ჯანმრთელობა
ვიტამინურ-ცილოვანი დიეტა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია! 10 დღეში 7 კილოგრამის მოშორება სავსებით შესაძლებელია
ვიტამინურ-ცილოვანი დიეტა ჭარბი წონის მოსაშორებლად ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდია. წონაში დაკლების რადიკალური მეთოდებისგან განსხვავებით მისი გადატანა მარტივია, მისი დაცვის დროს შიმშილის გრძნობა არ შეგაწუხებთ. ამასთან 10 დღეში 5-7 კილოგრამების დაკლებას თავისუფლად შეძლებთ.
დიეტის არსი ასეთია: ყოველდღიურად მხოლოდ ცილებით და ვიტამინებით სავსე საკვებს ღებულობთ, მაგრამ სხვადასხვა დროს. დანაწევრებული კვება მცირე პორციებით ორგანიზმს ზიანს არ აყენებს. ამ პროდუქტების მორიგეობითი კვება ნივთიერებათა ცვლას გადართვის საშუალებას აძლევს და თქვენ წონაში იკლებთ.
ბოსტნეულის, ხილის და ცილოვანი საკვების სარგებელი ორგანიზმისთვის
ხილი და ბოსტნეული ვიტამინების, მინერალების და ანტიოქსიდანტების საწყობია, რომელიც ორგანიზმს სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის სჭირდება. ეს ჯანსაღი კვების საფუძველია. ისინი შეიცავენ უჯრედისს, რომლებიც საჭმლის მონელებას ხელს უწყობენ. ასევე წყალს და ფრუქტოზას (ტკბილეულის სრულყოფილი შემცვლელი) შეიცავენ.
ცილა – საკვების მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ქსოვილების ზრდას და განვითარებას ხელს უწყობს. მისი დეფიციტი ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს: ჰორმონალური ფონი მცირდება, ტვინის, ღვიძლის და ფერმენტის სისტემის მუშაობა ირღვევა, დისტროფია ვითარდება. სწორედ ამიტომ, დიეტა, რომელიც რაციონიდან ცილების გამორიცხვას გულისხმობს, ორგანიზმს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.
რომელი პროდუქტების მიღება შეიძლება დიეტის დროს და რომლის არა
კვების რაციონში შეგიძლიათ ჩართოთ პრაქტიკულად ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული (კომბოსტო, ჭარხალი, პომიდორი, კიტრი, ვაშლი, მანდარინი, ფორთოხალი და სხვა). ნახშირწყლების დიდი რაოდენობით შემცველ პროდუქტებზე (ყურძენი, გარგარი, ხურმა, მანგო) სჯობს უარი თქვათ. იმავე მიზეზით არ გამოდგება კარტოფილი, ბარდა და სიმინდი.
ამ დიეტის დროს ნებადართული ცილებით მდიდარი პროდუქტები: კვერცხი, თევზი, უცხიმო ხორცი, ქათამი, უცხიმო ხაჭო, ბრინზა, ყველი, კარგი ხარისხის მოხარშული სოსისი.
შეუზღუდავად შეგიძლიათ დალიოთ სუფთა წყალი, ბალახების ნაყენი და უშაქრო ჩაი.
პროდუქტების ფართო სიის მიუხედავად, რომლებიც შეგიძლიათ ვიტამინურ-ცილოვანი დიეტის დროს მიიღოთ, არსებობს მნიშნველოვანი შეზღუდვები. რაციონიდან უნდა გამორიცხოთ ნებისმიერი ტკბილი კერძი, ცხიმიანი პროდუქტი, მარცვლეული და პური. ასევე დაივიწყეთ სოუსები, კეტჩუპი, მაიონეზი და ცხარე სანელებლები. მაღაზიაში შეძენილი წვენი, ჩაი და შაქრიანი ყავა, გაზიანი წყალი და ალკოჰოლური სასმელები ტაბუდადებული უნდა გახდეს.
ცილოვან-ვიტამინურიდ დიეტა: სამაგალითო მენიუ 5 დღეზე
1-ელი დღე
საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი
მეორე საუზმე: 1 გრეიფრუტი ან 100 გრ ანანასი
სადილი: 150 – 200 გრ მოხარშული ძროხის ხორცი;
სამხარი: 2 მსხალი ან 2 ვაშლი
ვახშამი: 100 გრ მოხარშული ქათმის ხორცი
მე-2 დღე
საუზმე: 50 გრ უცხიმო ყველი
მეორე საუზმე: 1 გრეიფრუტი
სადილი: 150 გრ მოხარშული ინდაურის ხორცი
სამხარი: 1 კიტრი, 1 პომიდორი
ვახშამი: 150 გრ გამომცხვარი ძროხის ხორცი
მე-3 დღე
საუზმე: 100 გრ ხაჭო
მეორე საუზმე: 1 კივი ან 1 ფორთოხალი
სადილი: 200 გრ მოხარშული თევზი
სამხარი: 1 სტაფილო ან 1 ბულგარული წიწაკა
ვახშამი: 150 გრ გამომცხვარი ქათმის ხორცი
მე-4 დღე
საუზმე: 40 გრ ბრინზა (მდუღარე წყალი გადაავლეთ, ასე მარილის რაოდენობას შეამცირებთ)
მეორე საუზმე: 1 ფორთოხალი
სადილი: 200 გრ გამომცხვარი თევზი
სამხარი: ახალი კომბოსტოს და ოხრახუშის სალათი
ვახშამი: 150 გრ მოხარშული ქათმის ხორცი
მე-5 დღე
საუზმე: 2 მწყრის კვერცხი და ყველის ნაჭერი
მეორე საუზმე: 1 ვაშლი ან 1 კივი
სადილი: 200 გრ მოხარშული კურდღლის ხორცი
სამხარი: 1 მოხარშული ჭარხალი
ვახშამი: 100 გრ გამომცხვარი თევზი
მომდევნო ხუთი დღის მენიუ მეორდება.
უსაფრთხოების მიუხედავად, ამ დიეტის 2-3 თვეში მაქსიმუმ ერთხელ გაკეთება შეიძლება.
დაკარგული კილოგრამები უკან რომ არ დაბრუნდეს, მომდევნო 10 დღის განმავლობაში დიეტის ნელ-ნელა გამოდით. რაციონში ნელ-ნელა დაამატეთ შვრია, წიწიბურა, ქატო, მაკარონი, პური და ბრინჯი. ტკბილეულობიდან შეგიძლიათ მწარე შოკოლადით შეგიძლიათ დაიწყოთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.