Connect with us

კულინარია

“ვიტამინების ნექტარი”: მოასწარით ბაბუაწვერას მურაბის მომზადება, სანამ კვირტები ჯერ კიდევ ყვავის

გაზაფხული წლის საუკეთესო დროა – ირგვლივ ყველაფერი ყვავის, ბუნება მკვეთრი ფერებით ივსება და ცოცხლდება. მე ყველაზე მეტად გაზაფხულის ის პერიოდი მიყვარს, როცა ბაბუაწვერები ყვავის. პატარა, მკვეთრი ყვავილები თითქოს ზაფხულის მოახლოებას გვაუწყებენ.

ჩემი ბაღი ბაბუაწვერას ყვავილებით გადავსებულია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მათგან რამე მომემზადებინა. აღმოჩნდა, რომ ამ მცენარისგან უგემრიელესი მურაბა გამოდის. ახლა მის რეცეპტს გაგიზიარებთ.

ბაბუაწვერას ყვავილის მურაბა

ინგრედიენტები

  • 250 ბაბუაწვერას ყვავილი
  • 1 კგ შაქარი
  • 1 ლ წყალი
  • 1 ლიმონი

*გემრიელი მურაბის მოსამზადებლად, პირველ რიგში, ბაბუაწვერას ყვავილები უნდა მოკრიფოთ ნათელ, მზიან დღეს, როცა ყვავილები ბოლომდე გაშლილია, მეორეც, აირჩიეთ ცივილიზაციასთან დაშორებული მინდორი – ასე მურაბა სასარგებლოც გამოვა. 

1. გაჯერებული გემოს მისაღებად რეკომენდებულია გაურეცხავი ყვავილების გამოყენება, ასე მათზე ყვავილის მტვერი დარჩება და გემოც უფრო მკვეთრი იქნება. თუმცა, თუ ყვავილის სისუფთავეში არ ხართ დარწმუნებული, გარეცხეთ.

2. მურაბისთვის გვჭირდება მხოლოდ ყვავილის ფურცლები. ამიტომ მაკრატლით მოჭერით ყველაფერი, მწვანე ფოთლების გარდა. მოათავსეთ ფურცლები ქვაბში და დაასხით ცივი წყალი.

3. დაჭერით ლიმონი, გააცალეთ კურკები და დაუმატეთ ყვავილებს. დადგით ქვაბი ცეცხლზე, აადუღეთ და ხარშეთ 5 წუთით, ნელ ცეცხლზე. აცადეთ მურაბას სრულად გაგრილება და შედგით მაცივარში 10-12 საათით(მთელი ღამით). ასე ბაბუაწვერები ნახარშს ფერსა და არომატს მატებს. შემდეგ გაწურეთ ნაყენი კარგად.

4. გაწურულ ნაყენს დაუმატეთ შაქარი, დადგით მასა ცეცხლზე კიდევ ერთხელ. ურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება. ხარშეთ საშუალო ცეცხლზე ნახევარი საათით. ჩაასხით მურაბა გასტერილებულ ქილებში და დაახურეთ თავსახური.

თქვენი ნაზი, ყვავილოვანი მურაბა მზადაა! მას ახალი თაფლის კონსისტენცია და გაჯერებული ყვავილოვანი გემო აქვს, რომელიც იდეალურია ბლინებთან, ალადებთან და ჩაისთან. გემრიელად მიირთვით.