Connect with us

ყვავილები

ზედიზედ 17 წელია იასამანს ვაგროვებ და მისგან სიროფს ვამზადებ. ყველა მეგობარი უკვე ასე იქცევა

როცა ბაღში იასამანი ყვავის, რატომ არ უნდა მოამზადოთ მისგან სიროფი? გაზაფხული ულამაზესი ყვავილებით გვიხარებს თვალებს, ბუჩქებსა და ხეებს ყველაზე ლამაზი კაბებით მოსავს. გამონაკლისი არც იასამნის ბუჩქია. ეს ბუჩქები უკვე 500 წელზე მეტია, რაც გამოიყვანეს, საინტერესო კი ისაა, რომ ჩვენს დროში მისი 2000-მდე სახეობა არსებობს. თუმცა, იასამნის უგემრიელესი კერძის მოსამზადებლად სახეობების გარჩევა აუცილებელი არაა.

როცა იასამანი ყვავის

მაისში უკვე შეძლებთ იასამნის გაფუებული ბუჩქებით ტკბობას. თუ ექსპერიმენტები გიყვართ, შეგიძლიათ, არამხოლოდ ამ მცენარის არომატით, არამედ გემოთიც დატკბეტ, მოამზადოთ მისგან სიროფი, დესერტი, ჟელე ან იასამნის ყვავილების ნაყენიც კი. აყვავებული იასამანი კარგი დამხმარეა ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა შაკიკი, გაციება, რევმატიზმი და ნევროზი.

როგორ მოვამზადოთ სიროფი იასამნის ყვავილებისგან

იასამნის სიროფით ბლინების მორწყვა ან, გაციების დროს, მისი დალევა შეიძლება, რამდენადაც ყვავილს ანთებისსაწინააღმდეგო თვისება აქვს. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ იასამნის სიროფის რეცეპტს, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ.

ინგრედიენტები

  • 300 გ იასამნის ყვავილები
  • 500 მლ წყალი
  • 500 გ შაქარი
  • 2 გ ლიმონმჟავა

მომზადება

1. გააცალეთ ყვავილები ღეროებს და კარგად გარეცხეთ. შეარჩიეთ დიდი ზომის, მაძღარი იისფერი ყვავილები.

2. საშუალო ცეცხლზე აადუღეთ გაფილტრული წყალი იასამნის ყვავილებთან ერთად, 15 წუთით ხარშეთ.

3. დაახურეთ ყვავილებიან წყალს თავსახური, გააჩერეთ მთელი ღამით. საშუალოდ, საჭიროა 10 საათი, რათა წყალმა მაქსიმალურად შეიწოვოს ყვავილის არომატი და გემო.

4. გადაწურეთ დაყენებული ნახარში და დაუმატეთ სითხეს ლიმონმჟავა შაქართან ერთად. ლიმონმჟავა არამხოლოდ სიმჟავეს მიანიჭებს სიროფს, არამედ ოქროსფერს შეუნარჩუნებს, მის გარეშე სითხე ძალიან მუქი გამოვა.

5. დადგით სიროფი ნელ ცეცხლზე 45-60 წუთით, დროდადრო მოურიეთ.

6. გააგრილეთ და ჩაასხით შუშის ქილებში.

სიროფის მოხმარება შეიძლება დიაბეტის დროსაც. იგი, ასევე, ტემპერატურას შეამცირებს გაციების დროს, სასარგებლოა თირკმლის დაავადებების წინააღმდეგაც.. მოიმარაგეთ იასამნის ყვავილები ამ გაზაფხულს.

Advertisement