედების ყველა შესაძლო სცენარს განიხილავს. როგორ უნდა მოვიქცეთ ინფორმაციის დეფიციტის დროს როცა არაფერზე დაყრდნობა არ შეგვიძლია?

ამ შემთხვევაში ინტუიცია დაგეხმარებათ. კარგი ინტუიციით ყველა ვერ დაიკვეხნის. ჩვენ შორის არიან ადამიანები, რომელთაც ინტუიცია ცხოვრებას უმარტივებთ. ნახეთ ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც წარმოუდგენელი ინტუიციით თავის ქება შეუძლიათ.

1. კირჩხიბი

ამ ნიშნის წარმომადგენელი ყველა ემოციას ღრმად განიცდის და მათ გულში ატარებს. რაც კიდევ უფრო გასაოცარია, კირჩხიბს სხვა ადამიანების, მათ შორის უცნობების, გრძნობების აღქმის უნარი აქვთ.

ინტუიციის წყალობით კირჩხიბი ნებისმიერი ადამიანის სიმპატიის მოპოვებას ახერხებს. ქვეცნობიერ დონეზე გრძნობს, თუ როგორ ააწყოს ურთიერთობა ადამიანთან ისე, რომ მისი გრძნობები არ შელახოს, თუ ამ წამს რაზე შეიძლება საუბარი და რაზე არა. თავისი არსით, კირჩხიბს შეუძლია კარგი დიპლომატი და მომლაპარაკებელი გახდეს, რაც აუცილებელი კავშირების დასამყარებლად და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია.

2. თევზები

ამბობენ, რომ ყველაზე მეტი შემოქმედი და ნიჭიერი ადამიანი ამ ნიშნის ქვეშ იბადება. რა არის ამ ადამიანების შთაგონების წყარო? ეზოტერიკოსების თანახმად, ყველაფერში დამნაშავე მათი წარმოუდგენლად განვითარებული ინტუიციაა.

თევზები ძალიან მგრძნობიარეა. ქვეცნობიერ დონეზე ხალხის განწყობის აღქმა და იმის გაგება შეუძლია, თუ რა სჭირდება საზოგადოებას. სწორედ ამიტომ, მათი შემოქმედება ყოველთვის პოპულარული ხდება. უფრო მეტიც, ამ ნიშნის წარმომადგენელს ინტუიციურად მოვლენების წინასწარ განჭვრეტა შეუძლია, ამიტომ მათი შემოქმედება ახალი მოდური ტრენდის მთავარი წყარო ხდება.

3. მორიელი

მორიელს შეიძლება ნამდვილი „რენტგენი“ ვუწოდო, რადგან მას ყველაფრის გამჭოლი თვალით დანახვა შეუძლია. რა თქმა უნდა, არა პირდაპირი გაგებით, უბრალოდ მორიელს კარგად განვითარებული ინტუიცია აქვს, რომლის წყალობით შეუძლია იმის გაგება, ადამიანი იტყუება, თუ სიმართლეს ამბობს. საკმარისია თვალებში ჩაგხედოს, ან უბრალოდ თქვენი ხმა მოისმინოს, რომ თქვენი სიტყვების ჭეშმარიტება 100 %-ით განსაზღვროს. ახლობლებმა ამის შესახებ იციან და მორიელს არასდროს ატყუებენ.

სხვათა შორის, მორიელს კიდევ ერთი ნიჭი აქვს. ის რაღაც ცუდის ან კარგის მოახლოებას ზებუნებრივად გრძნობს. როგორც შინაური ცხოველი, რომელიც უსიამოვნების მოახლოების დროს მოუსვენრად არის და მშვიდ კუთხეს ეძებს. უბედურების მოახლოების დროს მორიელი შფოთვას გრძნობს, ხოლო ბედნიერების შემთხვევაში მოდუნებულია. ასეთი უნარი სახიფათო სიტუაციის დროს გადარჩენაში ეხმარებათ.

4. სასწორი

ამ ნიშნის წარმომადგენლების უმეტესობა ცხოვრობს განცდით, რომ ამ სამყაროში რაღაც უფრო მეტისთვის მოვიდნენ. ეს საკუთარი დანიშნულების ძიებას, რაღაც შეუცნობლისკენ სწრაფვას აიძულებს. მან ზუსტად იცის, რომ სამყარო ბევრად უფრო ღრმა და რთულია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.

სასწორის ინტუიციას მის შორსმჭვრეტელობაში ვლინდება. მომავალი მოვლენების ფრაგმენტებს ეს ადამიანები სიზმრებში ხედავენ. თავიდან ცხად სიზმრებს უაყოფენ და საკუთარ თავს არწმუნებენ, რომ ეს უბრალოდ ბანალური დამთხვევაა, მაგრამ როცა ასეთი სიზმრები რეგულარული ხდება და წარმოუდგენელი სიზუსტით ემთხვევა, საკუთარ ზებუნებრივ ძალებზე დაფიქრებას იწყებენ. ასტროლოგების მიხედვით, მომავლის დანახვის ინტუიციური უნარი ამ ნიშნის ყველა წარმომადგენელს აქვს, უბრალოდ მათ ამ საჩუქრის განვითარებაზე უნდა იზრუნონ.

5. ტყუპები

ტყუპები ნამდვილი ექსტრავერტები არიან, რომელთაც ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. ამასთან, ქვეცნობიერ დონეზე ადამიანების მართვის უნარს ფლობენ. ურთიერთობის დროს, როგორც კი თანამოსაუბრე სიტყვას წარმოთქვამს, უკვე ხვდება, თუ რისი თქმა სურს. ასეთი ნიჭის წყალობით, ადამიანთან „ერთ ტალღაზე“ იმყოფება და ზუსტად იცის, თუ რა უნდა უპასუხოს, როგორ დაამშვიდოს და მხარი დაუჭიროს.

შემდეგ კი ნამდვილი სასწაული ხდება! ტყუპებთან ერთიანობის შეგრძნებით ადამიანი იმდენად ენდობა, რომ მის მოსმენას იწყებს და ზოგჯერ ემორჩილება კიდეც. ტყუპები, სიტუაციის მიხედვით, ამ ადამიანით მანიპულირებს, მის ფიქრებს საჭირო კუთხით მიმართავს.

6. მშვილდოსანი

მშვილდოსანს ფენომენალური ინტუიცია აქვს, რომელიც მის ოჯახს, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანს ეხება. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ შორ მანძილზე მყოფი მშვილდოსანი მეორე ნახევრის განწყობის და შინაგანი მდგომარეობის შეგრძნებას ახერხებს.

ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა მშვილდოსანი ყოველგვარი წინასწარ შეთანხმების გარეშე საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა და ნათესავებს სახიფათო სიტუაციებში მხარი დაუჭირა. შესაძლოა, ასეთი ძლიერი და ორიენტირებული ინტუიცია საყვარელ ადამიანთან ძლიერი კავშირის გამო იქმნება. ნებისმიერ შემთხვევაში, პარტნიორისთვის მშვილდოსანი არა უბრალოდ საყვარელი ადამაინი და მზრუნველი პარტნიორი, არამედ ნამდვილი მფარველი ანგელოზია!

Advertisement