Connect with us

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები და სიცოცხლის ხანგრძლივობა. ვინ არის ნამდვილი დღეგრძელი

ჯიუტი ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ზოდიაქოს ნიშანს შორის უხილავი კავშირია. თუ შესაბამისი კვლევები არსებობს, შეგიძლიათ გაიგოთ, რამდენ ხანს ცოცხლობენ ზოდიაქოს ნიშნები და როგორი ჯანმრთელობა აქვს თითოეულ მათგანს.

რამდენ ხანს ცოცხლობენ ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს დაბადების თარიღი ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე? საქმე ვარსკვლავების მდებარეობაშია, რომელიც კონკრეტული ადამიანის დაბადების მომენტში იყო. რამდენი წლის სიცოცხლე უწერია თითოეულ ნიშანს და რომელმაც პრობლემებმა შეიძლება შეამციროს ეს რიცხვი?

ნიშნები, რომლებიც სხვებზე ნაკლებს ცხოვრობენ

1. მორიელი

ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი საშუალოდ 70-72 წელი ცოცხლობს. სპეციალისტები ასეთ მცირე მაჩვენებელს იმით ხსნიან, რომ მორიელი ყოველგვარ სამედიცინო დახმარებას თავს არიდებს. საკუთარ ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს, ნებისმიერ პროფილაქტიკაზე უარს ამბობს და გამოკვლევის ჩატარებას არ ჩქარობს. არადა ასე ბევრი პრობლემის თავიდან აცილებას და სიცოცხლის გახანგრძლივებას შეძლებდა.

2. მერწყული

ეს ადამიანიც ღრმა სიბერემდე იშვიათად ცოცხლობს. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 72-74 წელია. მერწყული ექიმებს არასტაბილური ჯანმრთელობით აოცებს. მთელი ზამთარი შეიძლება ავად არ გახდეს, თუნდაც ყინვაში უქუდოდ გავიდეს, სამაგიეროდ ზაფხულში შეიძლება ფილტვების ანთება აიკიდოს. ხშირად აწუხებს სისხლის მიმოქცევის, მხედველობის და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემები. ხშირად ნერვიულობს, რაც ბევრი დაავადების მთავარი წყარო ხდება. ეს ყველაფერი სიცოცხლის ამოკლებს.

3. მშვილდოსანი

73-75 წელი ცოცხლობს, სუსტი ჯანმრთელობა აქვს. მშვილდოსანმა საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის და გულ–სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. ქრონიკული დაავადებები მის ცხოვრებას ძლიერ არყევს.

4. კირჩხიბი

ამ ნიშნის წარმომადგენელი 75-77 წელი ცოცხლობს. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჯანმრთელობას სერიოზულად არ უყურებს. ჯანსაღ ცხოვრებას არ მიესალმება და ექიმებს თავს არიდებს, სერიოზული პრობლემების შემთხვევაშიც. მისთვის ეჭვიანობა და დაავადებებზე (და არა გამოჯანმრთელებაზე) ჩაციკვლა დამღუპველია. განსაკუთრებით აწუხებს სისხლძარღვების სისტემა, კუჭ–ნაწლავის ტრაქტი და მხედველობა.

ნიშნები სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით

5. ლომი

ამ ნიშნის წარმომადგენელი საშუალოდ 78 წლამდე ცხოვრობს. სოლიდურ ციფრს მხოლოდ მაშინ მიაღწევს, თუ სერიოზულ პრობლემას დროულად აღმოაჩენს და მკურნალობას დაიწყებს. ყველაფრის თავის თავში შენახვის ჩვევა და არ დაჩივლება ბოროტად ეხუმრება. ხშირად აწუხებს ზურგის, გულ–სისხლძარღვთა სისტემის და მხედველობის პრობლემები.

6. თევზი

საშუალოდ 75-79 წელი ცოცხლობს. უფრო დიდხანს რომ იცოცხლოს, სასუნთქი გზების, სახსრების და კანის დაავადებები არ უნდა გაართულოს. სპეციალისტები გირჩევენ, რომ სუფთა ჰაერზე ისეირნოთ და კარგად გამოიძინოთ.

7. სასწორი

77-80 წლამდე ცოცხლობს, რაც ცოტა არაა, იმის გათვალისწინებით, რომ სუსტი იმუნიტეტი აქვს. მისი დაავადებები წელს, თირკმლებს ან კანის ცუდ მდგომარეობას უკავშირდება. გაყინვას თავი უნდა აარიდოთ. ჰაერის მაღალმა ტენიანობამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.

8. ვერძი

ვარსკვლავებმა ამ შემთხვევაში არ იძუნწეს, რადგან 80-82 წელი ცხოვრება საკმაოდ სოლიდურია. მთავარი პრობლემა: უძილობა, შაკიკი, გულის დაავადებები. თავი წყენით, განცდებით და სხვა სისულელეებით არ გაივსოთ. ეს ყველაფერი მხოლოდ ჯანმრთელობას გართმევთ და ჭაღარას გმატებთ.

დღეგრძელი ნიშნები

9. კურო

ვარსკვლავები 82-86 წლის სიცოცხლეს გპირდებათ. ცხოვრების გზაზე მთავარი დაბრკოლებები შეიძლება იყოს შარდის ბუშტის და სახსრების პრობლემები. ჭარბი წონა ხშირად პრობლემა ხდება. სწორედ ამიტომ, ამ დაუცველ ადგილებს ყურადღება მიაქციეთ.

10. ტყუპები

84-87 წელი ცოცხლობს. დეპრესიას ხშირად წარუმატებლად ებრძვის, რაც სხვა, უფრო ხელშესახებ პრობლემებს იწვევს. გირჩევთ, მენტალურ ჯანმრთელობას მიხედოთ და სწორად იკვებოთ. შიმშილობა ან გადაძღომა თქვენთვის შეიძლება დამღუპველი იყოს.

11. თხის რქა

ამ ნიშანს ვარსკვლავები 85-88 წელი ცხოვრებას ჰპირდებიან. თხის რქა ნებისმიერ დაავადებას მამაცურად ებრძვის. თავისი სუსტი მხარეები იცის და ზედმეტ საფრთხეს გაურბის. და მაინც, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა სახსრები, სმენა, სანაღვლე გზები და საჭმლის მომნელებელი სისტემა.

12. ქალწული

ქალწულის მთავარი პრობლემა საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას უკავშირდება. ამ ნიშნის წარმომადგენლები, რომლებიც ჯანმრთელობას ყურადღებას აქცევენ, საშუალოდ 85-90 წელი ცოცხლობენ. სპეციალისტები გირჩევენ, რომ ჯანსაღი საკვები მიირთვათ, გადაძღომას მოერიდოთ და არ იშიმშილოთ. ამ შემთხვევაში ვარსკვლავები კიდევ რამდენიმე ბედნიერ წლებს გაჩუქებთ.

რა თქმა უნდა, ყველა წესში როგორც კარგი, ასევე ცუდი გამონაკლისია. დაემთხვევა ასტროლოგების აღწერილობა თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას?

Advertisement