Connect with us

საკითხავი

ზაფხულის მცხუნვარე დღესაც თქვენი იღლიები მშრალი დარჩება, თუ ერთ მარტივ ხრიკს გამოიყენებთ

ზაფხული მხოლოდ მზე, ზღვა და ქვიშა არაა. ესაა მუდმივი სიცხე და ჭარბოფლიანობა. როგორც არ უნდა გვინდოდეს გაჩუმება, ყველა ოფლიანობს. განსაკუთრებით სიცხეში ან სტრესის დროს. თუ ოფლთან შეგუება კიდევ შეიძლება, ტანსაცმელზე მის შედეგებთან ბრძოლა რთულია. ზაფხულში ყოველთვის ღია ტანსაცმლის ჩაცმა გვსურს, ხოლო ყვითელი ლაქები იღლიების ზონაში ყველაფერს აფუჭებს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ მეთოდებს, როგორ მოაშოროთ ლაქები ტანსაცმელს იღლიების ზონაში.

როგორ მოვიშოროთ ლაქები იღლიების ქვეშ

თუ შეამჩნიეთ, რომ უფრო მეტს ოფლიანობთ, ვიდრე ადრე, ეს ექიმთან მისვლის საბაბია. ორგანიზმის ასეთი რეაქცია რიგი რთული დაავადებით გამოწვეული შეიძლება იყოს. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტით, აკრომეგალიით, სიმსუქნით ან ჰიპერთირეოზით. ასევე ორგანიზმის ლიმფური სისტემის პრობლემების, სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებების და ტრავმის ნიშანი შეიძლება იყოს. ზოგჯერ D ვიტამინის ბანალური დეფიციტი ჭარბოფლიანობას იწვევს.

თუ ჯანმრთელობის პრობლემები არ გაქვთ და ოფლი უბრალოდ გაწუხებთ, გამოსავალი არსებობს. მეთოდები, რომელთაც დღეს გიზიარებთ, დასახულ ამოცანას ეფექტურად გაუმკლავდება. ასევე გიამბობთ, როგორ შეამციროთ ოფლიანობა მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ.

ტანსაცმელზე ყვითელ ლაქებთან გასამკლავებლად საკვები სოდა და წყალბადის ზეჟანგი ერთ–ერთი ეფექტური მეთოდია. 20 გ სოდა და 100 მლ წყალბადის ზეჟანგი აურიეთ. ნარევი ლაქას წაუსვით და ძველი კბილის ჯაგრისით ნაზად გახეხეთ. 10 წუთი გააჩერეთ, რომ ნარევმა ქსოვილში კარგად შეაღწიოს. შემდეგ სასურველ რეჟიმზე გარეცხეთ.

გთავაზობთ კიდევ ერთ მეთოდს ლაქების მოსაშორებლად, რომელიც არა მხოლოდ ეფექტური, არამედ ბიუჯეტურია. ეს ძმარია, რომელსაც ნებისმიერ სამზარეულოში იპოვით. 100 მლ ძმარი ლაქას დაასხით და 15 წუთი გააჩერეთ. შემდეგ ჩვეული მეთოდით გარეცხეთ. თუ თეთრი ნივთია, მზეზე გასაშრობად ჩამოკიდეთ.

სხვა რჩევები

კიდევ ერთი უნიკალური მეთოდი ოფლის ლაქებთან საბრძოლველად ასპირინის აბებია. მასში შედის სალიცილის მჟავა, რომელიც ქსოვილში ღრმად შედის და უსიამოვნო ყვითელ ლაქებს შლის. ასპირინის აბები 1 ჭიქა წყალში გახსენით. კბილის ჯაგრისით საშუალება ლაქას წაუსვით და 10 წუთი გააჩერეთ. შემდეგ ჩვეულ რეჟიმზე გარეცხეთ.

რაც შეეხება დაპირებულ ბონუსს, ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული ოფლიანობის შემამცირებელი საშუალება. დაგჭირდებათ სოდა და ლიმონის წვენი. ასეთი ნარევი მგრძნობიარე კანზეც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

1 ჩ/კ სოდა პატარა თასში ჩაყარეთ და 1 ლიმონის წვენი დაასხით. ერთგვაროვანი ფაფის მიღებამდე კარგად აურიეთ. ბამბის დისკი აიღეთ, მიღებულ სითხეში ჩააწეთ და იღლიებზე ფრთხილად წაისვით. სხვა ზონებშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, სადაც ჭარბი ოფლიანობა გაწუხებთ. 15 წუთი გაიჩერეთ, ბოლოს სუფთა წყლით ჩამოიბანეთ. შემდეგ ანტიპერსპირანტი წაისვით.

რა თქმა უნდა, ოფლის ყვითელი ლაქების მოსაშორებლად უნივერსალური საშუალება არ არსებობს და ყველა მისთვის შესაფერის ვარიანტს ირჩევს.

Advertisement