Connect with us

საკითხავი

ვერ იტანთ კატებს? დროა, თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სერიოზულად დაფიქრდეთ

კატა ხალხის ცხოვრებაში  ყოველთვის  არსებობდა. ეს ფუმფულა ცხოველი ადამიანის გულს უკვე საუკუნეებია იპყრობს. ჩვენამდე კატების გამოსახულების არა ერთმა უძველესმა ნახატმა მოაღწია. ერთი შეხედვით, შეუძლებელია კატა არ გიყვარდეთ, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს მისი დანახვაც არ შეუძლია.

ფსიქოლოგები მიზეზის გარკვევას დიდი ხანია ცდილობდნენ და მათ უკვე პასუხი იპოვეს. ნახეთ, რატომ არ უყვარს ზოგიერთ ადამიანს კატა და რატომ არის ეს ამ ადამიანებისთვის ცუდი.

რატომ უყვართ კატები

ადამიანების უმეტესობას კატები უყვარს. ზოგს უფრო მეტად, ზოგს ნაკლებად, თუმცა მხოლოდ ძალიან ცოტა ადამიანი მათ მიმართ ღია ზიზღს განიცდის. ამასთან ისინი საკუთარი ქცევის ახსნას ვერ ახერხებენ. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ კატების მიმართ ზიზღი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სერიოზულად დაფიქრების საბაბია.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც მის მიმართ გულგრილია: ადამიანი სიყვარულს ან ზიზღს აუცილებლად გამოხატავს.

დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ კატა უნიკალურ ბიო ენერგიულ სისტემას ფლობს, რომელიც ადამიანის ბიოველთან კონტაქტში შედის და მისი აღდგენა შეუძლია. ამ ფუმფულა მკურნალ კატებს მთელი რიგი დაავადებების განკურნება შეუძლიათ.

სახლის კატა ოჯახის ენერგეტიკული და ემოციური მდგომარეობის მაჩვენებელია. თუ ოჯახში ყველაფერი კარგადაა, მაშინ ცხოველიც ჯანმრთელი და აქტიურია. რთულ პერიოდში, როცა ოჯახის წევრები ჩხუბობენ და სკანდალებს აწყობენ, კატა აგრესიული ხდება და ავადდება.

თუ კატას მოულოდნელად ქცევის ან ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო, უნდა დაფიქრდეთ, სახლში კარგი გარემო გაქვთ თუ არა. კატა ოჯახის წევრებს შორის უთანხმოებას მტკივნეულად განიცდის. სიტყვაზე, კატა კამათის დროს ხშირად ემოციურად რეაგირებს და იმის მხარეზე დგება, ვინც მართალი არის, მას ეფერება.

ყველა ეს მაგალითი ადასტურებს, რომ კატები ჩვენს გრძნობებს და ემოციებს კარგად ხვდებიან. ამაზე ადამიანების კატებთან ურთიერთობა არის დამოკიდებული. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთ ადამიანთან კატა არ მიდის, სავარაუდოდ, მისგან ნეგატიური ემოციები მოდის.

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ კატების მიმართ სიყვარული ნორმალური ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ნიშანია. ასევე მათ რამდენიმე ადამიანების ჯგუფი გამოყვეს, რომელთაც კატები ყველაზე ხშირად არ უყვართ.

ვის არ უყვარს კატები

1. დამტკიცებულია, რომ ადამიანების დაახლოებით 90%-ს, რომელთაც ალკოჰოლიზმის პრობლემები აქვთ, კატები არ უყვართ. შესაძლოა, საკუთარ დამოკიდებულებაზე უნდა დაფიქრდეთ?

2. კატების მიმართ აშკარა ზიზღს გამოხატავენ რთული ბედის მქონე ქალები, რომელთაც მამაკაცებმა უმიზეზოდ აწყენინეს. ასევე ადამიანები, რომლებიც ბავშვობაში ფიზიკური და მორალური ძალადობის მსხვერპლი იყვნენ. საქმე იმაშია, რომ ამ ადამიანებს ფსიქიკური პრობლემები აქვთ, რომელსაც ჯერ ვერ გაუმკლავდნენ.

3. კატებს ვერ იტანენ ადამიანები, რომელთაც კარმული ცოდვები აქვთ: დამნაშავეები, მოძალადეები, ქურდები. ეს ყველაფერი ქვეცნობიერ დონეზე ხდება. ადამიანმა ქვეცნობიერად იცის, რომ კატა ენერგეტიკულ დონეზე ამ ცოდვებს გრძნობს. ასეთ ადამიანებს კატებისგან თავის შორს დაჭერა ურჩევნიათ.

4. კატები არ უყვართ მათ, ვინც თავს დაუფასებლად გრძნობს. ქვეცნობიერ დონზე ამ ადამიანებს სურვილი აქვთ, რომ მათით აღფრთოვანებულნი იყვნენ, ხოლო კატა ამას გრძნობს. ადამიანების საკუთარი ქედმაღლობის აღიარება უჭირთ, ამიტომ ფუმფულა ცხოველებთან სიახლოვეს გაურბიან.

თუ ადამიანს კატები არ უყვარს, დროა ფსიქოლოგიურ პრობლემებზე დაფიქრდეთ, საკუთარ თავში გაერკვიოთ და ცხოვრება შეცვალოთ. სხვათა შორის ამის გაკეთებას შეძლებთ, თუ სახლში კატას აიყვანთ და მასთან ურთიერთობის დალაგებას შეეცდებით. ადამიანს კატები ენერგეტიკის აღსადგენად სჭირდება.

კატების მოყვარული ადამიანი ბედნიერი და ცხოვრებით კმაყოფილია. მათი რბილი თათები, გრძელი ულვაშები და თბილი კნავილი განკურნების ძალას ფლობენ!

თქვენს რას ფიქრობთ ამ კვლევის შესახებ? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

Advertisement