Connect with us

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2023 წლის იანვარში აუცილებლად გამდიდრდებიან

2023 წლის იანვრის ჰოროსკოპს განსაკუთრებულად ყურადღებით ვსწავლობ, რადგან წლის პირველი თვე მთელი წლის დინამიკას ქმნის. თითქოს საკუთარ თავს წარმატებაზე ან უსიამოვნებაზე ვაპროგრამირებთ, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. გახსოვდეთ: „რაც არ უნდა მოხდეს, იანვარი პოზიტიური თვე იქნება“. ამას ანჯელა პერლი, ტაროლოგი ამბობს.

დადებითი განწყობა მოვა და ჩვენი ამოცანაა, რომ მივიღოთ და მთელი წელი შევინარჩუნოთ. ამ პირობით, რასაც არ უნდა მოკიდოთ ხელი 2023 წელს, ყველაფერი გამოგივათ.

2023 წლის იანვრის ჰოროსკოპი

Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, ვინ გამდიდრდება 2023 წლის იანვარში. იღბლიანები ფულად სიურპრიზს მიიღებენ.

ვერძი

წლის პირველი თვე კარგი დროა, რომ ძალების მოზღვავება იგრძნოთ. სამყარო მაშინვე საინტერესო და რთული ზეამოცანებით აგავსებთ. კარგი მიზეზია, რომ მთელი თქვენი ქარიზმა გამოავლინოთ.

კარგი თვეა, რომ პრობლემური და არააქტუალური ურთიერთობები დაასრულოთ, რადგან ახალი წელი ახალ შესაძლებლობებს გაძლევთ. იანვრის მეორე ნახევარში აქტიურია ნაცნობობა, ახალი სასიყვარულო ურთიერთობები, როგორც მსუბუქი, ასევე სამომავლო პერსპექტივის მქონე რომანები.

კურო

იანვრიდან პლანეტა იუპიტერი თქვენს ნიშანში შემოდის. ეს წარმატებას და იღბალს მოგიტანთ. 18 იანვრამდე ყველა ძველი საქმე დაასრულეთ, ბოლომდე მიიყვანეთ და გადააკეთეთ, რომ თვის მეორე ნახევრიდან სამომავლო თამამი გეგმები დაისახოთ.

კარგია სწავლის დაწყება ან განახლება. იურიდიული საკითხები დროებით შეაჩერეთ. იანვარში კამათს, ურთიერთობის გარკვევას მოერიდეთ. მათ გრძელვადიანი შედეგი შეიძლება ჰქონდეს.

ტყუპები

წლის პირველ თვეში ცხოვრების იმ პერიოდს გაივლით, როცა ახალი მიმართულების მოძებნა მოგიწევთ. 18 იანვრამდე მსხვილ შესყიდვას, დოკუმენტებზე ხელმოწერას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდეთ, რადგან მაინც რეტროგრადული მერკური გრძელდება.

მთელი თვე კარგია რაიმეს ერთად შესაძენად, გასაფორმებლად, ინტერესების მხარდასაჭერად. თვის მეორე ნახევარში შანსი გამოჩნდება, რომ ურთიერთობაში რაღაც გააუმჯობესოთ, პირად ცხოვრებაში ახალ ეტაპზე გადახვიდეთ და პრაგმატული ურთიერთობები დაიწყოთ.

კირჩხიბი

წლის პირველ თვეში რეალურ და ვირტუალურ ცხოვრებაში კომუნიკაციით რეალობას შეალამაზებთ. თვის პირველი ნახევარი ნელი იქნება, ახალი არაფრის დაწყება არ ღირს. დასასვენებლად საუკეთესო დროა.

ანჯელა პერლი პროგნოზირებს, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები, რომელთაც წინა წლებში სირთულეები ჰქონდათ, უკვე იანვარში შვებას იგრძნობენ. ორსულობაზეა სიახლეა მოსალოდნელი.

ლომი

ამ თვეში ბევრ აღმასვლას და დაცემას ელოდეთ. თვის პირველ ნახევარში ძველი საქმეების გადაკეთებას და დასრულებას მიხედეთ. რემონტის გაკეთება კარგია. ეს ყველაფერი ნელა უნდა გააკეთოთ, რადგან რეტროგრადული მერკური 18 იანვრამდე აქტიურია.

ძველ მეგობრებთან ან კოლეგებთან შეხვედრა დადებით ემოციებს მოგიტანთ. თქვენი სოციალური ქსელების ან ქსელური ბიზნესის გაუმჯობესებაზე იზრუნეთ, თუ ასეთი გაქვთ. დასასვენებლად ხანმოკლე მოგზაურობა კარგია.

