Connect with us

საკითხავი

ზეთით რეცხვა, რომლის შემდეგ სამზარეულის პირსახოცები მდიდრულად სუფთაა

საინტერესოა, თუ გსმენიათ ამის შესახებ? თუ კი, მაშინ დროა თქვენი ცოდნა შეამოწმოთ, თუ არა, ახალი გამოცდილება შეიძინეთ! ამ ინფორმაციით თავადაც გაოცებული ვართ. კარგი რა, რა ზეთით რეცხვა. არადა გულმოდგინე დიასახლისები ირწმუნებიან: მუშაობს!

Alltime.ge-ს რედაქციამ რამდენიმე საინტერესო მეთოდი შეაგროვა, თუ ამას როგორ აკეთებენ, და უახლოეს მომავალში აუცილებლად შევამოწმებთ. საერთოდ რა საჭიროა ზეთით რეცხვა? სწორედ იმიტომ, რომ ზეთოვანი ლაქები, რომლებიც ტანსაცმელს არაფრით შორდება, გააქროთ. შეუძლებელია, სამართლიანად აღნიშნავთ! მოდით, შევამოწმოთ.

ზეთით რეცხვა

ასეთ მეთოდში ნამდვილად შეიძლება დაეჭვდეთ. თუ თეთრეულს მცენარეულ ზეთს დაუმატებთ, კიდევ უფრო გაჭუჭყიანდება. თუმცა გამოცდილი დიასახლისები აქცენტს სწორედ ამაზე აკეთებენ. სწორედ ზეთი, რომელიც ამ შემოთავაზებული საშუალების ერთ–ერთი კომპონენტია, ძველ ცხიმს არბილებს. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ხდება ეს. აი, რამდენიმე მეთოდი, როგორ შეგიძლიათ პირსახოცის გათეთრება.

გათეთრების კლასიკური მეთოდი

როგორც აღმოჩნდა, ასეთი მეთოდიც არსებობს, რომელსაც ჩვენი დედები და ბებიები პირსახოციდან და გადასაფარებლიდან ლაქების ამოსაყვანად იყენებდნენ. საოცარია, როგორ მოიფიქრეს? აი, რა არის ამისთვის საჭირო, ჩაიწერეთ.

  • 5-6 ლ მდუღარე წყალი
  • 3 ს/კ ძმარი
  • 1 ჭიქა ნებისმიერი სარეცხი ფხვნილი
  • 2 ს/კ მშრალი მათეთრებელი

მოქმედება:

  1. მდუღარე წყლის გამო ეს თეთრეულის გამოხარშვას ჰგავს, თუმცა ასე არაა. ჩვენ მომზადებულ ხსნარში პირსახოცს ჩავალბობთ. წყალი აადუღეთ, ჯერ სარეცხი ფხვნილი და მათეთრებელი დაუმატეთ, აურიეთ, შემდეგ სუფთა რაფინირებული მცენარეული ზეთი დაუმატეთ.
  2. ცხელ ხსნარში პირსახოცი ან სხვა ნივთი (იარლიყი შეამოწმეთ, ამის გაკეთება თუ შეიძლება) მაქსიმუმ 3 საათით ჩაალბეთ.
  3. თეთრეული სარეცხ მანქანაში გადაიტანეთ და რეცხვის სწრაფი რეჟიმი ჩართეთ. შეგიძლიათ ცოტა კონდიციონერი დაუმატოთ. მზადაა! ისღა დაგრჩენიათ ნივთები გააშროთ და დარწმუნდეთ, რომ ლაქები გაქრა!

ბევრი თეთრეულისთვის

მაგალითად, სტუმრების მიღების შემდეგ, როცა გადასაფარებელი და სალფეთქები რეცხვას აღარ ექვემდებარება. და მაინც, ცდად ღირს. სწორედ ამიტომ, დიდი ჭურჭელი მოიმარაგეთ, რომ ყველაფერი ჩაეტიოს. რეცეპტი წინას ჰგავს, მაგრამ სხვა პროპორციებია და კიდევ ერთ დამატებით ინგრედიენტს შეიცავს.

  • 15 ლ მდუღარე წყალი
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 ჭიქა ნებისმიერი სარეცხი ფხვნილი
  • 3 ს/კ მშრალი მათეთრებელი

მოქმედება:

  1. დიახ, ამ ვედროში მთელი ყურთუკის გათეთრება შეგიძლიათ. შეგიძლიათ სცადოთ, მაგრამ თავს ვერ ვდებთ. წყალი აადუღეთ, ყველა ინგრედიენტი დაუმატეთ და მიღებული ხსნარი პირსახოცებს, სალფეთქებს და გადასაფარებლებს დაასხით.
  2. ამ შემთხვევაში თეთრეული მთელი ღამით გააჩერეთ. ხსნარი რაც შეიძლება დიდხანს ცხელი უნდა იყოს, ამიტომ თავსახური დაახურეთ და რაიმე თბილით დაასველეთ.
  3. დილით საყვარელი ქსოვილი სარეცხ მანქანაში გადაიტანეთ, ჩვეულებრივი რეცხვის რეჟიმი და ორმაგი გავლება ჩართეთ. როგორც პირველ შემთხვევაში, შეგიძლიათ კონდიციონერი დაუმატოთ. დროა შეამოწმოთ, როგორ მოშორდა ლაქები. გიკვირთ არა?