ქალწული

კარგია დასვენება. ქალაქგარეთ, ზღვაზე, სხვა ქვეყანაში წასვლა. ეს ყველაფერი თქვენს განწყობასა და ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. საკუთარი თავი გაანებივრეთ, აჩუქეთ საჩუქრები, რომლებსაც ადრე ვერ ბედავდით.

18 იანვრიდან შეგიძლიათ გააქტიურდეთ. სამსახურის შეცვლა ან კარიერული დაწინაურება მოსალოდნელია. მატერიალური მდგომარეობა კარგია: ფული ყველაფერზე გეყოფათ, რაც გჭირდებათ.

სასწორი

როგორც პროფესიულ სფეროში, ასევე სოციალურ პროექტებში საკმარისი საქმე გექნებათ. ურთიერთობის წრე შეიცვლება, ახალი ნაცნობები გამოჩნდება.

მეორე ნახევრის შეხვედრის შანსია, თუ მარტოხელა ხართ. ურთიერთობას, შვილებს და ახალ ადამიანებს სერიოზულად მიუდექით. უფრო შესამჩნევი შეიძლება გახდეთ, თუ ხალხში იქნებით. ორსულობაზე სიახლეა მოსალოდნელი.

მორიელი

თვის პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბულია. უსიამოვნო კონფლიქტური სიტუაცია შეიძლება მოხდეს, რაც განწყობაზე აისახება.

იანვრის მეორე ნახევარში სხვადასხვა საკითხების მოგვარება, მოლაპარაკება კარგია. ფინანსური მოგება შეიძლება მიიღოთ. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ.

მშვილდოსანი

იანვარი აქტიური კომუნიკაციის თვეა. შეხვედრების, ნაცნობების, მეგობრული შეკრების, რომანტიკული საღამოების და სასიამოვნო ფინანსური ბონუსების დრო. სამსახურს და ახალ პროექტებს ყურადღება დაუთმეთ. დროებითი სამსახური მისასალმებელია.

თვის პირველ ნახევარში ბევრი ფული არ დახარჯოთ. ფინანსები გონივრულად გაანაწილეთ. რემონტი შეგიძლიათ დაასრულოთ. ყველაფერს სწრაფად და ადვილად გააკეთებთ. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ.

თხის რქა

სწრაფი შედეგების მიღების თვე მოდის. ფინანსური ბალიშის გაკეთება ღირს. ყველაფერი, რაც ამდენი ხანია გსურდათ, მიიღებთ, მაგრამ გამძლეობაზე რამდენიმე გამოცდა გელოდებათ.

თვის მეორე ნახევარში სიმშვიდე და ჰარმონია დაისადგურებს. ამას სილამაზის ჭვრეტით, შემოქმედებითი საქმიანობით და მოგზაურობით მიიღებთ.

მერწყული

ფინანსური სირთულეები არ გელოდებათ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია საინტერესო ამბავი, ხოლო თავგადასავლების სურვილი სულიერი მეგობრის პოვნაში დაგეხმარებათ.

რეტროგრადული მერკურის დასრულებამდე ახალი არაფერი დაიწყოთ. აი, საქმის დასრულება და შესწორება კარგია. დასასვენებლად პაუზის აღება არ დაგავიწყდეთ. ეს ჯანმრთელობას გააუმჯობესებს, როგორც ფიზიკურს, ასევე ემოციურს!

თევზები

სიფრთხილე, წინდახედულობა და ცნობისმოყვარეობა გამოიჩინეთ. კარგია საოჯახო საქმეების შესრულება. მოსალოდნელია, საცხოვრებლის შეცვლა ან დოკუმენტების გადაფორმება. ეს ყველაფერი წარმატებულად ჩაივლის.

სტატუსის შეცვლის შესაძლებლობა არსებობს: ქორწილი, განქორწინება ან ამბავი ორსულობაზე. მოულოდნელი სტუმარი გაგახარებთ.

გასაგებია, რომ თვე მხიარულად დაიწყება და წვეულების შემდეგ დაღლილობად გადაიქცევა. ჰოროსკოპის მიხედვით: ვარსკვლავურ ცაზე საკმაოდ აქტიური და საქმიანი სურათია.

წვეულების შემდეგ უსაქმოდ დიდხანს არ ვიქნებით, წინ საქმიანი თვე გველოდება. ასე რომ წლის გეგმის განხილვას და მათ განსახორციელებლად სწრაფად მოქმედებას ისურვებთ.

Advertisement