მომზადებული ნივთებისთვის

აქ, სხვა პრინციპია გამოყენებული, რადგან პირსახოცი, რომელიც უნდა გათეთრდეს, ირეცხება. ეს შეგიძლიათ სარეცხ მანქანაში გააკეთოთ, ამისთვის ჩვეულებრივი რეცხვის რეჟიმი გამოიყენეთ. თეთრეული თითქმის მშრალი უნდა იყოს. წყლის ადუღება საჭირო არაა, თუმცა საკმაოდ ცხელი უნდა იყოს.

  • 12 ლ ცხელი წყალი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 2 ჭიქა ნებისმიერი სარეცხი ფხვნილი
  • 2 ს/კ მშრალი მათეთრებელი

მოქმედება:

  1. აქ, ყველაფერი მარტივია. ხსნარი მოამზადეთ და სარეცხი მანქანიდან გამოღებული ნივთები ჩაალბეთ. წყლის სრულად გაგრილებამდე გააჩერეთ.
  2. თეთრეულს კარგად უნდა გაავლოთ. ეს შეგიძლიათ იგივე სარეცხ მანქანაში გააკეთოთ, უბრალოდ გავლების რეჟიმი ჩართეთ.
  3. გირჩევთ, ნივთები ხსნარში ღამით გააჩეროთ, რომ გარანტირებული ეფექტი მიიღოთ. მზადაა! ნახეთ, ლაქები ხომ არ დარჩა.

ზეთით რეცხვა

ასეთი მათეთრებელი და ლაქების ამომყვანი მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც პირსახოცებსა და გადასაფარებლებზე, ასევე ქვედა საცვლებზე, ბავშვის საფენებსა და თეთრეულზე. მეთოდი ფერად ნივთებზეც გამოიყენება, თუმცა აქ სიფრთხილე უნდა გამოიჩიოთ, რომ სხვები არ „შეღებოთ“.

თუ მშრალი მათეთრებელი არ გაქვთ, სოდით ჩაანაცვლეთ, თუმცა ამის გაკეთება არ შეიძლება იმ რეცეპტებში, სადაც ძმარია. სოდის და ძმრის რეაქცია ბევრ ქაფს გამოიწვევს, ამიტომ სჯობს სოდა საერთოდ არ გამოიყენოთ. ამბობენ, რომ მათეთრებლის, ფხვნილის და ზეთის ხსნარი სასწაულს ახდენს.

თქვენი შთაბეჭდილებები აუცილებლად გაგვიზიარეთ, როგორ დასრულდა ზეთით რეცხვა და სასურველ ეფექტს თუ მიაღწიეთ. ვიღებთ ყველა შემოთავაზებას, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი მეთოდი. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
კულინარია2 hours ago

მოსახერხებელი მეთოდი, როგორ მოვხარშოთ ჭარხალი სალათებისთვის

საკითხავი3 hours ago

როგორ მოვიშოროთ დამწვრობა, ჩალურჯება, შეშუპება და ჭრილობა საკვები პროდუქტების დახმარებით

საკითხავი3 hours ago

რატომ უნდა ჩაასხათ ჭურჭლის სარეცხი სითხე უნიტაზში

ჯანმრთელობა3 hours ago

ინტიმური ინფექციები: 7 უხერხული კითხვა, რომლებიც ექიმს თქვენს ნაცვლად დავუსვით

ყვავილები3 hours ago

სად მალავენ გეორგინას ბოლქვებს, რომ არცერთი მათგანი არ დაიკარგოს და დაობდეს

მოდა და სტილი3 hours ago

როგორი სუნი ასდის სიმდიდრეს: 7 ქალური არომატი საქმიანი შეხვედრებისთვის

ჰოროსკოპი20 hours ago

ვინ არის ყველაზე ზარმაცი ზოდიაქოს ნიშანი

მოდა და სტილი20 hours ago

ვეგეტარიანელები ხორცისმჭამელების წინააღმდეგ: რომელი ვარსკვლავი გამოიყურება უკეთ

თავის მოვლა20 hours ago

სახის მასაჟი გუაშით: 10 წლით გამაახალგაზრდავებელი ჩინური ტექნიკა დღეში მხოლოდ 10 წუთში

მოდა და სტილი20 hours ago

ნივთები, რაზეც ქალმა ფული არ უნდა დაზოგოს, თუ სურს ბედნიერი იყოს

ტესტები4 weeks ago

გაიარეთ ტესტი: აირჩიეთ მაგიური ბურთი და გაიგეთ თქვენი ბედის შესახებ

ტესტები4 weeks ago

აირჩიეთ ზარდახშა და ნახეთ, რა გელოდებათ მომავალში

ტესტები4 weeks ago

აირჩიეთ ბეჭედი, რომელიც მოგწონთ, და საკუთარი თავი ცოტა უკეთ შეიცანით

ტესტები4 weeks ago

3 რამ, რაც გაზაფხულმა მოგიმზადათ: ტესტი წინასწარმეტყველება

საკითხავი4 weeks ago

მცენარეული ზეთი, მარილი და წიწაკა: რატომ უნდა გამოიყენოთ რეცხვის დროს

საკითხავი4 weeks ago

ვის აქვს ეკლესიაში სეფისკვერის აღების უფლება

სახლი და დიზაინი4 weeks ago

5 სხვადასხვა ქვეყნის მარტივი და მოკრძალებული სახლები, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ

ტესტები4 weeks ago

როგორ გავიგოთ უახლესი მომავალი? ტესტი სურათებით გჭირდებათ

ჰოროსკოპი4 weeks ago

რატომ იკარგება და ტყდება ნივთები თქვენს სახლში

ტესტები4 weeks ago

აი, რისი თქმა შეუძლია ცერა თითს პიროვნების შესახებ